19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიჯანმრთელობარა შემთხვევაშია საშიში გველის ნაკბენი?

რა შემთხვევაშია საშიში გველის ნაკბენი?

ზაფხულის დადგომასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად ქვეწარმავლებიც გააქტიურდნენ. დედამიწაზე გველის 3000 – მდე სახეობაა ცნობილი. მათგან საქართველოში 20-22 სახეობაა გავრცელებული, რომელთაგან 4 შხამიანია, 2 კი საეჭვოს მიეკუთვნება. ამ 4 შხამიანი გველიდან კი ყველაზე შხამიანი გიურზაა.

გიურზაუნდა აღინიშნოს, რომ თბილისში შხამიანი გველი არ არის. თუმცა თბილისსა და მის გარშემო 10-12 სახეობის ქვეწარმავალი ბინადრობს. მათი უმრავლესობა მცურავია – მცურავი კრებითი სახელწოდებაა, რომელიც გულისხმობს ანკარასებრთა ოჯახის გველების რამდენიმე გვარს. თბილისში გავრცელებული მცურავები უსაფრთხოა ადამიანებისთვის. ქალაქში ასევე მრავლადაა გველხოკერები. გველის ეს ჯიში აბსოლუტურად უვნებელია. მას არც კბილები აქვს და არც შხამი. ასე რომ, ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს წარმოადგენს.

თბილისისგან განსხვავებით, რაიონებში მეტად რთული მდგომარეობაა. საქართველოს თითქმის ყველა რაიონში გავრცელებულია რამდენიმე ჯიშის შხამიანი გველი. მათგან ყველაზე საშიში და შხამიანი კავკასიური გიურზაა. გიურზას გავრცელების არეალი კრწანისიდან იწყება და აღმოსავლეთისკენ, რუსთავისკენ და კიდევ უფრო იქით გრძელდება. ეს ქვეწარმავალი, გარდა ჩამოთვლილისა, მრავლადაა კახეთსა და ქვემო ქართლშიც. ასევე დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია კავკასიური გველგესლა, მთაში კი, განსაკუთრებით რაჭაში, გვხვდება ველის გველგესლა.

როგორც უკვე ვთქვით, გიურზას ნაკბენი განსაკუთრებით საშიშია. როდესაც გიურზა, ან სხვა ნებისმიერი გველი საშიშროებას გრძნობს ადამიანისგან, ცდილობს გაქცევას, ან იწყებს ხმამაღალ სისინს და უმალვე ეცემა მტერს.

გიურზას სხეული არის ძლიერ კუნთოვანი და მკვრივი, ყბები აქვს ძალზედ მოძრავი და, ხელში აყვანის შემთხვევაშიც კი, მუდამ ცდილობს, ადამიანს ხელზე უკბინოს, თუნდაც ამისათვის შხამიანი ეშვებით საკუთარი ქვედა ტუჩის გახვრეტა მოუწიოს. კბენის დროს ორგანიზმში შეჰყავს 50 მგ. შხამი, რომელიც თავისი სიძლიერით მხოლოდ კობრას შხამს ჩამოუვარდება.

გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებსა და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლისდენა, გულისა და თირკმლის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი. ვითარდება ქსოვილის ნეკროზი. იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის.

– როგორ დავიცვათ თავი გველებისგან?

ზოგადად, გველი არ არის აგრესიული და ყოველთვის გაურბის ადამიანს. ამიტომ აუცილებელია ფრთხილად ვიყოთ და მოვერიდით მაღალ ბალახებს, რათა შემთხვევით ფეხი არ დავადგათ, ან ძალიან ახლოს არ მივიდეთ მასთან, რადგან ამ შემთხვევაში გველი, თავდაცვის მიზნით, თავს ესხმის ადამიანს და კბენს.

თუ სადმე გველს გადაეყრებით, ნუ მიეცემით პანიკას. თქვენმა მღელვარებამ შესაძლოა ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ; ერიდეთ აქტიურ ქმედებებს. არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა, ან დაჭერა. თუ მაინც გიკბინათ, ძალიან სწრაფად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც გაგიკეთებენ სპეციალურ ანტიდოტს, ანტიგიურზინს, ან პოლივალენტურ გველის შხამის საწინააღმდეგო შრატს.

– როგორ უნდა ვიცნოთ შხამიანი გველის ნაკბენი?

შხამიანი გველი
დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები:

• წყვილი ნაკბენი;
• ძლიერი ტკივილი ნაკბენის მიდამოში;
• შეშუპება და ტკივილი დაზიანების მიდამოში;
• სუნთქვის გაძნელება;
• მხედველობის დაბინდვა;
• ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვის დენა.

– პირველი დახმარება გველის ნაკბენის დროს:

• მოათავსეთ ნაკბენი კიდური გულის დონიდან ქვემოთ;
• ნაკბენი სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ცივი წყლითა და სარეცხის საპნით. შეამშრალეთ
სუფთა მარლით;
• მოახდინეთ ნაკბენის ზემოთ კიდურის კომპრესია ისე, რომ არ მოხდეს
არტერიის გადაკეტვა;

როგორც უკვე ვთქვით, გველის კბენის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც გაგიწევენ კვალიფიციურ დახმარებას.

დავით დანელია

მსგავსი სტატიები

7 COMMENTS

  1. მერე რაგაც ზომები ხო უნდა მიიგონ,,რატომ ამრავლებენ?

  2. რო ვერ მოვასწროტ სამედ.დაწ,,მდე განწირულები ვარტ,რა სასჰინელებაა.ადრე მახსოვს კომუნისტების დროს იყო რაგაც ლაბორატორიები,ასხამდნენ ხსნარს ყველა რეგიონსი-ახლა კი დაუცველები ვარტ,რა ვიგონოტ,ვის მივმარტოტ….

  3. რა ვიგონოტ,ვის მივმარტოტ,,კომუნ. დროს ლაბორატორიები იყო,ასხამდნენ ხსნარს და დაცული ვიყავიტ.რა სასჰინელებაა ყველა და ყველაფერი ხალხის წინააგმდეგ.

  4. პატარა გველის წიწილი მოკლა ჩემმა მედზებარმა.დუშეტში.რომ ეკბინა ამ მოკვლის დროს დზაგლისატვის .რა შეილება მომხდარიყო?ან ტუ შეუდზლია მოკლას? ან რამდენ ხანში???ან ტუ შეუდზლიატ დზაგლის სიკვდილი ?

  5. a vicii ragacam mikbinaa pexze ori patara xazi maqvs ertmanetis qvemoot meshinia gvelis nakbeni ar ikos da xo ar mirchevdit ra vqnaa

  6. თუ არ ვცდები კომპრესიას და ლახტის დადებას უკვე აღარ მიმართავენ,საჭიროა ნაკბენი ადგილის ხელის მოჭერით გამოწვლილვა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები