მთავარი » ქრისტიანობა

როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან ხატები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.03.2020 | 3,425 ნახვა

ხატების კუთხის მოწყობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ უფლის, ღვთისმშობლის, ან წმინდანების ყოველგვარი გამოსახულება არ შეიძლება ხატად ჩაითვალოს. მართლმადიდებლურ ხატს აქვს თავისი კანონიკა, რისი წყალობითაც იგი არა ამქვეყნიურ, არა მიწიერ, არამედ მასზე გამოსახული წმინდანის სულიერ პორტრეტს წარმოაჩენს. ამიტომ, არამართლმადიდებლურ (მაგ. ე.წ. „კათოლიკურ“) ხატებს არ გააჩნიათ ლოცვითი ღირებულება და სალოცავ კუთხეში არ შეიძლება მათი მოთავსება. თუმცა, იმდენად რამდენადაც, ისინიც ამა თუ იმ წმინდანის გამოსახულებას წარმოადგენენ, მათდამი უდიერი დამოკიდებულაც დაუშვებელია და შეიძლება ისინი დავფლათ მიწაში ან სუფთა ადგილას დავწვათ.

სალოცავ კუთხეში არ შეიძლება მათი მოთავსება. თუმცა, იმდენად რამდენადაც, ისინიც ამა თუ იმ წმინდანის გამოსახულებას წარმოადგენენ, მათდამი უდიერი დამოკიდებულაც დაუშვებელია და შეიძლება ისინი დავფლათ მიწაში ან სუფთა ადგილას დავწვათ.

ამგვარად, როგორ განვასხვავოთ ხატები ერთმანეთისგან, ანუ რა არის ის კანონიკური ნიშნები, რომლითაც მართლმადიდებლური ხატი იცნობა?
ხატზე (და ასევე ჯვარზე, თუ მასზე ჯვარცმაა გამოსახული) მაცხოვარს (და მხოლოდ მას) შარავანდედში აქვს ჯვარი (ჯვრის ზემო სამი ფერდი) როგორც ჯვრის მიერ და ჯვარზე აღსრულებული მსხვერპლით ჩვენს გამომხსნელს. შარავანდედში ჯვარს შეიძლება ეწეროს სამი ბერძნული ასოც – m ON, რაც ნიშნავს „მყოფს“, „არსებულს“. მაცხოვრის თავსზემოთ (იშვიათ შემთხვევაში კი თავსქვემოთ) გამოსახავენ ხოლმე ბერძნულ ასოებს – Ic. Xc. („ი.ს. ქ.ს.“), ქართულად – „იე ქე“, რაც ნიშნავს „იესო ქრისტეს“.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ტრადიციულად ხელთ საღვთო ყრმა ჰყავს, თუმცა მარტოც გამოისახება. მისი ხატი შეიძლება გავარჩიოთ იმითაც, რომ ზეციურ დედოფალს სამი ვარსკვლავი ამშვენებს (შუბლზე და მხრებზე) – მარადქალწულების ნიშნად. ღვთისმშობლის თავსზემოთ გამოსახულია ხოლმე ბერძნული ასოები M9-©T – Mitir Theu (ან იმ ენის შესაბამისი ასოები, რომლის წარმომადგენელიც ქმნის ამ გამოსახულებას), რაც ნიშნავს „დედაღვთისას“. ქართულად ეს სიტყვები რამდენიმენაირად შეიძლება იყოს ხოლმე დაქარაგმებული, მაგ. დდჲ ღა, დდა ღა, და ღა და სხვ.

წმინდანთა ყველა დასს თავისი განსაკუთრებული ნიშანი აქვს: მოციქულებს, ღვთის სიტყვის მქადაგებლებსა და მოძღვრებს ხელში სახარება ან გრაგნილი უპყრიათ, მოწამეებს – ჯვარი, ეკლესია – მონასტრების მაშენებლებს, ქტიტორებს („ქტიტორი“ – ბერძ. ktitor – „დამაარსებელი“, „დამფუძნებელი“,

„მაშენებელი“)- ტაძარი, მკურნალებს – წამლების ყუთი და ა.შ. ამას გარდა, ყველა დეტალს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: გრძელი თითები წმინდა და მართალ ცხოვრებას აღნიშნავს, დიდი თვალები – სულიერ ხედვას და სხვა.
ხატებს აქვთ წარწერა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გავიგოთ, თუ ვისი ან რისი ხატია იგი. ამასთანავე, მაცხოვრის, ღვთის დედისა და ღვთის წმინდა სათნომყოფელების თავსზემოთ ხატებზე გამოისახება ბრწყინვალება, ანუ ნათლის წრე, რომელიც შარავანდედად (ლათ. nimbus – „ღრუბელი“) იწოდება. შარავანდედი არის ნათლის ბრწყინვალებისა და ღმერთის დიდების გამოხატულება, რომელიც გარდაქმნის, ფერს უცვლის ღმერთთან შეერთებულ ადამიანს. ღმერთის ნათელის ეს უხილავი ბრწყინვალება ზოგჯერ სხვა ადამიანებისათვი- საც ხილული ხდება. ასე, მაგალითად, წმინდა წინასწარმეტყველი მოსე პირი- სახეს ტილოთი იფარავდა, რათა მისგან მომდინარე ბრწყინვალებით ადამიანები არ დაებრმავებინა. ასევე, ღირსი მამის სერაფიმე საროველის პირისახეც, როცა ის მის სულიერ შვილს მოტოვილოვს ესაუბრებოდა სულიწმიდის მადლის მოხვეჭაზე, მზესავით გაბრწყინდა. თავად მოტოვილოვი წერს, რომ მისთვის შეუძლებელი იყო პირისახეზე შეეხედა წმინდა სერაფიმესათვის.

ასე განადიდებს უფალი თავის სათნომყოფელებს თავისი დიდების ნათლის ბრწყინვალებით ჯერ კიდევ ამქვეყნადვე.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • Angel says:

    Კათოლიკური ხატები შესაძლებელია გვქონდეს ჩვენ კუთხეში. Მე მქონდა გამოცხადება და გთხოვ ხალხს ნუ შეიყვანთ შეცდომაში. Ღვჹისმშობელს არც ვარსკვლავები ჰქონდა და არც აურა მაგრამ დიდი ძალა გამოაჩინა დამიფარა და ეს ცხადში მოხდა.

    • დავითი says:

      ტყემალზე ზიხარ და ანანასი გგონია! რა სისულელეს წერ, ხვდები მაინც?
      თუ ჯენზი ხარ და ,,ახალი რელიგიური დოგმატების” აპოლოგეტი?
      იცი საერთოდ რა არის ხატის კანონიკა? ან რა დადგენილებებია მიღებული მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ხატებთან დაკაშირებული?
      ყველა წმინდა მამა ერიდება ხიბლში ჩავარდნას და თუ რაიმე ხილვა ჰქონიათ, თავის თავს ამის ღირსად არ თვლიდნენ.
      რა გაბწყინვებაზე, საუბრობ, თუ შენი თავი უცოდველი გონია?
      ისე კიდევ, რომ იცოდე რელიგიურად გაუნათლებელ ადამიანებს, სწორედ ასეთი ხერხებით ათამაშებს ეშმაკი. ბევრი შემთხვევა ყოფილა ეკლესიის ისტორიაში, როცა წმინდანის სახითაც გამოჩენილა ბოროტი და ადამიანები დაუღუპია.
      შეცდომაში თავადაც იმყოფებით და სხვებიც გინდათ ჩააგდოთ მაგ შეცდომაში!
      თუ სექტანტი ბრძანდებით ილოცეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორედ, მაგრამ აქ მართლმადიდებლები ვიკრიბებით და სწორედ მიგვაჩნია რაც ზემოთ წარმოდგენილ სტატიაშია გადმოცემული! კათოლიკური ხატები ჩვენი ლოცცვის ობიექტი, არ არის და არც იქნება!
      ასე, რომ ტუილად ნუ დაიხარჯებით და თქვენთვის შეინახეთ ეგ აზრები.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი