მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

როგორ მოვემზადოთ ექსკურსიისთვის და ბუნებაში გარე აქტივობისთვის?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.05.2024 | 19 ნახვა

რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ალერგიული პაციენტებისთვის გარე აქტივობები?

მცენარეული ალერგენები

ბუნებაში შეიძლება განვითარდეს ცემინება, სურდო, ცრემლდენა, თვალების ქავილი, კანის ქავილი, გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ქუთუთოების შეშუპება, ხორხის შეშუპება და სხვ.

როგორ დავიცვათ თავი?

წინასწარ მიიღეთ ანტიალერგიული მედიკამენტი , არ დაგავიწყდეთ ექიმის დანიშნულებისამებრ ცხვირის სპრეის ან ინჰალატორების წინასწარ გამოყენება.

თან იქონიეთ ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელიც დაგეხმარებათ ალერგენების ჩამორეცხვაში, ბალახით დასუსხვის შემთხვევაში კი ფიზილოგიური ხსნარი გამოიყენეთ დაზიანებული უბნის დასამუშავებლად.

თან იქონიეთ ანტიჰისტამინის შემცველი მალამო, რომელსაც გამოიყენებთ ბალახით დასუსხვის შემთხვევაში.

ინსექტური ალერგენები (ბზიკი, ფუტკარი, კრაზანა და სხვა)

მწერების ნაკბენის/დანესტვრის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია.

თან იქონიეთ ყინული, რომელსაც დაიდებთ ნაკბენზე, რადგან არ მოხდეს შხამის გავრცელება. ნესტრიანი მწერის ნაკბენის შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ ნესტრის ამოღება. მიიღეთ ახალი თაობის ანტიალერგიული მედიკამენტი.

კვებითი ალერგენი

ექსკურსიაზე ბავშვებმა შეიძლება მიიღონ ისეთი საკვები, რომელსაც ჩვეულებრივ არ იღებენ ექიმის რეკომენდაციით და ეს გახდეს მწვავე ალერგიული რეაქციის განვითარების მიზეზი. თუკი რეაქცია ძლიერია (სახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება), მაშინ დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოთ ადრენალინის აუტოინექტორი, უნდა მიიღოთ ახალი თაობის ანტიალერგიული მედიკამენტი და დროულად მოხდინოთ პაციენტის ტრანსპორტირება სტაციონარში.

წყარო: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი