მთავარი » საზოგადოება

როგორ შევხვდეთ ახალ წელს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.12.2012 | 6,256 ნახვა

ზომიერება – თვალსაჩინო გაკვეთილი არაეკლესიურთათვის

ახალი წელი 2013როგორ უნდა შეხვდეს ქრისტიანი ადამიანი ახალ წელს, რამდენად მნიშვნელოვანია ახალ წელთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების შესრულება? ამ თემაზე გვესაუბრება თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის დეკანოზი მამა გელასი ნატროშვილი.

– საიდან მომდინარეობს ახალ წელთან დაკავშირებული ტრადიციები?

– დროის აღრიცხვას და შესაბამისად ახალი წელის დადგომის განსაზღვრას ციური სხეულების მოძრაობით განპირობებული მოვლენები დაედო საფუძვლად. დროის მცირე ინტერვალების საზომად იქცა დღე, საშუალო ინტერვალებისა – თვე, ხოლო დიდი ინტერვალებისა – წელიწადი. აქვე მინდა შევნიშნო, რომ ახალი წელის დადგომის განსაზღვრება რაიმე საეკლესიო მოთხოვნით არ არის განპირობებული. ამიტომაც, სხვადასხვა ეპოქასა და საზოგადოებაში ახალი წელი სხვადასხვა დროს იწყებოდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებული ტრადიციებიც განსხვავებულია, თუმცა, ის ყველგანაა გავრცელებული როგორც ცივილიზებულ, ისე არქაულ საზოგადოებაში. ტრადიციების უდიდესი ნაწილი სათავეს წარმართული დროიდან იღებს.

– რამდენად მნიშვნელოვანია ახალ წელთან დაკავშირებული ტრადიციების შესრულება?

– ახალ წელთან დაკავშირებული ტრადიციების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა წარმართულია. ეს რიტუალები არაფრითაა დაკავშირებული საეკლესიო მოთხოვნებთან და მის სწავლებასთან. პირიქით, ეწინააღმდეგებიან მას. აქედან გამომდინარე, არაა სასურველი ახალ წელთან დაკავშირებული ტრადიციების შესრულება. ეკლესია დროს განიხილავს, როგორც მარადისობისათვის მოსამზადებელ პერიოდს, რომელიც მოგვცა უფალმა და ყველა გონიერმა ადამიანმა ის სწორედ ამ მიზნისთვის უნდა გამოიყენოს და არა უაზრო რიტუალების შესრულებისათვის.

– როგორ უნდა შეხვდეს ქრისტიანი ადამიანი ახალ წელს?

– ეს კითხვა ბევრი ქრისტიანის წინაშე დასმულა და კვლავაც დაისმება. თუმცა პასუხის სწორად გასაცემად აუცილებელია თვით კითხვის სწორად დასმა. შეიძლება კი ქრისტიანი საერთოდ დღესასწაულობდეს ახალი წლის დადგომას? და თუ ამ კითხვაზე პასუხი იქნება – არა, მაშინ აღარ შეგვაწუხებს კითხვა: როგორ შეიძლება ამ დღის აღნიშვნა?

რადგან დრო უფალმა ადამიანებს მარადისობისთვის მოსამზადებლად მისცა, ქრისტიანი ახალი წლის დადგომას როგორც ამ გზაზე კიდევ ერთი მონაკვეთის დასაწყისს, უნდა განიხილავდეს. ეს კი საფუძველშივე გამორიცხავს წარმართულ კარნავალიზმს, ჭამა-სმასა და მხიარულებას.

ზომიერება, ოქროს შუალედის დაცვა თვით ყველაზე დიდ საერო დღესასწაულზეც კი არის ეკლესიური ადამიანების მხრიდან ყველაზე თვალსაჩინო გაკვეთილი არაეკლესიურებისათვის. მეორეს მხრივ, არ შეიძლება საერთოდ უარის თქმა საერო ახალი წლის აღნიშვნაზე. ეს იწვევს გაუგებრობას და ხშირ შემთხვევაში, დაპირისპირებასაც კი. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი წლის დადგომის აღნიშვნა სულაც არ ნიშნავს ქრისტიანული პრინციპების უარყოფას. ამ შემთხვევაში, უნდა ვხელმძღვანელობდეთ პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ჩამოყალიბებული პრინციპებით: “ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ მე არავისსა ხელმწიფებასა დავემორჩილო>”, რაც თანამედროვე ქართულით ასე ჟღერს: “ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონო” (1 კორ. 6, 12).

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • გიორგი says:

    ბატონ გელასის ვეთანხმები, ზომიერების დაცვა ყველაფერსჰი არამარტო ქრისტიანისთვისაა აუცილებები, ჯერ კიდევ სოკრატე ამბობდა ზომიერება და კეთილგონიერება ყოველ ადამიანს მართებსო

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი