
ფოტო: ლაშა ზუბიაშვილი
თეძმისხევი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის თემში. მდებარეობს მდინარე თეძმის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 680 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.
რკონი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე. თეძმის ხეობის ზედა ნაწილში.
