სიმბოლურაად რას გამოხატავს ხატის წინ ანთებული სანთელი? – სანთელი, ისევე როგორც სეფისკვერი, წარმოადგენს უსისხლო მსხვერპლს. სანთლის ალი სიმბოლურად მარადიულობას გამოხატავს. ძველად, ძველი აღთქმის ეკლესიაში ადამიანს ღმრთისათვის მსხვერპლად მიჰქონდა დაკლული პირუტყვის შიდა ქონი და ბეწვი, რომელიც იდებოდა ყოვლად დასაწველის სამსხვერპლოზე. ახლა კი ტაძარში მისვლისას ჩვენ მსხვერპლად ვწირავთ არა პირუტყვს, არამედ სიმბოლურად მის შემცვლელს – სანთელს (უმჯობესია ცვილის).
წყარო: წიგნი – “რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა”
იბეჭდება ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსის დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით.
2002 წელი.
