მთავარიქრისტიანობარამდენი სანთელი უნდა დავანთოთ და რომელ ხატებთან?

რამდენი სანთელი უნდა დავანთოთ და რომელ ხატებთან?

მრევლი რამდენი სანთელი უნდა დავანთოთ და რომელ ხატებთან?

“სანთელი, პირველ რიგში, ინთება დღესასწაულის ან ტაძრის მთავარ ხატთან. შემდეგ წმინდანის ნაწილებთან (თუ კი არის ტაძარში), ხოლო შემდეგ უკვე ჯანმრთელობისთვის ან მიცვალებულებისათვის.

მიცვალებულთათვის სანთელს ანთებენ ჯვარცმასთან და გონებაში ამბობენ “მოიხსენე, უფალო, სული მიცვალებულისა მონისა შენისა (სახელი) და შეუნდე მას ცოდვანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი და მიჰმადლე მას სასუფეველი ცათა.”

ჯანმრთელობისათვის ან სხვა რაიმე საჭიროებისათვის სანთლებს ჩვეულებრივ ანთებენ მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმ.დიდმოწამე და მკურნალ პანტელეიმონის ხატებთან და აგრეთვე იმ წმინდანთა ხატებთან, რომელთაც ღმერთმა მიანიჭა განსაკუთრებული მადლი კურნებისა და შეწევნისა სხვადასხვა გასაჭირში.

დაანთებთ რა სანთელს, თქვენ მიერ ამორჩეულ წმიდანებთან, გონებაში თქვით: “წმიდაო სათნოო ღმრთისაო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩემ ცოდვილისათვის (ან სახელი იმისა ვისთვისაც ევედრებით)”.

ამის შემდეგ უნდა მიუახლოვდე და ემთხვიო ხატს. უნდა გახსოვდეს: ლოცვამ მიზანს რომ მიაღწიოს, ღმრთის სათნო წმინდანებს გულიდან გამომავალი სიტყვებით უნდა ევედრო ღმრთის მიმართ მათი მეოხების ძალაში დარწმუნებულმა.

თუ კი თქვენ ანთებთ სანთელს ყოველთა წმიდათა ხატის წინ, მიაპყარით თქვენი გონება წმიდათა მთელს კრებულს და ზეციურ მხედრობას და ილოცეთ “ყოველნო წმინდანნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის”.

ყველა წმინდანი ყოველთვის ევედრება ღმერთს ჩვენთვის. ის ერთი – ყოველთა მწყალობელი – თავის წმიდათა ვედრებას ყოველთვის შეიწყნარებს.”

წყარო: წიგნი – “რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა”
იბეჭდება ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსის დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით.
2002 წელი.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები