მთავარი » საზოგადოება

რელიგიური კონფესიები დაახლოებით 4,5 მილიონ ლარს მიიღებენ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.01.2014 | 1,582 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, სახელმწიფო ზარალს აუნაზღაურებს იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში სისტემური წნეხის ქვეშ პაატა ზაქარეიშვილი იმყოფებოდნენ.

“ამ ჩამონათვალში შევიდა ოთხი რელიგიური მიმართულება – ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიები. ეს არის საკმაოდ სერიოზული, წინ გადადგმული ნაბიჯი,” – განაცხადა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ.

მინისტრის განცხადებით, ეს ინიციატივა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილისგან წამოვიდა და ირაკლი ღარიბაშვილმაც თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ამ თემაზე მუშაობა დაიწყო.

ზაქარეიშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მიიღებს მორწმუნე ადამიანების 90% და სხვა რელიგიური გაერთიანებების ზარალის შესწავლაც თანდათან მოხდება. თანხის ზედა ზღვარი 4,5 მილიონი ლარით განისაზღვრება.

ამ დრომდე, კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე მთავრობა ზარალს უნაზღაურებდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. სხვა რელიგიური გაერთიანებები კი რომლებმაც საბჭოთა პერიოდში არანაკლები ზარალი მიიღეს, დახმარების მიღმა რჩებოდნენ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი