“იცოდეთ, რომ რა ჟამს მეუღლეები გაერთიანდებიან ჯვრისწერით, ეშმაკი მიზნად ისახავს მათ განშორებას. ასე რომ ადრე თუ გვიან მეუღლეებს შორის, რომელთა უმრავლესობამ არ იცის ეს სიმართლე და რეალობა, ეწყებათ ბრძოლები და განსაცდელები. და მიუხედავათ იმისა რომ დასაწყისში ყველაფერი კარგად მიდიოდა და სიყვარული აერთიანებდა ორ ადამიანს, დროთა განმავლობაში იწყება განხეთქილებები და უთანხმოებები: “მე შენ აღარ მიყვარხარ” ან “ჩვენ ერთმანეთს არ უხდებით” ან და კიდევ “ჩვენ სხვადასხვა ხასიათები გვაქვს”…
ყველაფერი ეს არის სულიერი ბრძოლა, უხილავი სულიერი ომი, რომელშიც სუსტ ადამიანებს ეშმაკი ადვილად ამარცხებს.”
არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი
