გვესაუბრება წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლეისის მღვდელმსახური, დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი:
“მარხვას მორწმუნეები ხშირად რაციონის ცვლილებას უკავშირებენ, რაც მეტად არა მართებულია. საზრდო ადამიანს ღმრთისგან არ განაშორებს. „არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა“(მათე.15.11). მარტოოდენ საზრდოსგან განშორება ადამიანს ღმერთთან არ მიაახლებს. განმარტებისთვის პატერიკიდან მოვიყვან ერთ ამბავს: მაკარი დიდს ეშმაკი გამოეცხადა და უთხრა: მაკარი, შენ მარხულობ, მე სულ არ ვჭამ, შენ მღვიძარებ მე სულ არ მძინავს, მხოლოდ ერთი რამით მჯობნი: თავმდაბლობით.

საზრდოს საჭიროება დაცემულ სულიერ ძალებს არა აქვთ, თუმც ღმრთისგან დაცარიელებულნი არიან. ადამიანის არსება ორი ბუნებისგან შედგება; ფიზიკური და სულიერი. მოქმედებაც ორგვარი გვმართებს. მარხვისათვის უპირველესად საღმრთო ცნების შესწავლა–შეთვისება გვმართებს, შემდგომ მისი გულში დამარხვა. სწორედ ცნებებით მოქმედება–აზროვნებით ხდება საკუთარი მანკიერების–შეცდომების შეცნობა. მისით იწყებს სვლას გარდასახვისკენ. რამდენადაც ადამიანის იდეა ხატებაა ღმრთისა, ამდენად, მართებს ძიება იმ გზისა, რომელიც დაკარგულ სახეს აღუდგენს. აუცილებლად განსამარტებელია შეზღუდვის ცნება. ხშირ შემთხვევაში ცალკეული საღმრთო კანონი აკრძალვად ჟღერს. უნდა აღინიშნოს, რომ სუბიექტის სურვილი და ობიექტური რეალობა–საჭიროება ხშირად არა თანხვედრია. რა თქმა უნდა, იგი ყოველთვის პიროვნული არჩევანია, მაგრამ გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი. 1) სურვილს აქტიურად ცვალებადობა ახასიათებს და ხშირად უმოკლეს დროში მომდევნო რადიკალურად უპირისპირდება წინას. ეს მეტად არა სახარბიელო მდგომარეობაა. ადამიანი უმისამართოდ მიდის და არასერიოზულ ვითარებაში ვარდება, რასაც მძიმე შედეგამდე მივყავართ. 2) ცალკეულ მოქმედებას თან ახლავს შედეგი. საღმრთო რჩევის არ გათვალისწინებას საკუთარი ბუნების საბოლოო რღვევა მოყვება. ეს კაცობრიობამ ერთხელ უკვე განიცადა ადამის სახით. ნიმუშად ბავშვის აღზრდა–განსწავლას მოვიყვან: თუ ყრმა თავის „მინდას–არმინდას“ მიხედვით იმოქმედებს მას სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები შეექმნება და შეგნებულ ასაკში საყვედურს გამოთქვამს მშობლის ან აღმზრდელის მიმართ. მორჩილი „ნებაწართმეული“ ბავშვის შემთხვევაში იგი აცნობიერებს მიღებულის შედეგს, შეთავაზებული ხდება საკუთრივი და მადლიერებას გამოხატავს მომწოდებლის მიმართ. ამიტომ მშობელზე, საზოგდოებაზე, განათლების სისტემაზე და ა.შ. არავინ გამოთქვამს აზრს, როგორც მოძალადისა. დასაწყისშივე აღინიშნა რომ შემოქმედმა უკეთ უწყის შექმნილის ბუნება, თვისება, უნარი, შესაძლებლობა და ღმერთი გვევლინება კეთილი ნების დესპანად. არჩევანი თავად ადამიანზეა, შედეგიც სათანადო.”

Tu shenshi ar aris sulieri siwminde,marxvas ar aqvs mnishvneloba!!!