“სეფისკვერთან ერთად საკურთხეველში ვაგზავნით ჩვენი ცოცხალი და მიცვალებული ახლობლების სახელებს, რატომ? კვეთის დროს ჩვენ მიერ შეგზავნილი სეფისკვერიდან ამოღებული ნაწილები,
თითოეულ სახელზე თითო, იდება წმინდა ფეშხუმზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ანგელოზთა მხედრობის, წმინდანთა ნაწილების გვერდით. მოხსენიებას ასრულებენ მღვდლები. მსხვერპლის შეწირვის მომენტში ჩვენი ახლობლები ქრისტეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდანთა სულებსა და ანგელოზთა გვერდით არიან. ამის გამო ღმერთი აჯილდოებს მიცვალებულებს განსასვენებლით, ხოლო ცოცხლებს – მფარველობით და ლოცვა კურთხევით.
მოვიყვანოთ უამრავი სასწაულებრივი დახმარების შემთხვევიდან ერთი. 1922 წელს შუა აზიაში ომის დროს იმყოფებოდა ერთი მესინელი ოჯახის შვილი. შინაურები ძალიან ღელავდნენ და მისთვის ღამითაც კი უკვეთავდნენ წირვას, დილის ხუთ საათზე დადგა მომენტი. როდესაც მღვდელმა წარმოთქვა: „შენნი შენთაგან“. ახლობლები განსაკუთრებული გულმოდგინებით ლოცულობდნენ თავიანთი ჯარისკაცისათვის. რამდენიმე დღის შემდეგ მათ მიიღეს წერილი, სადაც ის წერდა, რომ ზემოთაღნიშნულ ღამეს იგი ჩავარდა ტყვედ, მაგრამ დილის ხუთ საათზე შეძლო გაქცევა!
აი, რა მნიშვნელობა აქვს მოხსენიებას!”-არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი.

ეს ნამდვილად ძალიან სიანტერესოა, ჯანრთელობისპარაკლისის მნიშვნელობაზეც თუ დადებთ რამეს მადლობელი დაგრჩებით
madloba ufals rom shemizlia movixsenio axloblebi
dideba ufals♥♥♥