მთავარი » ქრისტიანობა

“როდესაც ადამიანებს ღვთის შიში აქვთ, მაშინ წყნარი და ტკბილია ცხოვრება დედამიწაზე”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.03.2023 | 441 ნახვა

წმიდა სილუან ათონელი: როდესაც ადამიანებს ღვთის შიში აქვთ, მაშინ წყნარი და ტკბილია ცხოვრება დედამიწაზე. მაგრამ ახლა ხალხმა თავისი ნებითა და გონებით დაიწყო ცხოვრება, მიატოვა წმიდა მცნებები და ღვთის გარეშე სურთ სიხარული დედამიწაზე; და ვერ ხვდებიან, რომ მხოლოდ ღმერთია ჩვენი სიხარული, მხოლოდ უფალში ხარობს ადამიანის სული. იგი ათბობს სულს, როგორც მზე – მინდვრის ყვავილებს, ქარივით არხევს მათ და სიცოცხლეს ანიჭებს. უფალმა ყველაფერი გვიბოძა, რათა ვადიდებდეთ მას; მაგრამ სამყარო ვერ ხვდება ამას; და ვინ მიხვდება იმას, რაც არ უხილავს და არ უგემია? როდესაც ერში ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ბედნიერება მიწაზეა: ვარ ჯანმრთელი, ლამაზი, მდიდარი და ადამიანებს ვუყვარვარ; და მე ამით ვამაყობდი. მაგრამ როდესაც სულიწმიდით შევიცანი უფალი, მაშინ სამყაროს მთელ ბედნიერებას ისე დავუწყე ყურება, როგორც კვამლს, რომელიც ქარს მიაქვს. სულიწმიდის მადლი კი ახარებს და ამხიარულებს სულს, მას მიწა ავიწყდება და ღრმა სამყაროში ჭვრეტს უფალს.

უფალო, მოაბრუნე ადამიანები შენსკენ, დაე, შეიცნონ მათ შენი სიყვარული, განჭვრიტონ სულიწმიდით შენი მშვენიერი სახე; დატკბნენ ყველა შენი სიკეთით აქვე, დედამიწაზე, და როდესაც დაინახავენ, როგორი ხარ, მოგემსგავსებიან შენ.

თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“

www.orthodoxy.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი