მთავარი » ჯანმრთელობა

როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.06.2012 | 13,865 ნახვა

ფრჩხილთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ გვესაუბრება შ.პ.ს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის ექიმი დერმატო-ვენეროლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე: ფრჩხილები “ფრჩხილების ფორმა, ფერი, სისქე და გარეგნული შესახედაობა ნიშნებია, რომელთა მიხედვით ადამიანები უძველესი დროიდან ორგანიზმში მიმდინარე ამა თუ იმ პათოლოგიის შესახებ იგებდნენ.

ფრჩხილების ნორმალური სისქე 0.3-0.4 მმ-ია. დღე-ღამეში ფრჩხილი დაახლოებით 0.1 მმ სიჩქარით იცვლება და როგორც წესი, 170 დღეში მთლიანად განახლდება. ახალგაზრდებს ფრჩხილი უფრო სწრაფად ეზრდებათ, ვიდრე მოხუცებს. მამაკაცებს – უფრო ჩქარა, ვიდრე ქალებს. ფრჩხილებს უყვართ მზე, ამიტომ ზაფხულში ფრჩხილები სწრაფად იზრდება.”

ფრჩხილის რა დაავადებებია გავრცელებული ყველაზე მეტად?

უკანასკნელ ათასწლეულში საქართველოში ისევე, როგორც მსოფლიოში აღინიშნება სოკოვან დაავადებათა (მიკოზების) ზრდა. გაიზარდა ონიქომიკოზების (ფრჩხილების სოკოვანი დაავადება) რიცხვი. დასნეულება ხდება დაავადებულ ადამიანთან, ან მის ნივთებთან (ფეხსაცმელთან, თეთრეულთან) კონტაქტით. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია: ოფლიანობა, მიკროტრავმები (მანიკურის, ან პედიკურის გაკეთების, ვიწრო ფეხსაცმლის ტარების დროს).

ჯანმრთელი ადამიანის ფრჩხილი ყოველთვის თანაბრად ვარდისფერია. ფრჩხილის ფირფიტის ყვითელი შეფერილობა ღვიძლის პათოლოგიაზე მეტყველებს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სისხლის სხვადასხვა პათოლოგიების დროს ფრჩხილები იასამნისფერ შეფერილობას იღებს. მოცისფრო-იასამნისფერი ფრჩხილები ხშირად გულის თანდაყოლილ მანკზე, ან ფილტვის უკმარისობაზე მიუთითებს. მკრთალი ვარდისფერი ანებიის ნიშანია, თეთრი ლაქები იმის მანიშნებელია, რომ თქვენი ნერვული სისტემა გადატვირთულია, სტრესს განიცდის. ამოზნექილი ფრჩხილის ფირფიტა ტუბერკულოზის მომასწავებელია.

რა არის ფრჩხილის დაზიანების მიზეზი?

მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი კვება, თამბაქოს წევა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნერვული, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის დაავადებები, ინფექციები, იმუნიტეტის დაქვეითება, ინტოქსიკაცია. ასევე, უნდა აღინიშნოს ფრჩხილების ქრონიკული ტრავმა, ფსორიაზი, ეგზემა, კონტაქტური დერმატიტი, რომელიც იწვევს ფრჩხილების დაზიანებას.

სარეცხი საშუალების ხშირი და ხანგძლივი მოხმარება, ფრჩხილების კვნეტის მავნე ჩვევა, ფრჩხილებისა და ნუნების არასწორი მოვლა იწვევს ნუნების აქერცვლას. იგი შეიძლება ვიტამინების დეფიციტითაც იყოს გამოწვეული.

ექიმის რჩევა: წყლის პროცედურების შემდეგ კარგად შეიმშრალეთ ტერფები. აბანოში, საუნაში, სპორტულ დარბაზებში იქონიეთ საკუთარი ქოშები, არ იაროთ ფეხშიშველმა, არ ისარგებლოთ სხვისი ფეხსაცმელებით, იგი თავისუფალი და კარგად მორგებული უნდა იყოს, რათა ავიცილოთ ტრავმატიზაცია. არ გამოიყენოთ იაფფასიანი მანიკიურები, სარეცხ საშუალებებთან მოიხმარეთ ხელთათმანები. აკონტროლეთ ჰემოგლობინი, იმუნური სისტემა და ბოლოს, სრულფასოვან კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფრჩხილების შენებისთვის, მიირთვით არტალა, ხაჭო, ჟელატინი დიდი რაოდენობით. ისინი შეიცავენ ცილას, მიკროელემენტ გოგირდს და კალციუმს , რომელიც ფრჩხილს სიმკვრივეს მატებს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი