მთავარი » ქრისტიანობა

რად გამიუცხოვდი, ადამიანო? – წმინდა ეპისკოპოსი ტიხონ ვორონეჟელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.07.2016 | 6,557 ნახვა

წმინდა ეპისკოპოსი ტიხონ ვორონეჟელი მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ;

მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით;

მე ვარ ჭეშმარიტება, თქვენ კი არ გჯერათ ჩემი;

მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ;

მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ;

მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით;

მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამო;

მე ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ;

და თუ თქვენ არ ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე.

– რად გამიუცხოვდი, ადამიანო?

– რად მაქციე ზურგი მოყვარულს შენსას?

– რად იქმენ მონა მტრისა ჩემისა?

– მოიგონე, რომ ზეციდან შენთვის გარდამოვჰხედ!

– მოიგონე, რომ შენთვის ვიშევ ქალწულისაგან!

– მოიგონე, რომ შვილ გექმენ შენ!

– მოიგონე, რომ შენთვის დავიმდაბლე თავი!

– მოიგონე, რომ შენთვის გლახაკ ვიქმენ!

– მოიგონე, რომ მიწაზე შენთვის ვიცხოვრე!

– მოიგონე, რომ შენთვის ვიდევნე!

– მოიგონე, რომ სიტყვა ბოროტი, დამცირება, შეურაცხყოფა, ყვედრება, წყლულები, ნერწყვა, მუჯლუგუნები, დამამცირებელი ვნებანი შენთვის ვიტვირთე!

– მოიგონე, რომ შენთვის უსჯულოთა თანა შევირაცხე!

– მოიგონე, რომ შენთვის დავიკრძალე!

– სასუფევლიდან გარდამოვჰხედ, რომ შენ აღმეყვანე იქ!

– დავმდაბლდი, რომ შენ აღმემაღლებინე!

– დავგლახაკდი, რომ შენ გამემდიდრებინე!

– თავი დავიწყლულე, რომ შენ განმეკურნე!

– მოვკვდი, რომ შენ გამეცოცხლებინე!

– შენ სცოდე, ცოდვა კი მე ვიტვირთე;

– შენ დააშავე და მე დამსაჯეს;

– შენია ვალი, ის კი მე გადავიხადე;

– სიკვდილმისჯილი ხარ, მე კი შენს მაგიერ ვიწვნიე სიკვდილი;

– ეს სიყვარულმა და გულმოწყალებამ ჩამადენინა!

– ვერ მოვითმენდი შენს ესევითარ ტანჯვას;

– ნუთუ უარჰყოფ ჩემს ეგეოდენ სიყვარულს?

– სიყავრულის წილ სიძულვილს მომაგებ?

– ჩემს მაგიერ ცოდვა შეგყვარებია?

– ჩემს მაგივრად ვნებებს ემონები?

– რა ნახე ჩემში ღირსი სიძულვილისა?

– რად არ გსურს ჩემთან მოსვლა?

– სიკეთეს ეძიებ? ყოველგვარი სიკეთე მე მაქვს;

– ნეტარება გსურს? მე ვარ წყარო ნეტარებისა.

– სილამაზე გსურს? ვინაა უფროჲს შვენიერ, ვითარცა მე?

– ღირსება გსურს? ვინ არის უფრო ღირსეული, ვიდრე ძე ღვთისა და ძე მარადქალწულისა?

– სიმაღლე გსურს? ვინ იქნება უფრო მაღალი, ვითარცა უფალი, რომელიც სასუფეველში მკვიდრობს?

– დიდება გსურს? ვინ არის ჩემზე მეტად დიდებული?

– სიმდიდრეს ეძიებ? მე მაქვს ყოველგვარი სიმდიდრე.

– სიბრძნე გსურს? მე ვარ სიბრძნე ღვთისა.

– ნამდვილი მეგობრის პოვნა გსურს? ვინ იქნება უფრო გულწრფელი და მოსიყავრულე მეგობარი, ვიდრე ის, ვინც სული თვისი დასდო ყოველთათვის?

– დახმარება გჭირდება? ვინ დაგეხმარება, თვინიერ ჩემსა?

– მკურნალს ეძებ? ვინ განგკურნავს, თვინიერ ჩემსა?

– სიხარულს ეძებ? ვინ მოგანიჭებს სიხარულს, თვინიერ ჩემსა?

– მწუხარე ხარ და ნუგეშს ეძიებ? ვინ განუგეშებს, თვინიერ ჩემსა?

– სიმშვიდე გინდა? ჩემთან ჰპოვებ სიმშვიდეს სულიერს.

– მშვიდობა გსურს? მე ვარ მშვიდობა სულისა.

– სიცოცხლეს ეძიებ? მე ვარ წყაროჲ სიცოცხლისა.

– ნათელს ეძიებ? მე ვარ ნათელი.

– გზას ეძიებ? მე ვარ გზა.

– წინამძღოლს ეძიებ? მე ვარ ერთგული წინამძღოლი.

– რატომ, რისთვის არ გსურს ჩემთან მოსვლა?

– ნუთუ, ვერ ბედავ მოსვლას? მაშ, ვისთანაა უფრო ადვილი მისვლა?

– თხოვნა გრცხვენის? ვინ უარვყავი, რწმენით მოსული?

– იქნებ ცოდვათა სიმრავლისა გრცხვენია? ჩემი გულმოწყალება გაცილებით დიდია.

– “მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ”.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი