რატომ ვანთებთ ჯვარცმის წინ მიცვალებულისთვის სანთელს? – იესო ქრისტემ იტვირთა მთელი ქვეყნის ცოდვები, პირველქმნილი ცოდვა – ადამის ცოდვა – და თავისი სიკვდილით, სისხლით, რომელიც ბრალის გარეშე დაირღვა ჯვარზე (რამეთუ ქრისტეს ცოდვები არ ჰქონდა), შეარიგა ქვეყნიერება მამა ღმერთთან. გარდა ამისა, ქრისტე – ეს არის ხიდი ყოფნასა და არყოფნას შორის. ჯვარცმასთან დგას მაგიდა (ზოგჯერ ჯვარცმა თავად მაგიდაზეა დამაგრებული), რომელზედაც მიცვალებულთა მოსახსენებლად და მათ სახელზე მოწყალების გასაცემად საჭმელს აწყობენ. ეს უძველესი ქრისტიანული ტრადიციაა. ძველად იყო ე.წ. აღაპები – სიყვარულის ტრაპეზები, როდესაც ქრისტიანები, რომლებიც ღმრთისმსახურებაზე მოდიოდნენ, მისი დამთავრების შემდეგ ერთად იხმევდნენ იმას, რასაც მიიტანდნენ ხოლმე.
წყარო: წიგნი – “რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა”
იბეჭდება ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსის დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით.
2002 წელი.
