24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარიჯანმრთელობარა უნდა გავითვალისწინოთ თევზის შეძენისას?

რა უნდა გავითვალისწინოთ თევზის შეძენისას?

თევზი 1. არ შეიძინოთ თევზი, თუ მძაფრი, არაბუნებრივი სუნი აქვს, ასეთი თევზი საკვებად უვარგისია;

2. დააკვირდით თევზის თვალებს: ახალი თევზის თვალები და რქოვანა ამოწეული და გამჭვირვალეა. თუ თვალები ჩაცვენილი და მღვრიეა, ასეთი თევზის შეძენას არ გირჩევთ!

3. თევზის ქერცლი უნდა იყოს მბზინვარე და ოდნავ გაუფერულებული, აუცილებელია, მჭიდროდ ეკვროდეს სხეულს;

4. საკვებად ვარგისი თევზის ფერი მის ბუნებრივ შეფერილობას უნდა შეესაბამებოდეს და არ უნდა იყოს დაფარული მღვრიე ლორწოთი;

5. თევზის ლაყუჩები წითელი ფერის უნდა იყოს, ლაყუჩების სახურავი მჭიდროდ უნდა ფარავდეს ლაყუჩების ღრუს;

6. თუ ლაყუჩები წამოწეული და მუქია, ასეთი თევზი ძველია;

7. არ შეიძინოთ თევზი, თუ სხეულზე ზურგის კუნთების მიდამოში თითის დაჭერისას გაჩენილი ფოსო არ ქრება, ხორცი ადვილად სცილდება ძვლებს და იშლება.
ახალი თევზის ხორცს მკვრივი კონსისტინენცია აქვს და თითის დაჭერისას გაჩენილი ფოსო უმალვე ივსება.

სურსათის ეროვნული სააგენტო გირჩევთ, არ შეიძინოთ სურსათი იქ, სადაც არ არის დაცული რეალიზაციის სათანადო პირობები!

წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები