24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარიჯანმრთელობაროგორ დავიცვათ თავი ჭორფლის გაჩენისაგან?

როგორ დავიცვათ თავი ჭორფლის გაჩენისაგან?

როგორ ავიცილოთ თავიდან ჭორფლის გაჩენით გამოწვეული უსიამოვნება? გვესაუბრება დერმატო-ვენეროლოგი რუსუდან მანტკავა: ჭორფლი “ჭორფლი ჰიპერპიგმენტური ლაქაა, რომელიც ადამიანს სხეულის კანზე შეიძლება გაუჩნდეს დაბადებისთანავე, ან შემდგომ შეიძინოს. თუ მშობლებს აქვთ ჭორფლი, ის, დიდი ალბათობით, გენეტიკით გადაეცემა შვილსაც, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. მისი გამომწვევი რეალური მიზეზი უცნობია.

გაზაფხულსა და ზაფხულში, მზის აქტიურობისას ჰიპერპიგმენტური ლაქების რაოდენობა მატულობს და უფრო მუქდება, ზამთარში კი შედარებით ფერმკრთალდება. ამიტომ პროფილაქტიკის მიზნით, როცა მზის სხივები აქტიურად ეცემა სხეულის ღია ნაწილებს, სასურველია მზისგან დამცავი კრემების, სათვალის, ქუდის, ქოლგის გამოყენება…

ჭორფლი სამხრეთის ქვეყნის მაცხოვრებლებს უფრო აქვთ, ვიდრე ჩრდილოეთის, რადგან აქ მზე მეტია. შესაბამისად, საქართველოში უფრო ხშირია მისი შემთხვევები, ვიდრე რუსეთში.

ბევრისთვის ჭორფლი გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული და ამ პრობლემით ხშირად გვაკითხავენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მეტწილად – გოგონები. ასაკში მყოფი ამ პატარ-პატარა წერტილებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს. თუმცა ბევრ ადამიანს ის პირიქით, მომხიბვლელობასაც მატებს. პიგმენტაციის გამოვლინება იშვიათად გვხვდება შავგვრემან ადამიანებში, ყავისფერი ლაქები უმეტესად ნაზი, თეთრი კანის მქონე ადამიანებს უჩნდებათ.

ჭორფლის მოცილება ადვილი საქმე არაა, თუმცა მისი წარმოქმნის შეჩერება შესაძლებელია მზისგან დამცავი საშალებების გამოყენებით. არსებობს სპეციალური კრემებიც, რომლის დროსაც ხდება კანის ზედა ფენის მოცილება, შედეგად კანი სუფთავდება, მაგრამ მზის სხივების ზემოქმედებაზე რეაქცია ისევ აქვს. სხვადასხვა საშუალებებით ხდება კანის გათეთრებაც, თუმცა ჭორფლის სრული მოშორება მაინც შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჭორფლის მქონე ადამიანმა სხეულზე რაიმე კრემის გამოყენებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმ-კოსმეტოლოგთან, მისი შერჩევით, კანის ინდივიდუალური მგრძნობელობისა და თავისებურებებიდან გამომდინარე, დაინიშნოს მკურნალობა და არა თვითნებურად, თუნდაც ხალხური მეთოდებით.”

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები