მთავარიქრისტიანობაღირსი პიმენ სალოსი (XIII ს.)

ღირსი პიმენ სალოსი (XIII ს.)

წმინდა პიმენ სალოსი XIII საუკუნის სამოციან წლებში დაიბადა. წარმოშობით კახეთის თავადთა გვარიდან იყო. ბავშვობიდან ღვთისმოშიშებით იზრდებოდა. ღირსი პიმენ სალოსი (XIII ს.) საერო და სასულიერო მეცნიერების მცოდნე წმინდა პიმენი დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ის თავის სულიერ წარმატებას მოგონილი სისულელით მალავდა “და იქმნა იგი ქრისტესათვის სალოს”. წმინდანი მეფეთა და მთავართა უსამართლოებასა და უწესობას უშიშრად ამხელდა.

მამა პიმენმა მთელი სიცოცხლე ღვთის სადიდებლად და ქვეყნის სასარგებლოდ ცხოვრებას შეალია. წმინდანის დროინდელი ქვეყანა საოცრად დაცემული და განადგურებული იყო: მონღოლთა შემოსევებით განაწამებ მოსახლეობაში ურწმუნოება სუფევდა. თავად წმინდა მეფე დემეტრე თავდადებული ადამიანების უწესო ქცევის თანამონაწილე გახდა. საღვთო მადლით სავსე მამა პიმენმა იცოდა, თუ მეფე და მთავრები შეინანებდნენ, ხალხიც მიბაძავდა მათ, ამიტომ ერზე ზრუნვა ხელმწიფის დამოძღვრითა და მხილებით დაიწყო.

წმინდა პიმენმა მეფისა და ერის მხილების საოცრად დიდ და გაბედულ ღვაწლს წარმართებს შორის ქადაგებაც დაუმატა. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ წმინდანმა “ნათესავი ლევთა წარმართობისაგან მოაქცია, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა”.

ღვთის ნებითა და წმინდანთა ლოცვით წმინდა პიმენ სალოსის დიდი სურვილი აღსრულდა: მეფე დემეტრემ არა მარტო თავისი უსჯულოება შეინანა, არამედ სიცოცხლე მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა. წმინდა პიმენის ხსენების დღეა 16(29) მარტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები