მთავარი » სხვადასხვა

რაგბის კლუბი ”ჯვაროსნები” პრობლემების წინაშეა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.12.2014 | 4,469 ნახვა

დღეისათვის, რაგბი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული სპორტია საქართველოში. სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება სპორტის ამ სახეობით ჩვენს ქვეყანაში. არსებობს რაგბის რამდენიმე კლუბი. რა მნიშვნელობა აქვს რაგბის პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში და რა პრობლემების წინაშეა ერთ-ერთი რაგბის კლუბი? “ამბიონი” ამ თემაზე „ჯვაროსნების“ პრეზიდენტ გიორგი მეტრეველს ესაუბრა:

“რაგბი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტია საქართველოში. ქართველი მორაგბეები დიდ წარმატებებს აღწევენ მსოფლიო ასპარეზზე. ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესს. მოზარდებში აყალიბებს გუნდური მუშაობის თვისებებს.”

როგორ ჩამოყალიბდა კლუბი “ჯვაროსნები”?

“2008 წელს მე და ჩემმა მეგობარმა ზურა ქებაძებ შევქმენით ა.ა.ი.პ რაგბის კლუბი “ჯვაროსნები”. საქმიანობას ვეწევით გლდანის რაიონში. აქ არ იყო მსგავსი კლუბი და ჩვენ ვართ პირველები, ვინც შევქმენით რაგბის განვითარების მიზნით.

რაგბის კლუბი ''ჯვაროსნები

დავიწყეთ 6 წლის ბავშვებიდან. დღემდე უამრავი მოსწავლე მოდის ჩვენთან სავარჯიშოდ და იმდენად განვვითარდით, რომ უკვე ყველა ასაკობრივი ლიგა გვყავს. ჩვენ კლუბში ამჟამად ირიცხება 200-მდე მოთამაშე და ხუთი მწვრთნელი, ჩემი ჩათვლით.

ძალღონეს არ ვიშურებთ, წვიმაში, თოვლში, ქარში ყოველთვის ვვარჯიშობთ და შედეგი სახეზეა. ბევრი ჩვენი მოთამაშე ხვდება საქართველოს ხვადასხვა ასაკობრივ ეროვნულ ნაკრებში.

ჩვენი ფინანსური სახსრებიდან გამომდინარე, იმის საშუალებაც არ გვაქვს, რომ მწვრთნელებს ხელფასის მინიმუმი მაინც მივცეთ გზის ფულად. კლუბში ბევრი ისეთი მოთამაშე ირიცხება, რომელიც გაჭირვების ზღვარს ქვემოთ და სოციალურად დაუცველნი არიან. ვერ იხდიან გადასახადს და ჩვენ ვცდილობთ მათი ნიჭი არ დაიკარგოს. ჩვენი მწირი შემოსავლიდან ხანდახან იმასაც ვერ ვახერხებთ, რომ მთელ კლუბს ფორმები შევუკეროთ და მოედანი ვიქირაოთ.

სტადიონი, სადაც ვვარჯიშობთ, იმყოფება მერიის ბალანსზე და ვერ ვიღებთ იმის უფლებას რომ სტადიონზე გასახდელი მაინც აგვიშენონ. ბევრი მცდელობა გვქონდა სპონსორის მოსაზიდად, მაგრამ უშედეგოდ.

რაგბის კლუბი ჯვაროსნები
მიუხედავად პირობების არქონისა, ამ კლუბში ყოველთვის არის ბავშვების და მათი მშობლების მხრიდან დიდი დაინტერესება. ბევრი ჩვენი გაზრდილი პერსპექტიული მოთამაშე გადადის სხვა უმაღლესი ლიგის კლუბში, რომელსაც დაფინანსება აქვს და იქ მეტი კომფორტია.

ყველაზე მეტად რა პრობლემა გაწუხებთ ამ ეტაპზე?

გვჭირდება დაფინანსება, ელემენტარული პირობების შესაქმნელად. წვიმაში გამოცვლისას ქუჩაში რომ არ იდგნენ ბავშვები. ან ვარჯიშის შემდეგ წყალი გადაივლონ. არც მოედანი გვქავს დაცული, რომ ავტომობილები არ შევიდნენ და არ გადათხარონ ისედაც გაფუჭებული მოედნის საფარი. დიდი იმედი გვაქვს, ვინმე დაინტერესდება ჩვენი გასაჭირით, რათა მოვახერხოთ კიდევ უფრო მეტი სასახელო მოთამაშე გავუზარდოთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს.

ნესტან ბლუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი