“ამბიონი” გთავაზობთ მკითხველის კითხვასა და მოძღვრის პასუხს:
მკითხველის კითხვა:
მამაო, რატომ გვტკენენ გულს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები? რატომ გვაშორებს უფალი ჩვენთვის ძვირფას ადამიანს? ასევე მაინტერესებს, როგორ შეიძლება გავუმკლავდე სევდას, ტკივილს, რომელიც ჩემთვის საყვარელმა ადამიანმა მომაყენა?
როგორ უნდა შევძლო ცხოვრების სხვა თვალით დანახვა და როგორ შევეგუო განშორებასთან დაკავშირებულ ტკივილს, სულიერ სიცარიელეს.
მოძღვრის პასუხი
“უფალი არავის არ გვაშორებს. ეს ჩვენ თვითონ ვშორდებით ჩვენივე ცოდვებიდან გამომდინარე. უფალი ყველას აერთიანებს და კრავს ერთად, მაგრამ ჩვენ უფლის წინაშე როგორ ვდგავართ, ეს მდგომარეობა უნდა გავაანალიზოთ. როცა პიროვნება ღმერთთან არაა ახლოს, მაცხოვრისგან ითხოვს, იყოს მასთან. ადამიანი, რომელიც ეკლესიურად არ ცხოვრობს, მოძღვარი არ ჰყავს, აღსარებას არ აბარებს, არ ეზიარება, ის ღვთის წყალობის ქვეშ ვერ იქნება, ამიტომ ამ სევდას, დეპრესიას შეიძლება მხოლოდ მოვერიოთ ჩვენი ეკლესიური ცხოვრებით. სასოებით უფლის წინაშე. რაც შეეხება სევდას, ტკივილს, წუთისოფელი ხომ ამის გარეშე არ არსებობს?! განუზომელი სიხარული და უსასრულო სიყვარული მხოლოდდამხოლოდ სასუფეველშია, რომლამდეც საჭიროა მივიდეთ და იქამდე კი ერთადერთი მისასვლელი გზა ეკლესიაა. ხშირად ჩვენ ცალმხრივად განვიხილავთ ფაქტს, როცა ვამბობთ, რომ ვიღაცამ მიგვატოვა. იქნებ ჩვენც მივატოვეთ? უფალი სამართლიანია და ამ განსაცდელს იმიტომ გვივლენს, რომ ჩვენი ცოდვები გავაანალიზოთ. იქნებ ჩვენც ჩაგვიდენია ანალოგიური ვინმეს წინაშე და არ გვახსოვს?! როდესაც “მამაო ჩვენოში“ უფალს ვევედრებით: იყავ, უფალო, ნება შენიო, იქნებ უფალი უკეთესს გვიმზადებს, ამიტომ არ შეიძლება ადამიანი ღმერთზე მაღლა დავაყენოთ. ყველაზე მეტად უფალი უნდა გვიყვარდეს, რომ ამ სიყვარულის განაწილება შევძლოთ”, – ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი.

არ დაგვავიწყდეს რომ ნამდვილი სიყვარული ხომ ერთად – ერთია და რომ მიხვდები ვინცაა არ უნდა დათმო.
” მთელი დედამიწაც, რომ გებრძოდეს , შენი სიყვარული დაიცავი და არ დათმო! თორემ მერე ინანებ ! სიყვარულისთვის ბრძოლა არ უნდა წააგო! ” – მამა ნიკოლოზი (მაქარაშვილი) მამა გაბრიელის სულიერი მემკვიდრე.
და თუ ხვდები, რომ ზუსტად ის ერთად-ერთი შეგხვდა, იმისთვისაც ერთად-ერთი ხარ და არ შეგვიძლია დავთმოთ ერთმანეთი, სარწმუნოება კი სხვადასხვა გვაქვს, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ? (მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ხომ არ შეიძლება ჯვრისწერის გარეშე ქორწინება? ჯვრისწერა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება თუ ქალიც და მამაკაციც ქრისტიანია?)
”მთელი დედამიწაც, რომ გებრძოდეს , შენი სიყვარული დაიცავი და არ დათმო! თორემ მერე ინანებ ! სიყვარულისთვის ბრძოლა არ უნდა წააგო!”
თითქმის მთელი დედამიწა ებრძვის ჩვენს სიყვარულს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ არ დავთმოთ, რომ მერე არ ვინანოთ…
ძალიან ბევრს ვფიქრობ და მიჭირს, თუ რომელია სწორი ნაბიჯი,
უარის თქმა იმ “ერთადერთ” ნამდვილ სიყვარულზე იმის გამო, რომ სხვავდასხვა რელიგიის მიმდევრები ვართ,(და მერე სიკვდილამდე სინანული) თუ
ჯვარდაუწერლად ქორწინება???