12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობადღესასწაულებირატომ არის მარხვა ჯვართამაღლების დღეს ?

რატომ არის მარხვა ჯვართამაღლების დღეს ?

ჯვართამაღლება 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე დაწესებულია ერთდღიანი მარხვა.

ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. ეკლესია ამ დღეს მოგვიწოდებს სინანულისა და გოლგოთაზე უფალთან დგომისაკენ.

მაცოცხლებელი ჯვარი უფლისა გვახსენებს იესო ქრისტეს ჯვარცმას და ვნებას ჩვენი გადარჩენისთვის. ჯვართამაღლების დღეს ეკლესია იხსენებს გოლოგთას, სადღესასწაულო მსახურებაზე სახარება მოგვითხრობს პილატესთან იესო ქრისტეს გასამართლებას და მის ჯვარცმას.

იმისათვის, რომ ტრაპეზზე დაბრძანებული ჯვრის სიდიადე შევიგრძნოთ, მას მარხვითა და ლოცვით განწმენდილნი უნდა მივეახლოთ. სწორედ ამიტომ ეკლესიამ ერისკაცთათვის ერთდღიანი მარხვა დააწესა 27 სექტემბერს. სამონასტრო ტიპიკონით კი ორდღიანი მარხვაა დაწესებული – 26 და 27 სექტემბერს.

ჯვარს სჭირდება გააზრება, ქრისტესთან დაკავშირება. თუკი ჯვარი ღმერთთან არ არის შეერთებული, იგი რაიმე ძალის მატარებელი არაა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები