19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისაზოგადოებაროგორ მივიღოთ მონაწილეობა მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობაში?

როგორ მივიღოთ მონაწილეობა მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობაში?

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით, პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” თაოსნობით თბილისში მახათას მთაზე დაიწყო ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის აგება.

მშენებლობისათვის დაფუძნდა სპეციალური ფონდი – “ივერიისა”.
ეს მშენებლობა გამოირჩევა იმით, რომ ტაძარი შენდება არა რომელიმე ბიზნესმენის, ან კერძო პირის დაფინანსებით, არამედ სრულიად საქართველოს ერთიანობითა და თანასწორობით.

ilia II
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ტაძარიივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი სწორედ ჩვენი ერთიანობითა და თანასწორობით იქნება განსაკუთრებული. მსოფლიოში არ არსებობს სხვა ანალოგი, როცა არა რომელიმე ბიზნესმენი, ან ორგანიზაცია, არამედ ხალხი თავისი კეთილი ნებითა და თანაბარი მონაწილეობით ააშენებს უდიდესი მნიშვნელობის ტაძარს. ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატის სადიდებლად აგებულ სულიერ სავანეში შესულ ყველა დედას შეეძლება თავისი შვილისათვის სიამაყით თქმა: ეს ტაძარი მე და შენ ავაშენეთ მთელ საქართველოსთან ერთად!

პაატა ბურჭულაძე

“ვისაც გსურთ ჩაერთოთ ამ აქციაში – ფონდმა “ივერიისა” ანგარიში გახსნა საქართველოში მოქმედ ყველა ბანკში. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს მისთვის სასურველ ბანკში მხოლოდ ერთხელ და ავტომატური დავალების მომსახურებით ჩაერთოს აქციაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად თვეში ერთხელ ერთი ლარი ჩამოიჭრება მისი ანგარიშიდან და გადავა ტაძრის მშენებლობის ანგარიშზე.

ბანკების ანგარიშების მენეჯერები სრულად ინფორმირებული არიან, ამიტომ თქვენთვის საჭიროა მხოლოდ ერთხელ მიხვიდეთ თქვენთვის სასურველ ბანკში და გამოთქვათ მზადყოფნა აქციაში მონაწილეობისათვის.

ამავდროულად, გვინდა გაცნობოთ, რომ თუ თქვენ მუშაობთ საჯარო სამსახურში, ან კერძო სექტორში, სადაც დასაქმებულია 50-ზე მეტი ადამიანი, ფონდ “ივერიის” საორგანიზაციო ჯგუფი თვითონ მოვა თქვენთან თანხების შემოწირვის ორგანიზებულად მოგვარებისთვის.

თუ გსურთ არა მარტო თქვენი, არამედ ოჯახის წევრების სახელზეც შემოწირულობის გაღება, ბანკში მისვლისას შეავსებთ ავტომატური დავალების ფორმას, სადაც მიუთითებთ მათ სახელებსა და გვარებს.
შესაბამისად, ავტომატური დავალებით ყოველ თვე თქვენი ანგარიშიდან ტაძრის მშენებლობისთვის გადაირიცხება თქვენ მიერ მითითებული ადამიანების რაოდენობის შესაბამისი თანხა. მაგ: თუ თქვენ ჩამოთვალეთ 5 სახელი და გვარი, შესაბამისად ყოველთვიურად 5 ლარი გადაირიცხება ტაძრის მშენებლობაზე.

თუ გსურთ გარდაცვლილი ადამიანის სახელზე შეწიროთ თანხა ტაძრის მშენებლობას:
ბანკში მისვლისას თქვენ ავსებთ სპეციალურ ფორმას, სადაც მიუთითებთ გარდაცვლილი ადამიანების სახელებსა და გვარებს. შესაბამისად, ავტომატური დავალებით ყოველ თვე თქვენი ანგარიშიდან ტაძრის მშენებლობაზე გადაირიცხება თქვენ მიერ მითითებული გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის შესაბამისი თანხა. მაგ: თუ თქვენ ჩამოთვალეთ 3 სახელი და გვარი, შესაბამისად ყოველთვიურად 3 ლარი გადაირიცხება ტაძრის მშენებლობისთვის. აქვე მოგახსენებთ, ერთ ფორმაში გათვალისწინებულია ველი ცოცხალი ადამიანებისათვის და ცალკე – გარდაცვლილებისათვის.

გსურთ ჩაერთოთ აქციაში საზღვარგარეთიდან?

როგორც აღვნიშნეთ, ტაძარი ყველა ადამიანის თანაბარი შემოწირულობით უნდა აშენდეს. ამიტომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანების, აქციაში მონაწილეობის სქემის გამარტივების მიზნით, შეუძლიათ წელიწადში ერთხელ გადარიცხონ ტაძრის მშენებლობაზე 12 ლარის ექვივალენტი თანხა იმ ქვეყნის ვალუტისა, სადაც იმყოფება პიროვნება. საზღვარგარეთ მცხოვრებთ იგივე სქემით ასევე შეუძლიათ ტაძარს შემოსწირონ თავისი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და ასევე გარდაცვლილი ადამიანების სახელზე. გადარიცხვის დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი ახლობლების სახელები და გვარები. შეგახსენებთ, რომ ფონდ “ივერიისას” ანგარიში გახსნილი აქვს საქართველოში მოქმედ ყველა ბანკში.

როგორ ჩავერთო აქციაში, თუ ვარ უმუშევარი?

თუ თქვენ არ მუშაობთ, მაგრამ გაგაჩნიათ სურვილი და საშუალება ჩაერთოთ აქციაში, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ბანკს, სადაც გაქვთ გახსნილი ანგარიში და ავტომატური დავალების მომსახურების გააქტიურებით შესწირავთ ტაძრის მშენებლობას.
თუ არ გაქვთ რომელიმე ბანკში გახსნილი ანგარიში, შეგიძლიათ მიბრძანდეთ ნებისმიერ ბანკში და თქვენთვის მისაღები პერიოდულობით გადარიცხოთ თანხა. მაგ.: წელიწადში ერთხელ – 12 ლარი, რაც ერთი წლის შემოწირულობას შეადგენს ერთ ადამიანზე.

ვარ თუ არა შეზღუდული შემოწირული თანხის ოდენობაში?

ტაძრის მშენებლობას თქვენ შეგიძლიათ შესწიროთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი თანხა. მაგრამ ამ თანხიდან ერთი ლარი თვეში იქნება თქვენს სახელზე, დანარჩენი კი თქვენი ახლობლებისა და იმ ადამიანების სახელზე, ვისაც არ აქვს შემოწირვის საშუალება, მაგრამ გააჩნია დიდი სურვილი, მიიღოს მონაწილეობა ამ საქვეყნო აქციაში.

როგორ შევწირო თანხა, თუ ვარ სკოლის მოსწავლე, ან სტუდენტი?

სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს არ გააჩნიათ პირადი შემოსავალი. შესაბამისად, მშობლებმა უნდა შესწირონ ტაძარს შვილების სახელზე.

როგორ შევწირო თანხა, თუ ვარ პენსიონერი?

ნებისმიერ პენსიონერს შეუძლია მივიდეს ბანკში, სადაც პენსიას იღებს და მხოლოდ ერთხელ, ავტომატური დავალების მომსახურებით, ჩაერთოს აქციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად თვეში ერთხელ ერთი ლარი გადაირიცხება ტაძრის მშენებლობის ანგარიშზე.

როგორ ჩავერთო აქციაში, თუ არ მაქვს საშუალება შევწირო ტაძრის მშენებლობას?

თქვენ უნდა დარეკოთ ფონდის საინფორმაციო ნომერზე 14 04 84 და ჩააწერინოთ თქვენი და თქვენი ახლობლების სახელები და გვარები, ცოცხლებისა და გარდაცვლილებისაც. აქციაში თანასწორობის პრინციპი არ იცვლება, რადგან არიან ადამიანები, ვინც თქვენი და თქვენი ახლობლების მაგივრად შესწირავენ ტაძრის მშენებლობას.

დავით დანელია

მსგავსი სტატიები

39 COMMENTS

  1. თქვენი საიტის მეშვეობით შესაძლებელია ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიღება..ჩემი აზრით სრულყოფილად არის გადმოცემული….უფალმა გაგაძლიეროთ ამ კეთილ საქმეში

  2. ღმერთმა გააძლიეროს სრულიად საქართველო და მისი უწმინდესობა თავისი მრევლით

  3. dzalian kargi azria.momewona dzalian.madloba informaciistvis, uewhvelad mivigheb monawileobas.

  4. ღმერთმამ გააძლიეროს საქართველო…

  5. Ugrmesi madloba informaciistvis!

    Sruliad shemtxvevit agmovchndi tqvens saitze da gavige yoveltviuri, avtomaturi shemowirulobebis shesaxeb. Aucileblad mival bankshi!

    Kidev ertxel didi madloba informaciistvis!!!!!

    • თუ შეიძლება მოგვწეროთ საბანკო რეკვიზიტები სადაც შესაძლებელი იქნება თანხის ჩარიცხვა ტაძრის მშენებლობისათვის სასურველია საქართველოს ბანკი ან სხვა მნიშვნელობა არ აქვს

      • ანგარიშები: სს” საქართველოს ბანკი” GE35BG0000000555555555
        სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” GE91VT6655555555555555

  6. უფალმა გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ!
    დიდხან სიცოცხლე და ჯანის სიმრთელე ერის მამას, ჩვენს უწმინდეს, ნამდილად დიდ საქმეს აკეთებთ
    უფალმა დაგლოცოთ, გაიხარეთ,

  7. თუ იმდენი ადამიანის სახელით მსურს შემოწირულობის გადარიცხვა, რომ მათი სახელები და გვარები საბანკო სისტემის გადარიცხვის “ავოტმატურ ველში” არ ეტევა, მაშინ როგორ მოვიქცე?

    გმადლობ,

  8. ფონდ “ივერიის” ანგარიშის ნომერს ხომ ვერ დაგვიწერდით? ან , სად შემიძლია ფონდის პირადი ანგარიშის მოძიება, რაზეც უნდა ჩაირიცხოს შესაწირი თანხა?

  9. შესაძლებელია თუ არა მობილური ან ქალაქის ტელეფონიდან თანხის გადარიცხვა? თუ შესაძლებელია რა ნომერზე? გმადლობთ

  10. დარეკეთ ან გააგზავნეთ sms 0901 30 30 30

  11. მოგესალმებით შპს”ფარნავაზი” ქობულეთის კერძო სკოლა. სკოლაში მუშაობს სულ 32 თანამშრომელი . სკოლის კონტიგენტი 145 მოსწავლით განისაზღვრება. შესაძლებელია თუ არა ფონდ “ივერიის” საორგანიზაციო ჯგუფს მოსვლა (თანხების ავტომატიურად )ყოველთვიურად ხელფასიდან შემოწირვის ორგანიზებულად მოგვარებისთვის.
    ჩვენთვის ცნობილია რომ ჯგუფი უახლოეს მომავალში აპირებს დასავლეთში ჩამოსვლას.
    წინასწარ გიხდით მადლობას.

  12. მყავს 14 ტონიანი ტვირთამწეობის ავტოამწე საუკეთესო მდგომარეობაში.. შეიძლება თუ არა მივიღო მონაწილეობა მშენებლობაში და სიკეთე გავაკეთო?
    დიდი მადლობა წინასწარ
    ღმერთმა გაგვაძლიეროს

    • დაუკავშირდით ფონდ “ივერიისას”.

      საქართველო, თბილისი 0160, პეკინის ქ. 28
      ტელ: (+995 32) 214 04 84
      E-mail: info@iveriisa.ge

  13. ucxoetidan rogor xdeba gadmoricxva xom ar shegizliat rom sabanko rekvizitebi mogavcodot
    madloba cinascar

  14. შეიძლება თანხის გადარიცხვა მოხდეს PAY-BOX აპარატიდან? თუ იცით ვინმემ მიპასუხეთ. მადლობა წინასწარ

  15. ყველა თქვენგანს და სრულიად საქართველო ფარავდეს ხვთისმშობელი. უფალმა დიდხანს გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი. მადლობა გმერთს რო საქართველოს კიდევ შერჩა ისეთი შვილები როგორიც პაატა ბურჭულაძე და ლევან ვასაძეა. გფარავდეთ უფალი.

  16. არ შეიძლება კითხვებს პასუხობდეს ვიღაც ?

    • მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით, საინფორმაციო ცენტრს –214 04 84
      http://www.maxata.ge

  17. Paris tuaraaa an garish is nomerii gaxsniliii teleponidan ROM gadavricxoood? sadgac wavikitxe ROM 091 777 777 am nomeris xashualebit shesadzloa tan is gadaricxvaaa. sworiaa?

  18. მიხარია მახათას მთაზე ასეთი ძვირფასი მშენებლობა რომ მიმდინარეობს და მისი კეთილმოწყობისათვის როგორც გავიგე გვარების მიხედვით გამოიყოფა მიწის ნაკვეთები ნერგების დასარგავად…….თუ შეიძლება პირობები მომწეროთ ან საიტი სადაც წავიკითხავ რა და როგორ გავაკეთოთ…….ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ უფალი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს…….

    • გთხოვთ მომწეროთ ტელეფონის ნომერი, რათა sms-ით ჩ
      ავრიცხო თანხა

  19. რანომერზე უნდა დავრეკო? რომ გადმოვრიცხო?
    გმადლობთ.

  20. გთხოვთ მეილზე მომწეროთ თიბისი ბანკში არსებული ფონდის ანგარიში.

  21. მე დიდი სურვილი მქონდა გადმომერიცხა თანხა რათა მოხმარებოდა ასეთ კეთილ საქმე მაგრამ არ ვიცოი სად უნდა ჩამერიცხა ამასწინათ ვნახე კომენტარებში ანგარიშის ნომერი და მოვახერხე გადმორიცხვა მადლობა კეთილი საქმისთვის. არ დამირეკია რომ ჩამეწერა სახელები და ეს პრობლემა ხომ არ იქნება.

    • გამარჯობა
      სახელები უნდა მიუთითოთ, ეს ონლაინ-რეგისტრაციით შეგიძლიათ. იხილეთ ლინკი: http://iveriisa.ge/donation/1/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები