21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიჯანმრთელობაროგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში?

როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გვთავაზობს:

-ოთახები, გაგრილების მიზნით, ხანგრძლივი დროით გაანიავეთ ღამით და დილით ადრე, როდესაც გარე ტემპერატურა დაბალია.
-დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა. გამორთეთ ხელოვნური განათება და შეზღუდვით გამოიყენეთ ელექტროენერგია.
-ოთახებში დაკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
-მოერიდეთ გარეთ გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
-მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ აქტივობას.
-არ დატოვოთ ბავშვები ან შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში.

-მიიღეთ გრილი შხაპი ან აბაზანა, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.
-ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე.
-გამოიყენეთ მსუბუქი თეთრეული და ზეწრები სითბოს დაგროვების თავიდან ასაცილებლად.
-მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე რეგულარულად, მაგრამ მოერიდეთ ალკოჰოლს, ზედმეტ კოფეინს და შაქარს.
-საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილოვან საკვებს.
-თუ იღებთ მედიკამენტს, ჰკითხეთ მკურნალ ექიმს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს თერმორეგულაციაზე და სითხის ბალანსზე.
-მზით დამწვრობის თავიდან ასარიდებლად, მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებსა და გარუჯვას.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები