12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისხვადასხვარელიგიური დაწესებულებები ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებენ

რელიგიური დაწესებულებები ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებენ

საქართველოს საპატრიარქოსა და კომპანია “სოკარს” შორის ერთწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში არსებული 400-მდე რელიგიური დაწესებულება ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს. სოკარი მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსი ილია მეორე და კომპანია “სოკარის” საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაჰირ მამედოვი დაესწრნენ. უშუალოდ ხელშეკრულებას პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა და მაჰირ მამედოვმა მოაწერეს ხელი.
შეხვედრაზე უწმიდესმა მადლობა გადაუხადა კომპანია “სოკარის” წარმომადგენლებს დახმარებისათვის.

“მინდა, გამოვთქვა დიდი მადლობა იმ დახმარებისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ არა მარტო საქართველოს ეკლესიის, არამედ – კათოლიკური ეკლესიის, მუსლიმებისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ. მათი სახელით მადლობას გიხდით. “სოკარი” გვაძლევს საშუალებას, რელიგიურ ორგანიზაციები უზრუნველყოფილი იყვნენ გაზით. მადლობელი ვართ და მომავალში იმედი გვაქვს, რომ ეს დახმარება გაგრძელდება”, – ბრძანა ილია მეორემ.

“სოკარის” საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა მაჰირ მამედოვმა კი მადლობა გადაუხადა პატრიარქს, რასაც ის აკეთებს საქართველოსათვის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობისათვის.

საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების გაზით უზრუნველყოფა კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები