ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი – Center of Allergy & Immunology – მცენარეული ალერგიისგან თავის დასაცავად სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს, რომელსაც “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ:
დროულად მიმართეთ ექიმს და დაიწყეთ მკურნალობა ყვავილობის სეზონის დაწყებამდე – პრევენცია ბევრად ეფექტურია, ვიდრე უკვე მწვავე სიმპტომებთან ბრძოლა.
მოერიდეთ აქტივობებს მზიან და ქარიან ამინდში, როცა მტვრის კონცენტრაცია მაღალია.
ატარეთ მზის სათვალე – ეს დაიცავს თქვენი თვალის ლორწოვანს მტვრის ნაწილაკებისგან.
არ გააღოთ მანქანის ფანჯრები მგზავრობისას.
სახლში დაბრუნებისას:
მიიღეთ შხაპი და დაიბანეთ თმა.
გამოიცვალეთ და გარეცხეთ სამოსი, რომელიც გარეთ გეცვათ.
თეთრეული და სამოსი გააშრეთ შენობაში ან საშრობში.
არ გააღოთ ფანჯრები, განსაკუთრებით დილის საათებში.
გამოიყენეთ კონდიციონერი და მტვერსასრუტი HEPA ფილტრებით – ისინი ალერგენების რაოდენობას მკვეთრად ამცირებენ.
