მთავარი » ქრისტიანობა

რამ გამაკვირვა სულ პირველად მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მამათა ნაწერებში?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.07.2015 | 2,361 ნახვა

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი “რამ გამაკვირვა სულ პირველად მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მამათა ნაწერებში? მათმა თანხმობამ, საოცარმა, დიდებულმა თანხმობამ. მათი პირით თვრამეტი საუკუნე ერთად ამოწმებს ერთ, საღმრთო სწავლებას! როდესაც შემოდგომის ნათელ ღამეს ცას ავხედავ და ურიცხვ ვარსკვლავს დავინახავ, სულ სხვადასხვა სიდიდისანი რომ არიან, მაგრამ მაინც ერთ ნათელს გამოსცემენ, ჩემს თავს ვეუბნები: ასეთები არიან მამათა ნაწერებიც. როდესაც ზაფხულის დღეს ზღვას გავყურებ და უამრავ ხომალდს ვხედავ, თეთრი გედების მსგავსად რომ აუშვიათ აფრები და ერთი ქარის ქვეშ ერთი მიზნისკენ, ერთი ნავსაყუდელისკენ მიისწრაფვიან, ვფიქრობ: ასეთები არიან მამათა ნაწერებიც. როდესაც ხალხმრავალ, კარგად შეწყობილ გუნდს ვუსმენ, რომელშიც მრავალი სხვადასხვა ხმა ერთ საღმრთო საგალობელს გალობს, ვამბობ: ასეთები არიან მამათა ნაწერებიც. და მაინც, რა სწავლებას ვნახულობ მათთან? ყველა წმ. მამა ერთხმად იმეორებს, რომ ცხონების ერთადერთი გზა არის წმ. მამათა რჩევა-დარიგებების განუხრელი მიყოლა,”- წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი