19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობა"როდესაც გვაქვს სიძულვილი, უხეშობა, უსიყვარულობა ჩვენს გულში, უფალი ჩვენს თხოვნას არ შეასრულებს"

“როდესაც გვაქვს სიძულვილი, უხეშობა, უსიყვარულობა ჩვენს გულში, უფალი ჩვენს თხოვნას არ შეასრულებს”

მეუფე შიო “დავფიქრდეთ, რამე ხომ არ არის ჩვენს ცხოვრებაში ისეთი დღეს, რაც უნდა შევცვალოთ, როცა ვევედრებით უფალს – ეს იქნება პირადი საკითხები თუ საქვეყნო. როდესაც გვაქვს სიძულვილი, უხეშობა, უსიყვარულობა ჩვენს გულში, უფალი ჩვენს თხოვნას არ შეასრულებს. შეიძლება არ იყოს სიძულვილი, მაგრამ იყოს გულგრილობა. ხშირია და რა სამწუხაროა, როდესაც მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ჩვენ ვეხებით ასეთ დიდ უსიყვარულობას, მოუფრთხილებლობას, სისასტიკეს, დაუსაბუთებელ ბრალდებებს, დიდი უხეშობას, უცენზურობას, გინებას. შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომ აფექტში საუბრისას შეიძლება კიდევ წამოცდეს რაღაც ადამიანს, მაგრამ როდესაც წერს სოციალურ ქსელში და ტექსტი სავსეა ლანძღვით, გინებით, სიძულვილით, შეიძლება რომ ასეთი ადამიანის გულში მადლი იყოს?! – რა თქმა უნდა, არა. მან შეიძლება მიაღწიოს მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებას, როგორც თვითონ ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში, ეს მონობაა. თავისუფლება არის, როდესაც ჩვენ დავძლევთ ჩვენს სიძულვილს, უხეშობას, უკულტურობას და ვიმარჯვებთ ამ თვისებებზე და ვღებულობთ ღვთის მადლს,” – მეუფე შიოს ქადაგებიდან

მსგავსი სტატიები

4 COMMENTS

  1. ვეთანხმები სტატიის ავტორს,ხშირად გაბრაზებისა საკუთარ გულში ჩამიხედავს და აღმომიჩენია,რომ ეს აარის პასუხი…ეს სიძულვილისა და ბრაზის არაადექვატური გამოვლინებაა…

      • nebismieri didi adamiani tavisufalia sidzulvilisgan, siborotisgan, mrisxanebisgan. is yoveltvis`sheecdeba gonivruli da mshvidi gadawyvetilebit sheecados sxvisi problemis agmofxvras. amas zedmeti ketilshobileba hqvia. misma garemomcvelma garemom mavned
        ar unda gamoiyenos aseti didi adamianis shemwynarebloba da sikete.

        .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები