მთავარიქრისტიანობაროდის უნდა ვილოცოთ მიცვალებულისათვის?

როდის უნდა ვილოცოთ მიცვალებულისათვის?

აქტუალური შეკითხვები მოძღვარს

სანთელი რა ემართება სულს გარდაცვალების შემდეგ და როგორ უნდა მოვექცეთ საკუთარ მიცვალებულს? საზოგადოებაში არსებულ აქტუალურ კითხვებზე პასუხობს სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი სანამაშვილი.

– ამბობენ, რომ ბრწყინვალე შვიდეულში გარდაცვლილნი ცათა სასუფეველში ხვდებიან. რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

– ეს არ არის მართებული. უბრალოდ, ბრწყინვალე შვიდეულში წესის აგება განსხვავებულია, იკითხება განსხვავებული ლოცვები. ამ დროს არ არის ურვა, ტირილი, პირიქით, ქრისტეს აღდგომას ვზეიმობთ. მიცვალებულის წესის აგების ლოცვა კი ასე იწყება: “ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი”.

– რა უფრო მნიშვნელოვანია, სასაფლაოზე გასვლა თუ ეკლესიაში წირვა?

– უმჯობესია, ჭირისუფალი ეკლესიაში მივიდეს და მიცვალებულს პანაშვიდი გადაუხადოს, ან წირვა დაუყენოს, ეს აღმატებული მდგომარეობაა, აუცილებელი არ არის ადამიანმა ხშირად იაროს სასაფლაოზე, ეს უფრო წარმართული ტრადიციაა. წელიწადში ერთხელ, აღდგომის მეორე დღეს გახლავთ “დიდუბობა”, ანუ საფლავთა კურთხევა.

– შეიძლება თუ არა აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოზე გასვლა?

– აღდგომის მეორე დღეს უწმინდესმა დაუშვა სასაფლაოზე გასვლა, მიუხედავად იმისა, რომ აღდგომის ორშაბათი არ შედის მიცვალებულთა მოსახსენებლად დაწესებულ დღეებში. მიცვალებულთა მოსახსენებლად წელიწადში გამოყოფილია შვიდი დღე: დიდი მარხვის (აღდგომის მარხვის) მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი, თომას კვირის სამშაბათი, სულთმოფენობის წინა ანუ სულის შაბათი, დიმიტრის შაბათი და ხორციელის შაბათი.

– რატომ არ უნდა იყოს მოსანათლი ადამიანი მიცვალებულთან?

– მოსანათლი ადამიანის ყოფნა მიცვალებულის გვერდით შეიძლება, თუმცა ხშირად გარდაცვლილის ოჯახის წევრები ცდილობენ მიცვალებულის დაკრძალვამდე მონათლონ ახლობლები. აუცილებელი არ არის მოუნათლავთა ნათლისღება მიცვალებულის გასვენებამდე. უნდა ვიცოდეთ, რომ კათაკმეველს არ შეუძლია მიცვალებულთათვის ლოცვა, სანთლის ანთება, ფსალმუნთა კითხვა, საეკლესიო ქმედებებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ არ ეკრძალება ოჯახის გვერდზე დგომა, თუმცა უმჯობესია, ადამიანი დროულად მოინათლოს.

– შეიძლება თუ არა სახსოვარი ქვის დადგმა სასაფლაოზე?

– სასაფლაო სადა უნდა იყოს. უამრავი სასაფლაო მაქვს ნანახი, რომელიც სამი სახლის ფასი ღირს, ეს რა თქმა უნდა, დაუშვებელია. ჯობდა ის თანხა, რომელიც ჭირისუფალმა სასაფლაოს გაკეთებაში გაიღო, უპოვართათვის დაერიგებინა. ვფიქრობ, უმჯობესია ქვა გამოითალოს და საფლავზე დაიდგას, სურათი მიზანშეწონილი არ არის, საკმარისია სახელი, გვარი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღის მითითება. ადრე არ არსებობდა გარდაცვალებული ადამიანის სურათი სასაფლაოზე, ეს უფრო გვიანდელი მდგომარეობაა.

– სანთელის დანთება თუ შეიძლება ქვის წინ?

– უმჯობესია, ადამიანმა სანთელი აანთოს და ხელში ეჭიროს, ვინაიდან ეს ადამიანი სულის მდგომარეობას გამოხატავს, როგორც სანთელი იწვის და ანათებს, ასევე უნდა იწვოდეს თითოეული მორწმუნე და სხვას გზას უნათებდეს თავისი პატიოსანი და ღვთისნიერი ცხოვრების წესით.

– თუ შეიძლება სასაფლაოზე საკვების დატოვება და ვისთვის ტოვებენ?

– შეიძლება, თუ კონკრეტულად ვინმე პიროვნებისათვის დატოვებენ (მესაფლავე, საფლავის მომვლელი), წინააღმდეგ შემთხვევაში, უმჯობესია, შინ წაიღონ ან გაჭირვებულ ადამიანს მისცენ.

თეა სულაბერიძე

13 COMMENTS

  1. მე საყვარელი ადამიანი მამა მყავს გარდაცვლილი და ყოველ დგე ვლოცულობ მისი სულის განსანათლებლად

  2. ასეთი შეკითხვა მაქვს და მიპასუხეთ გთხოვთ. არის თუ არა სიმღერის მოსმენა ცოდვა?

    • სიმღერის ტექსტს გააჩნია. ზოგ სიმღერას ვერც კი მოუსმენ ისეთი ცუდი სტჟვებია. სიმღერის ჟღერადობა კი – მოწონება–არმოწონების საკითხია და სხვა არაფერი. საერთოდ, მორწმუნე ადამიანი ადამიანი კანონის ზემოთ აიჟვანა ქრისტე ღმერთმა. კანონში ყოფნას ადამიანს უხსენებელი უბიძგებს, რათა ადამიანი შიშის ქვეშ ადვილი სამართავია. თუ ქრისტეს იწამებთ მაცხოვრად სულთა თქვენთა, ქრისტე ჭეშმარიტად გაგათავისუფლებთ.
      ქრისტე აღსდგა! ადამის შიში ჯოჯოხეთსა დაფლა და სამოთხის კარი უშიშარ მორწმუნეს გაუღო; მას ვისაც არ შეეშინდა თხოვნის. ამიტომ შესთხოვეთ უფალს და არ შეშინდეთ, უფალი ცივ ნიავსაც კი არ მოგაკარებთ

  3. gamarjoba ela gipasuxeb simgeris mosmena codva araa tu is simgera ar agdzravs bilc vnebas,mrisxanebas da amdagvar mdgomareobas,aris simgerebi romlebic estetikr tu sulier simshvides gvanichebs rogoricaa sagaloblebi xalxuri tu klasikuri musika.magram aris simgerebi romlebshic borotis kodia chadebuli ai mat nu mousment.

  4. me bevrjer minaxavs saplavs saxlivit ro aqvs ashenebuli garshemo , chemi azrit es ar aris martebuli jobia gachirvebulebs daurigon is fuli ritac aashenes eg dzvirfasi “saxli” didi madli iqneba micvalebulistvis

  5. სალამი ელას, უცხოურ სიმღერებზეც იგივე აზრის ვარ, ბევრია კაი სიმღერები და მათი მოსმენა შეიდზლება. ეს არ ეხება როკ მუსიკებს და მაგდაგვარ მიმდინარეობებს.

  6. მაინტერესებს, მიცვალებულთა მოსახსენებელ სპეციალურ დღეებში ხდება თუ არა ახლადშესვენებულთა მოხსენება(ანუ, იმათი, ვისი გარდაცვალებიდანაც ჯერ არ არის გასული 40 დღე)

  7. ლია – ახალი გარდაცვლილთა მოხსენიება ყოველთვის შეიძლება, უბრალოდ მისი სახელის გვერდით უნდა მიაწეროთ “ახლადშესვენებული”, ხოლო 40 დღის გასვლის შემდეგ მხოლოდ სახელით მოიხსენიებთ.

  8. მე ძმაკაცი მომიკლეს 18 წლის ბიჭი.. და მაინტერესაბს მართლია თუ არა რომ მისი ცოდვები გადავა მის მკვლელზე :(

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები