მთავარი » ქრისტიანობა

როდის არის ტყუილი ცოდვა და როდის – არა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.03.2016 | 5,333 ნახვა

მკითხველის კითხვა: როდის არის ტყუილი ცოდვა და როდის – არა? რა განსხვავებაა ტყუილსა და სიმართლის დამალვას შორის?

პასუხი: “ტყუილი ყოველთვის ცოდვაა, მაგრამ არის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. ტყუილსა და სიმართლის დამალვას შორის განსხვავებაა. მატყუარა თუ სიმართლე საიდუმლოცაა, მაშინ მისი დამალვა აუცილებელიც ხდება ხოლმე. მაგ.: ქრისტიანობის დევნის დროს, ან საქართველოში უცხო დამპყრობლის შემოსვლის დროს წმ.მოწამეები არ ამჟღავნებდნენ თავიანთი მოძმეების ადგილ-სამყოფელს, ან სხვა საიდუმლოს, რომელიც რწმენის ან სამშობლოს წინააღმდეგ შეიძლებოდა გამოეყენებინათ. ამის დასადასტურებლად შეგვიძლია წმ.თევდორე მღვდელი გავიხსენოთ. თუ ტყუილი ჩვევად გვექცა, შეიძლება მაშინაც მოვიტყუოთ, როცა არ გვინდა მოტყუება. ამიტომ თუ ტყუილის თქმა არ გვინდა და სიმართლის თქმაც არ შეგვიძლია, სჯობს, სულ გავჩუმდეთ,” –გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • შორენა says:

    ნამდვილად. ტყუილი არასდროს არ უნდა თქვა, თუ ქრისტინობაზე დებ თავს. ყოველთვის სიმართლე უნდა ილაპარაკო. ერთი მომენტია აქ: ყველას ყველაფერს ვერ ეტყვი, ამ დროს შეგიძლია დუმილის უფლება გამოიყენო.
    დღეს გავრცელებულია ასეთი ჩვევა, ბევრი ამბობს: “მე მატყუარა არა ვარ, მაგრამ როცა მჭირდება მარტო მაშინ ვამბობ ტყუილს”. მინდა გითხრათ, რომ ტყუილი არასდროს არაა საჭირო და არც მაშინ უნდა თქვათ, როცა გგონიათ რომ საჭიროა. უნდა გეყოთ ვაჟკაცობა და ყოველთვის სიმართლე ილაპრაკოთ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი