25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიქრისტიანობაროგორ ვებრძოლოთ ნევროზს? - სასულიერო პირის რჩევები

როგორ ვებრძოლოთ ნევროზს? – სასულიერო პირის რჩევები

ნევროზი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ასაკობრივი ზღვარი არ გააჩნია. იგი მამა დავითი დათუაშვილიგავრცელებულია მთელ მსოფლიოში, მამაკაცებსა და ქალებში, ახალგაზრდებში, მოხუცებში და ასევე, ბავშვებშიც.

ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” გთავაზობთ დეკანოზ დავით დათუაშვილის (თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი) რჩევებს, თუ როგორ შევებრძოლოთ ამ დაავადებას:

დაიწყეთ ყოველი დილა-საღამო ლოცვით. შემდეგი წესით:

1. დილით, რომ გაიღვიძებთ და პირს დაიბანთ, სხვა საქმეები ჯერ არ წამოიწყოთ. მიდით ხატების კუთხესთან (რომელიც აღმოსავლეთის მხარეს უნდა იყოს განთავსებული) და მშვიდად, აუჩქარებლად წაიკითხეთ ლოცვანიდან დილის ლოცვა.

2. საღამოს როცა მორჩებით საქმიანობას დაახლოებით 23 საათზე, ასევე მიდით ხატების კუთხეში და ასევე მშვიდად და აუჩქარებლად წაიკითხეთ ლოცვანიდან ძილის წინა ლოცვა. ამის შემდეგ სმა-ჭამა, გართობა კომპიუტერთან და ტელევიზორთან აღარ შეიძლება.

3. ეცადეთ დაძინებამდე 1 საათით ადრე სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ და დაახლოებით 24 საათისათვის დაიძინოთ. დაძინების წინ ჯვარი გადასახეთ საწოლს და თქვით: დიდება შენ უფალო, ჩემო ტკბილო და საყვარელო ღმერთო! როცა დაწვებით წარმოიდგინეთ, რომ იესო ქრისტე კეთილად გიღიმით და თავზე თავის თბილ, მადლიან ხელს გადებთ.

4. კარგია ასევე დღის განმავლობაში 50 და 90 ფსალმუნების კითხვა.

5. თუ ზედმიწევნით ასე მოიქცევით, უახლოეს ხანში უკვე შესამჩნევი შედეგები გექნებათ.

მაგრამ, სასურველ შედეგს უფრო მალე მიაღწევთ, თუ მორწმუნენი, აღმსარებელნი და მაზიარებელნიც გახდებით!
ღმერთმა დაგლოცოთ და გამოგაჯანმრთელოთ.”

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები