მთავარიქრისტიანობა"ღმერთმა ინებოს, ქართველმა ხალხმა და თბილისელებმა იარონ წინ"

“ღმერთმა ინებოს, ქართველმა ხალხმა და თბილისელებმა იარონ წინ”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობის გახსნის ცერემონიალზე თბილისობის დღესასწაული მიულოცა ყველას, პატრიარქი თბილისობის დღესასწაული მიესალმა პრეზენტაციაზე მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას.

“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. როცა ჩვენ ვდღესასწაულობთ “თბილისობას”, ჩვენ არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ ჩვენი დიდი წინაპრები: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი, ერეკლე და სხვანი, რომლებიც იღწვოდნენ საქართველოსთვის, თბილისისთვის და თბილისელებისთვის.

როცა ჩვენ ვამბობთ, ვლაპარაკობთ “თბილისობაზე” უპირველესად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობაზე ხალხის წინაშე, გაჭირვებული ხალხის, უმუშევართა წინაშე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმუშევარი ნაკლები იყოს საქართველოში და თბილისში. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და ღმერთმა ინებოს, რომ ქართველმა ხალხმა და თბილისელებმა იარონ წინ, დასძლიონ ყველა ის მძიმე წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენ გვხვდება. ჩვენი მომავალი ღვთის მადლით ნათელია და კურთხეული.

კურთხეულ იყოს თბილისი, კურთხეულ იყოს თბილისელები და სრულიად საქართველო, ამინ!” – აღნიშნა უწმიდესმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები