მთავარი » საზოგადოება

რატომ იმატებს აგრესია საზოგადოებაში?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.11.2011 | 3,993 ნახვა

ნებისმიერი ჩვენგანი, ალბათ, არაერთხელ შესწრებია სხვადასხვა კონფლიქტურ სიტუაციას ადამიანებს შორის. სიტყვიერ შეუარცხყოფას ხშირად ფიზიკური ძალადობაც ახლავს თან. ეს ხდება როგორც ოჯახში, ისე მის გარეთაც. ერთმანეთის მიმართ აგრესიას გამოხატავენ უბრალო გამვლელებიც. აგრესიახშირად გვიჩნდება კითხვა: რატომ ხდებიან ადამიანები ასეთი აგრესიულები? ფსიქოლოგები საზოგადოებაში აგრესიის მომატებას ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გადატანილი სწრაფად ცვალებადი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენებით ხსნიან. ამ ყველაფერს თან დაერთო ეკონომიკური კრიზისიც, რის შედეგადაც იმატა დეპრესიულმა და სხვა სტრესულმა დაავადებებმა. ამან კი გამოიწვია ადამიანის საზოგადოებისაგან გაუცხოება, კონფლიქტების მომატება როგორც საზოგადოებასა და ინდივიდს, ასევე თვითონ საზოგადოებებს შორისაც.

პიროვნების საზოგადოებაში დაბრუნება და ინტეგრირების გაადვილება ის ძირითადი მიმართულებაა, რომლისთვისაც შეიქმნა ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლი “დენდრონი”. მათი საქმიანობის მიზანი შფოთვისა და კონფლიქტების განვითარებისა და ძალადობის ალბათობის შემცირებაა, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს სტრესული ავადობების შემცირებასაც.

მაია ბეგაშვილი (ფსიქოლოგი, “დენდრონის” დამფუძნებელი): “აგრესია წარმოიშობა მაშინ, როდესაც სურვილი დიდია, მისი განხორციელების შესაძლებლობა კი – ნაკლები. მას შეიძლება სხვადსხვაგვარი გამოხატულება ჰქონდეს სოციუმში. შეიძლება არ დაგარტყას, პირდაპირ არ გავნოს, მაგრამ გახდეს ბოროტი, ახასიათებდეს ბოროტსიტყვაობა და ა.შ. რაც შეეხება ზოგადად აგრესიულ ფონს, ეს მარტო საქართველოში არ არის. მთელ მსოფლიოში ადამიანის ბიო-რიტმები ვერ მიჰყვება ცხოვრების აჩქარებულ რიტმს. მითუმეტეს, ქართულ ხასიათში არსებობს სიზარმაცე. ფიქრობს: “მე ვარ კარგი, ისედაც ყველაფერი გამომივა.” ამიტომ შრომის მოტივაცია აქვს ნაკლები, სათანადოდ ვერ იხარჯება, რაც იწვევს დეპრესიულ ფონს, რომელსაც ისევ აგრესიამდე მივყავართ.”

დენდრონისაზოგადოებრივი ცხოვრების გაჯანსაღების მიზნით “დენდრონი” რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: ახალგაზრდა მშობელთა სკოლა, ოჯახური ფსიქოკორექცია, კონსულტაციები აბიტურიენტთათვის, ბავშვთა საკვირაო არტ-ჯგუფები და ა.შ. თითოეული მიმართულებით მუშაობა ქრისტიანულ მორალზე დაყრდნობით მიმდნირეობს.

მაია ბეგაშვილი: “რაც უფრო დაშორდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო დაცილდება საკუთარ თავს, გახდება თავისი სურვილების ტყვე. აბიტურიენტებს, რომლებსაც სურთ, ჩააბარონ გამოცდა, პირველ რიგში, უნდა ვასწავლოთ, რომ მეცადინეობა დაიწყონ და დაამთავრონ ლოცვით. ზოგადად, რაც უფრო კეთილშობილი გახდება საზოგადოება, მით უფრო ადვილად იპოვის ჭეშმარიტების გზას.”

“დენდრონი” პროფესიონალი კადრებითაა დაკომლექტებული. მათი მომსახურება ყოველი მსურველისათვის ადვილად ხელმისაწვდომია. საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელს საშუალება აქვს საკუთარი შესაძლებლობების სწორი შეფასებითა და თვითრეალიზებით, გრძნობებისა და ქცევების ადამიანურ ნებასთან დამორჩილებით გახდეს მაგალითი სხვებისთვის, რათა საბოლოოდ მივიღოთ აგრესიისგან თავისუფალი და მშვიდი საზოგადოება.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი