მთავარი » საზოგადოება

რატომ აცხადებენ ID ბარათებზე უარს ევროპის ქვეყნები?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.08.2011 | 15,605 ნახვა

ID ბარათისაქართველოში 2011 წლის 1 აგვისტოდან ახალი ელექტრონული პასპორტების გამოყენება ძალაში შევიდა.
როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, ID ბარათის გამოყენებით მოქალაქეს შეუძლია კომპიუტერის მეშვეობით სხვადასხვა დოკუმენტს მოაწეროს ხელი, გაგზავნოს ელექტრონული ფოსტა, გადაიხადოს სხვადასხვა კომუნალური გადასახადები, აწარმოოს საკუთარი ანგარიშის მართვა და სხვა სერვისები.

პირადობის მოწმობის მიკრო ჩიპზე საპენსიო წიგნაკი, დევნილის მოწმობა და ყველა ტიპის პლასტიკური ბარათის ჩატვირთვაა შესაძლებელი, ხოლო უნიკალური კოდის გამო გაყალბება შეუძლებელია.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ID ბარათი იმდენად უნივერსალურია, რომ იგი მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოქალაქეთა ცხოვრებას და იგი გახდება ჩვენი წინსვლისა და წარმატებების საწინდარი. შეიძლება ითქვას, რომ იგი ლამის “ნატვრის თვალია”.

პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენ გავუსწარით ევროპის ქვეყნებს და ისინი ამ საკითხში ჩამოგვრჩნენ.

საინტერესოა რა ხდება მართლაც სხვა ქვეყნებში, ამ საკითხთან დაკავშირებით. დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ არსებობს სხვა მოსაზრებებიც.

ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტმა საბერძნეთის პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის – ელექტრონულ მმართველობასთან და “ელექტრონული მოქალაქის ბარათებთან” დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

ელექტრონულ მმართველობასთან და “მოქალაქის ელექტრონულ ბარათთან” დაკავშირებით ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

“მოქალაქის ელექტრონული ბარათი” მოქალაქის პიროვნების იდენტიფიცირებას ახდენს, რიცხვით სისტემაში რთავს და თავის ელექტრონულ მფლობელობაში აქცევს. უფრო მეტიც, ამის შედეგად ყველა ასეთი ბარათის მქონე მოქალაქე ერთვება კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც მუდმივად კონტროლს გაუწევს ადამინების ქმედებას და დაამუშავებს მონაცემებს მათი პირადი ცხოვრების შესახებ (ეკონომიური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაო, სოციალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ურთიერთობა… ), რაც თავისი არსით, ფაქტობრივად, აუქმებს ადამიანის მთავარ ღირებულებას – პიროვნულ თავისუფლებას. რადგანაც ამ სისტემაში ყოველთვის შესაძლებელია ინფორმაციის ადვილად შეცვლა, ვფიქრობთ, რომ ის ქრისტიანებისთვის რეალურ საშიშროებას წარმოადგენს, მათი რელიგიური სინდისის თავისუფლებას არღვევს, ართმევს მათ უფლებას, დაბრკოლების გარეშე იქადაგონ თავიანთი სარწმუნოება და სახარება.
გარდა ამისა, ძალაუფლება, რომელიც იყენებს ამ სისტემას, გადადის გაურკვეველი ხელმძღვანელობისა და პირების ხელში, როგორც სახელმწიფო მოხელეების, ასევე კერძო პირების მხრიდან. მათ საშუალება ეძლევათ, შეიტანონ ან წაშალონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია ბარათიდან, გაუცნობიერებელ ადამიანებს შეატყუონ მორწმუნეთათვის სასტიკად მიუღებელი და ანტიქრისტიანული სიმბოლოები.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტი თავის სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს და მიმართავს მხურვალე თხოვნით საბერძნეთის მთავრობას, არ დაუშვან მოქალაქის ელექტრონული მოწმობის გამოშვება და მორწმუნეებს ურჩევენ, გამოიყენონ ჩვეულებრივი საიდენტიფიკაციო საშუალებები.
ამ ტიპის ბარათების ძალადობრივი დანერგვა ჩვენს საზოგადოებაში ხალხის წინააღმდეგობას აუცილებლად ჰპოვებს.
ჩვენ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს, გვწამს, რომ ქრისტემ სძლია ამა სოფელს.

არ უნდა დავეთანხმოთ იძულებით და თავისუფლების შემზღუდველ მოქმედებებს. ჩვენ მთელი სულითა და გულით ვლოცულობთ ზეციური დედოფლის წინაშე, რომელიც მფარველია წმიდა მთისა, რათა მოჰმადლოს ნიჭი ღვთისმოსავ ხალხს, მოთმინებით გაუძლონ ცხოვრებისეულ განსაცდელებს იმ გარემოში, სადაც დღეს უწევთ მათ არსებობა, რასაც ყველა განვიცდით”.

კრებაზე მონაწილეობას იღებდა ათონის წმიდა მთის ოცივე მონასტერი.

ასევე აღმოჩნდა, რომ ID ბარათებზე უარს აცხადებენ ევროპის სხვა ქვეყნებიც.

ინგლისის ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ქვეყანაში ID ბარათებზე კანონპროექტი გააუქმა – “ათასი გზა არსებობს, ელექტრონული სივრცე რომ შევავსოთ, პიროვნების საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია სხვა მრავალი გზით არის შესაძლებელი, თანხა ჯობს უფრო მნიშვნელოვან სფეროებზე დაიხარჯოს. ჩვენთან არ საჭიროებს ეს ბარათები, თუ უნდათ ამერიკაში – იქ იმუშაოს”.

ბრიტანეთის კონტრდაზვერვის MI5 – ის სამსახურის ხელმძღვანელი სტელა რიმინგტონი ღიად წინააღმდეგ გამოვიდა: ეს პირადობის მოწმობები ვერ იქნება გარანტი ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. აღმოჩნდა, რომ ათასობით მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები ხელმისაწვდომი იქნებოდა 265 სამთავრობო დეპარტამენტისა და 48 ათასი აკრედიტირებული კერძო კომპანიისათვის.

საფრანგეთში ელექტრონული პირადობის მოწმობების დანერგვის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დამცეველბი და იურისტები აქტიურად გამოვიდნენ. მათ აღნიშნული დოკუმენტი “უმაღლესი ზიანის შემცველად მიიჩნიეს”. საფრანგეთის მაგისტრატურის მუშაკთა პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა კომ ჟაკმენმა განაცხადა: “ამ პროექტის ამოქმედება საზოგადოებაზე პოლიციური ზედამხედველობის გაძლიერებას გულისხმობს. ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების შემდეგ პოლიციას ექნება 65 მილიონი ადამიანის პირადი მონაცემი, რაც, ფაქტობრივად, ქვეყნის მთელ მოსახლეობას მოიცავს”. ეს არგუმენტები ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიების ეროვნულმა კომისიამ გაითვალისწინა. დღესდღეობით საფრანგეთის მოქალაქეთა საფულეში ნამდვილად ვერ იპოვით ელექტრონულ პირადობის მოწმობებს.

ათენისა და სრულიად ელადის არქიეპისკოპოსი იერონიმე II

“ეკლესია მთლიანად მხარს უჭერს ისეთ მოქმედებას, თუნდაც მოძრაობას, რომელიც ადამიანის პიროვნების თავისუფლებასა და მისი უფლებების დაცვას ემსახურება, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ის გამოხატული,” – განაცხადა უნეტარესმა იერონიმემ პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრისას, რომლებმაც არ მიიღეს ახალი პირადობის მოწმობები. შეხვედრა საეპისკოპოში არქიეპისკოპოს იერონიმეს ინიციატივით შედგა. მან აღნიშნა: “ნებისმიერი სახის მოძრაობა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ჩარჩოებშია, ყოველთვის ჰპოვებს ეკლესიიდან თანხმობასა და ურთიერგაგებას”.

რადგან ქართულ საზოგადოებაში არის დიდი დაინტერესება ამ თემით, ჩვენ შევეცდებით შემდეგშიც მოგაწოდოთ ინფორმაცია და განსხვავებული მოსაზრებები, ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ნინო says:

    რა ვქნა ვეღარ გამიგია.. არადა აუცილებლად მჭირდება პირადობის მოწმობა ძველს კი ვადა გაუვიდა.. კი ვიკავებ თავს აღებისგან მაგრამ სექტემბერში ალბათ მომიწევს ნამდვილად..

  • ქრისტინე says:

    ოჰო !!! ანუ ჩვენ გავუსწარით ევროპას ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზე?? ნეტა რა უხარიათ ამ საცოდავებს ?!:( რამენაირად, როგორმე, არავინ არ დაგვასწროს ანტიქრისტეს ჩახუტებაში ! ვაი, საცოდაო ერო! მატის ღირსნი ვართ პატიარქს,რომ არავინ ვუსმენთ! :(

  • Natii says:

    ქრისტინე თუ შეიძლება სხვების შეურაწყოფეფს მოეშვი.ჩემს პირადობას 10 წელი აქვს კიდევ ვადა და მერე მომიწევს აღება და არამარტო მე. შენც! როგორც ვხვდები ამ პერიოდს ვერ ავცდებით. ღმერთმა გვაშოროს უბედურება.

  • მაკა says:

    ქეთის,სტატიის ავტორს დიდი მადლობა.დროა გამოვფხიზლდეთ,მივხვდეთ რისთვის ვართ,საკუთარი თავისთვის,სამღვდელოებისთვის,ყველასთვის,მათ შორის მთავრობის წევრებისთვისაც ვილოცოთ.ბედნიერი ბერძნები,ჩვენზე თავგანწირულები და დიდსულოვნები არიან და სამღვდელოებაც მხარში უდგათ,ნეტარები!

  • მაკა says:

    მეც ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ საკითხზე ,თუ ვერ ვიპოვი გამოსაცვალს წავალ საერთოდ საქართველოდან იქ სადაც ეგ ბარათები არ არის და საერთოდ ხომ ყკველაპერი კეთდება იმისათვის რომ ქართველები საერთოდ გააქრონ საქართველოდან

  • ნინო says:

    მამა პაისი ამბობს ,,ნუ შეგეშინდებათ მაგ ჟამისო,დიდი დიდი ის მოხდეს,რომ წმინდანები გავხდეთ და განა ეს ურიგო საქმეაო?ამ ქვეყნად იმიტომ არ მოვსულვართ,რომ კარგად მოვეწყოთო,,!

  • ემიგრანტი says:

    გამოფხიზლდით ხალხო მერე გვიან იქნება , ჯერ ვერ აცნობიერებთ რა არის ეს ბარათი , ის ჯიპიესივითაა, სადაც წახვალ და თან თუ იქონიებ ყველგან მოგაგნებენ, (მერე ალბათ პირადობის გარეშე სიარულსაც აკრძალავენ) ამისთვის თანამგზავრი სულაც არაა საჭირო,. გაგიკონტროლებენ ყველაფერს ეკონომიური მდგომარეობას, სამუშაოს, სოციალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობას, ურთიერთობას, მარშუტებს, სად იყავით და რამდენი გაიარეთ რა გზით იარეთ და სად რომელ ჩრდილში დაისვენეთ და ეს ყველაფერი google map-ის მეშვეობითაცაა შესაძლებელი …

    ….. ეს ადამიანის პიროვნული თავისუფლების შეზღუდვააააა………..!!!!!!!!!! გამოფხიზლდით!!!!!!!!!!!!!!!!

  • მარიამი says:

    რა სიმბოლოებია ამ მოწმობებზე?თითქოს ის რიცხვი უნდა იყოს,რაზეც იოანეს გამოცხადებაშია ლაპარაკი და მასზე უნდა იყოს ჩვენი ხელმოწერა?თან ბიომეტრული მონაცემები(სკანირება თვალის,თითის ანაბეჭდები) თუ დააფიქსირეს,რომც გინდოდეს გადაკარგვა,ალბათ ვეღარ გადაიკარგები.არ მესმის თუნდაც სახელმწიფოს რაში აწყობს,რომ უცხოეთის სპეცსამსახურებმა ყველაფერი იცოდეს შენზე.ყველაფერი მიდის ერთი მთლიანი მსოფლიო სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ-ამ მონაცემების ერთ საერთო კომპიუტერში შეყვანა და მსოფლიო ტოტალური კონტროლი,ერთი საერთო რელიგიის შექმნა,ერთი მმართველი,სამეცნიერო მიღწევების შედეგად ცის გადაქცევა ერთ დიდ კომპიუტერად და ა.შ. ეს არც თუ შორეული მომავლის საქმე ჩანს.თუმცა არავინ ვიცით,როდის.ამ ეტაპზე ჩემი აზრით ეკლესიამ უნდა შეიფაროს ისინი,ვისაც არ უნდა პირადობების აღება,თუ სავალდებულო გახადეს.აბა რა საჭიროა ამდენი საეკლესიო მიწები?მაშინ რა აზრი აქვს მოლაპარაკებებს?ამ წერილის ავტორს ეტყობა,უშიშარი ქალია,ღმეთმა ყველას გვიშველოს.

  • natela tutberidze says:

    სწორედ ახლა ვდგებით არჩევანის წინშე-ჯვარი თუ პური.პური კი ის საბუთია,რომელიც კეთილდღეობას უზრუნველყოფს.ეს ყველასთვის პირადი გადასაწყვეტია და,როგორც წმ.მამები გვიწინასწარმეტყველებდნენ,ხდება სულების გადარჩევა(მარცვალი რომ დაგვირჩევია,ისე)…

  • ნინო says:

    ნუთუ ეს კოშმარი რეალობად შეიძლება იქცეს???რა სუსტები ვართ ადამიანები,რა უნებისყოფოები,უგუნურები,ცოდვებით დამძიმებულები და მაინც ურჩები,თან რა საცოდავები და უპატრონოები მწყემსის გარეშე.უფალო,შენ მაინც ნუ მიგვატოვებ,ჩვენი განწყობილება მაინც შეიწირე,უფალო,თუნდაც ის რომ არ გვინდა ამ ბარათების მიღება,ჩვენი დაპატარავებული ერი წელში გაგვშალე რწმენით,უფალო,დავმძიმდით ამდენი ბოროტის ქმნით,დავიმსახურეთ,მაგრამ მაინც არ დაგვტოვო.ნეტა რა გაგვაბრწყინებს,რა ილუზიებია ეს,თუკი მართლა არ მოვინანიეთ ამდენი ეკლესიის ნგრევა,შვილების ხოცვა,ერთმანეთის შური და სიძულვილი,წამხედურობა და ვინ მოთვლის კიდევ,რამდენი რამ….მოგვეშველე,უფალო!!!

  • ლევანი says:

    მამა აკაკი(მელიქიძე) ჭირდება მიშას ისევ!

  • რუსა says:

    მე მჯერა წინასწარ მეტყველების,რომელიც ნელ-ნელა რეალობად იქცევა,ამ კარტებზე წლების წინ ვიცოდი რომ გამოვიდოდა და ხალხიც უცებ აყვებოდა,,ხალხნო ნუთუ ვერ ხვდებით მეორედ მოსვლა უკვე დაცყებულია არ მიიგოთ ანტიქრისტეს მაცდური ნიშნები გამოიფხიზლდით არავითარი ელექტო კარტა,,გმერთმა გაგვადზლიეროს!!!

  • irakli says:

    tqve utvinoebo ra 666 ra kodi!!!!!! tqven eklesiurad icxovret, da idzulebuli rom xar eset shemtxvevebshi es sheni codva araa, ra gaxtunavebt, ai risi geshiniat tqve kriminalebo საფრანგეთის მაგისტრატურის მუშაკთა პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა კომ ჟაკმენმა განაცხადა: “ამ პროექტის ამოქმედება საზოგადოებაზე პოლიციური ზედამხედველობის გაძლიერებას გულისხმობს. ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების შემდეგ პოლიციას ექნება 65 მილიონი ადამიანის პირადი მონაცემი, რაც, ფაქტობრივად, ქვეყნის მთელ მოსახლეობას მოიცავს” igivea aqac ra …. gakontroldebit yovel nabijze aftiaqshic ki gamayucheblebis umizezo ylapvasac ki amogigdeben vitom ubralo xalxss,, madlobt es yvelas ar exeba magram umetesobas……….

  • რუსა says:

    სტატიისთვის დიდი მადლობა. ბევრი წამიკითხავს იდ ბარატების შესახებ,მაგრამ ვერ მოვძებნე ის, რაც ყველას გაგვარკვევს იმაში, თუ რა უნდა გამოვიყენოთ ამ ბარათის ნაცვლად. მეც თავს ვიკავებ, როგორც თითოეული ჩვენგანი, მაგრამ როდესღაც ხო მოგვიწევს მისი გაკეტება. ჩემს პირადობას და პასპორტსაც ვადა აქვს გასული არა და აუცილებლად მჭირდება. ყველა დავიბენით…

  • ირაკლი, კითხვა ისწავლე!!! კოჟ ჟაკმენმა პროტესტი გამოთქვა და გააფრთხილა ელექტრონული მოწმობების საშიშროებაზე, რაც ჩვენგან განსხვავებით საფრანგეთის მთავრობამ გაითვალისწინა: საფრანგეთის მაგისტრატურის მუშაკთა პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა კომ ჟაკმენმა განაცხადა “ამ პროექტის ამოქმედება საზოგადოებაზე პოლიციური ზედამხედველობის გაძლიერებას გულისხმობს. ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების შემდეგ პოლიციას ექნება 65 მილიონი ადამიანის პირადი მონაცემი, რაც, ფაქტობრივად, ქვეყნის მთელ მოსახლეობას მოიცავს”. ეს არგუმენტები ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიების ეროვნულმა კომისიამ გაითვალისწინა. დღესდღეობით საფრანგეთის მოქალაქეთა საფულეში ნამდვილად ვერ იპოვით ელექტრონულ პირადობის მოწმობებს”.)

  • კახა says:

    აბა ჩვენ რატომ?ალბათ პირველ რიგში მართლმადიდებლების კონტროლი უნდათ

  • კახა says:

    და საპატრიარქო რატო დუმს თუ ესეთი საშიშია??

  • იკა says:

    ეჰჰ:)რა კომენტარებს წერთ.. მერე თქვენ კიდე ვინმეს უმეცრებაზე დაიწყებტ ლაპარაკს.. მობილურები რო სჰემოდიოდა ჯერ მაგაზე იყო ესეტი ამბები:) მერე არცჰევნებზე მარკირება რომ სემოიღეს;) ახლა ამაზ დდაიწყეტ.. ტვინი არ გაქვტ ხალხო:))) არტალია ეს ალბათ თქვენთვის შეურაწმყოელია ამის მოსმენა:) მეც ჰუმანური ადმაიანი ვარ..მაგრამ რაც წავიკითხე რასაც წერთ სხვა აზრი არ დამჩა:))) მანქანით არ იაროთ..მობილური არ გამოიყენოთ..ხელფასი ბარათიდან არ აიღოთ…არც პენსია.. ვისაც რა სოციალური ქსელი გაქვთ გააუქმეთ..ლიფტშიცნუ შეხვალთ ტუ გინდათ:დ:დ წადით სოფლებში გააშენეთ ფერმები იარეთ ურმებიტ… ესეც ხომ საჭიროა ქვეყნისთვის..ამაში ცუდი არაფერი იქნება :)))))))

  • lela says:

    me dzalian vnerviulob am sakitxeze,amzhamad sazxvargaret var da damchirda pasportis axeba avixe biometriuli,ra vqna dzalian vnerviulob,roca ikneba kvelas dagvchirdeba,es ID BARATEBI DA ra unda vqnaat?

  • ხატუნა says:

    ……რატომ არაფერს ამბობს ჩვენი პატრიარქი ამის შესახებ……მაპატიოს უფალმა.

  • nunu says:

    chemi azrit jer kargad unda gagvarkvion am kartebis mnishvnelibasa da aucileblobaze da mere gamovtqvamt chvens azrs da komentarebic shemdeg aketet xalxno.ra uolad vlanzgavt ertmanets. tunca ertmanetze meti araferic ar vicit. agvixsnan detalurad martla ratomaa es ase aucilebeli da shemdeg archevanis ufleba mogvcen, gvinda tu ara xalxs aseti piradobis mocmoba.. mgoni mxolod aqaa chveni diskusiis gadagebi……….

  • არაფრის არ მეშინია !!! სულით და მთელი არსებით ვარ მართლმადიდებელი! ვარ ადამიანი რომელიც კანონებს არ არღვევეს! აი საჭესთან კი რა გითხრათ …ხოლერიკი ვარ… ვარღვევ და ძალიან სწრაფად დამყავს ახალგაზრდობის წლებიდან! მაგრამ ჯარიმას დავჯერდები! მეტი რა უნდა მავნოს ამ იდი ბარათმა! სრულიად ვეთანხმები იკას! ხალხნო! მაშინ მოდით დავბრუნდეთ მთვარიდან ისევ ურემზე! მაგრამ აქაც პრობლემაა!!! მთვარეზე უკვე ხალხს მიწები აქვთ ნაყიდი და იქ ურმით ხომ ვერ ავლენ! მათ მდგომარეობაშიც ხომ უნდა შევიდეთ!!! ამიტომ ცივილიზაციას მოაქვს თავისებური თავის ტკივილები და ჭირვეულობანი! გვინდა თუ არა უნდა მივიღოთ მაგრამ თუ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია უნდა ავირიდოთ! ჩვენი ხელისუფლების გამკვირვებია: რაღა ესენი ეტაკებიან ყოველივე უბედურების შემოტანას და დანერგვას ქვეყანაში! თუ საფრანგეთმა , ინგლისმა და საბრძნეთმა და სხვა ჩვენზე ბევრად ცივილიზებულმა და დიდმა ქვეყნებმა ეს ბარათი არ მიიღეს და არ მოახვიეს თავს თავიანთ მოქალაქეებს! ამათ რა რჯით ასე თვგამეტებით და შემოაქვთ ის რაც არც ერს და არც ბერს არ უნდა, არ მოსწონს და აშფოთებს… თუ??? ანტიქრისტეს წინაშეც პირველებმა უნდათ წარსდგნენ: აი ჩვენ დავაჩქარეთ და ვიღვაწეთ შენი გამეფებისთვისო…!? ააა? მთლად ასე დაუახლოვდით ნაცებო თქვენს მომავალ სულიერ ლიდერს?!!! (აბა ჩვენი დიდი ხანია არ მოგწონთ და სიცოცოხლეს უმწარებთ ღვთის სათნო ბერიკაცს…!) თუ ასეა გზაც მისკენ გქონიათ! უკან მოუხედავად! ჩვენ კი ჩვენს უწმინდესთან ვიპოვით გამოსავალს თქვენს მიერ დაგებული ფანდებიდან და არ გვეშინია! რადგან ყოვლადძლიერია ჩვენთან!!!

  • ლილე says:

    ბედნიერი ბერძნები, ფრანგები და ინგლისელები… ჩემს პირადობასაც გაუვიდა ვადა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მჭირდება, არ ვაპირებ ახლის აღებას… ყველა იმიტომ იღებს ID პასპორტებს რომ სჭრდებათ და სხვა გზა არ აქვთ, ყველას მიზეზი ეს არის.. ზუსტად ამით სარგებლობენ ზოგიერთები, და ასე მგონია საქართველოში არასოდეს აიკრძალება, საუბედუროდ.. :((

  • ლილე says:

    იკა ეს ბარათები რომ კარგი იყოს რატომ იტყოდა უარს საფრანგეთი, ინგლისი ან საბერძნეთი… ცივილიზაცია მოიტანს 666 კოდის შეყვანას ადამიანის სხეულში, და მაშინ იმაზეც თანახმა ვიყოთ,მოვა დრო და მის გარეშე ვერც მობილურზე ვილაპარაკებთ და ვერც ხელფასებს ავიღებთ… ხალხისთვის არჩევანის უფლება მაინც დაეტოვებინათ…

  • ARMWRESTLER says:

    უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეზე რომ იძახით რატომ არაფერს ამბობს ამაზეო ალბათ არ გაგიგიათ და არც მოგისმენიათ ამის შესახებ. პატრიარქი იყო გამოსული და თქვა ნუ აიღებთ ამ ID ბარათებსო და ამის შემდეგ ბევრმა გააკეთა ის რაც პატრიარქმა ბრძანა. საპატრიარქოს არხს უყურეთ ხოლმე და ბევრს მოისმენთ და გაიგებთ.

  • ნანა says:

    თუ უკვე აღებული გაკვს ეს წყეული ბარათი რა უნდა ქნა ადამიანმა ?უნდა მოიშორო ?გადააგდო ?

  • Salome says:

    meshinia , ara gveshinia , magram imedi makvs uplis, dideba mas! rom dagviparavs , ar gagvciravs,tumc amisatvis chveni dzalisxmevacaa sajiro

  • თალალო says:

    მთავარიაა შინაგანად რისი გწამს, თუ მაინც ეშმაკს ემმოენები> იპარავ ან კლავ მნიშვნელობა არ აქვს როგორი ბარათი გექნება.. მაგრამ თუ შინაგანად უფალი გწამს ვერანაირი კოდი ვერ შეგიცვლის მის სიყვარულს.. მაგრამ რა თქმა უნდაა დმატებითი გზების ძიებაა ეშმაკისჯენ კარგს არაფერს მოგვიტანს…

  • მარი says:

    გამარჯობათ.. ჩემს პირადობას 6 მარტს გასდის ვადა… არ მინდა ავიღო ახალი, თუმც სხვა გზა ალბათ არ მაქვს, რადგან სტუდენტი ვარ.. გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე?

  • ნანა says:

    როგორც ქართველთა უმრავლესობას, მეც ძალინ მაწუხებს აიდი ბარათების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბარათს ჯერ არ გასდის ვადა, მაინც ზალიან შეწუხებული ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ მართო მე ხომ არა ვარ. ჩემს ირგვლივ უამრავ ადამიანს უწევს მისი იძულებით აღება. ის, რომ შევაგროვეთ უამრავი ხელმოწერა ამ პირადობების წინააღმდეგ, საქმე ჯერ-ჯერობით წინ არ წასულა. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ველოდებით, რომ ჩვენს მაგიერ საქმეს სხვა გააკეთებს, ჩვენ კი მარტო წუხილით ვკმაყოფილდებით. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა. თუ ჩვენ ამ ბარათებს მივიღებთ აუცილებლობის გამო, ასევე მივიღებთ ნიშანს შუბლსა და ხელზე. არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს უალტერნატივო დოკუმენტი და თუ ასეთი დოკუმენტის არსებობას შენიშნავენ, მაშინვე ჩნდება საპროტესტო ტალღა მისი ალტერნატიულის შექმნის მიზნით. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ალტერნატიული ბარათები და ამ მიზნით უნდა გამოვიყენოთ რომელიმე პარტია, რომელიც ამას გაახმიანებს პარლამენტში. დუმულის დრო არ არის!

  • გიორგი says:

    ეხლა ვკითხულობდი კომენტარებს და გავიფიქრე რაოდენ შორსაა ის ადამიანი სარწმუნოებისაგან, რომელიც ეკლესიას და მის წევრებს განიკითხავს…. ასეთი ადამიანის დაშინებაც და პანიკაში ჩაგდებაც ხომ ძალიან ადვილია… საერთოდ რა საჭიროა შევედაროთ სხვა ეკლესიებს და ერებს.. ჩვენ ჩვენ ვართ ისინი ისინი.. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს გადარჩენისათვის მათ თავისი… ხალხი რომ ჩემულობს და გიჟდება პატრიარქზე, ეხლა რა მოხდა, რა პატრიარქს სიბრძნე მოაკლდა? თუ საქართველოზე აღარ შეტკივა გული? თუ ვინმეს გოინია ეკლესია თვალს დახუჭავს თუ რაიმე ისეთი ხდება რაც ერს და საქართველოს დააზიანებს? არამც და არამც… უგუნურია ვინც ასე ფიქრობს… უბრალოდ ადამიანებს სადღაც ეჩქარებათ სულ, ეკლესია კი არსად ჩქარობს, არამედ სიმშვიდით და სიბრძნით განიხილავს და ისე წყვეტს… ეკლესია კი საერთო კრებულია და არა ერთი რომელიმე სასულიერო პირი ან მრევლი… ამიტომ ჯობს ალბათ მაინც მოცდა, მოცდა სანამ არ იქნება ეკლესიის საბოლოო აზრი… რადიკალიზმი კი მუდამ დამღუპველი იყო, არის და იქნება… არაა საჭირო აჟიტირება გულწრფელად გეუბნებით, თორემ მასე ნათქვამია ანტიქრისტე ერთ წამს აქ იქნება და მეორე წამს ქვეყნის მეორე ბოლოს, ამიტომ რა თაყვანი უნდა ვცეთ, უნდა ავღფრთოვანდეთ მისით? რა თქმა უნდა არა, პირიქით ამ ცრუ სასწაულებისათVის უნდა შევიძულოთ ის, რომელიც მრავალ სულს უქადის ამითი დაღუპვას…. უკაცრავად თუ ზედმეტად მკაცრად გამომივიდა, მაგრამ მომაბეზრებელია სულ სხვა ეკლესიებისაკენ თითის გაშვერა და უახლოეს წარსულში ამან არც ისე კარგი შედეგები მოიტანა…..

  • კოტე says:

    გიორგი,ხალხს ეს საკითხი აწუხებს და ვერ გაიგო რა ქნას.ყველაფერი ნაღდი ფულის მოსპობისკენ მიდის,ჯერ ბარათები (მოწმობები)ჩაანაცვლებს ფულს,შემდეგ კი მოითხოვენ ბარათებში აღბეჭდილი ინდივიდუალური საიდენთიფიკაციო ნომრით ადამიანები დაიბეჭდონ იმ მიზეზით,რომ მათ ბარათი არ დაკარგონ,რეალურად კი რა არის ეს?თუკი ამ აღბეჭდვის გარეშე ვერ ვიყიდით და ვერ გავყიდით,იქნებ ამაზე მიგვანიშნებს წერილი?აი ამის პასუხი აინტერესებს ეკლესიისგან მათ,ვისაც ამ საკითხზე უფიქრია.იმიტომ რომ ხალხი თვლის-ეკლესია მასზე ჭკვიანია და ჩვენი ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ბევრ რამეზე იღებდა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.ბუნებრივია ეს არაა იოლი საქმე და ასაწონ-დასაწონია.მაგრამ დრო გადის და პასუხი ძალიან იგვიანებს.თითის გაშვერა კი სხვებზე იმიტომ ხდება,რომ მათ დროულად გასცეს პასუხი ამ კითხვას.ერთი კი ცხადია-ყვლაფერი საკუთარ თავებს უნდა დავაბრალოთ.ძალიან დიდი ცოდვები გვაწევს,მამა გაბრიელი ამბობდა დახოცილი ყრმების სისხლს მიაქვს ჩვენი მიწაო.ამიტომ არც გასაკვირია რაცა გვ-ჭირს.

  • Nata says:

    რამდენადაც მე ვიცი არსებობოს 30 000 ამდე ხელმოწერა ID ბარათთან დაკავშირებით. ხომ ვერ მეტყვით როგორ შეიძლება შევუერთდე მათ .

  • ბენო says:

    ეს მართალია არ უნდა იყოს გამოყენებაში მაგრამ სამართლიანად დავასაბუთოთ, მართალია აქ , ტერორიზმის ბრძოლაშია უპირველესი მაგრამ ამით ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებაც ირღვევა .

  • ბენო says:

    ამიტომ უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოება

  • nino says:

    საჩვენებელი თითსა და ცერა თითის შორის იმიტომ უდგამენ
    რომ პირჯვარის გადაწერას შეუშალოს ხელი და არ იყოს ეფექტური ადამიანისთვის.
    პირჯვარის გადაწერის დროს სამი თითი ცერა,საჩვენებელი და შუა თითია
    ერთიანდება ეს სიმბოლო არსი ღმერთის ერთარსება და სამპიროვნება. მამა
    ღმერთი , ძე ღმერთი და სულიწმინდა.
    რაც შეეხება დაჩიპვას ნიშნავს რომ ღმერთზე უარს ამბობ და სატანას ურიგდები

  • nino says:

    wminda werilishi rac weria es unda moxdes versad gaveqcevit ,,,, aizuleben xalxs didsa da wataras , monasa da morchils ,, mdidarsa da xaribs gaiketos marjvena xelze an shublze nishani 666 iani ,. vinc amas ar gaiketebs verc ikidis da verc gakidis amitom izulebuls xdis eshmaki ,,,,,,, zalian cota xalxi ar daemorchleba amas ric gamoc gaawameben magram gmerti mshiers ar datovebs .

  • nino says:

    megobrebo ar aqvs azri gind ishimshilet gind xelwerilebi sheagrovet ,,rac weria es unda moxdes , es weria bibliashi rom unda moxdes ,,, bolo jamshi vcxovrobt ilocet .

  • nino says:

    auuu ra vkna agar vici gadis ert tveshi chems pasports vada arada es chipiani ar minda :(

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი