მთავარიქრისტიანობარა მნიშვნელობა ენიჭება მარხვაში კვებას?

რა მნიშვნელობა ენიჭება მარხვაში კვებას?

რა არის მარხვის დროს მთავარი?

დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე: “უფალი ამბობს, რომ მარხვის დროს იმ ფარისევლებს არ უნდა დავემსგავსოთ, ყველას რომ უჩვენებენ თავიანთ ღვაწლს; პირიქით – უნდა ვეცადოთ, მარხვით თავი არ მოვიწონოთ. უპირატესი მნიშვნელობა სულიერ მარხვას აქვს. მაცხოვარი, ამ გარემოს რომ მოშორებოდა, უდაბნოში წავიდა; ჩვენც უნდა მოვწყდეთ ამქვეყნიურ შფოთს და მცირე ხნით საკუთარი გულის უდაბნოში დავემკვიდროთ. უნდა

ვისწავლოთ თვალით მარხვაც, ვერიდოთ ყველანაირ გასართობს, ამა სოფლის “ბრჭყვიალა ფერები” ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ. ზოგი ფიქრობს, რომ ეკლესია სიხარულს კრძალავს. ეს, რა თქმა უნდა, შეცდომაა. ის კი არა, მორწმუნეს გული მარხვის ჟამსაც სიხარულით უნდა ჰქონდეს სავსე, თუმცა ეს სიხარული უფლის სიყვარულით უნდა იყოს გამოწვეული.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები