მთავარი » ქრისტიანობა

რა იწვევს სტრესს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.12.2014 | 4,014 ნახვა

საიდან მომდინარეობს და რამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესული მდგომარეობა? გვესაუბრება წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური მამა კონსტანტინე გიორგაძე :

“თამამად შეიძლება ითქვას, რომ XXI საუკუნე სტრესების და განსაცდელების საუკუნეა, რადგან დღეს, გლობალიზაციისა და მსოფლიო გაერთიანების დრო ცხოვრების სხვა სტილსა და რეჟიმს გვთავაზობს, სტრესი ყველაფერი დაჩქარებულია, ადამიანები გადაადგილდებიან დიდი სისწრაფით, ცხოვრების წესი დაძაბულია და დიდია მათზე გარე ფაქტორების ზემოქმედება. ყოველდღიური ჩვენი ცხოვრება უამრავი სტრესებით არის სავსე: სასწავლებელში, სამსახურში, ქუჩაში, ტრანსპორტში, საჭესთან და სხვ.

სტრესი ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდ ზეგავლენას ახდენს. ამ ზეგავლენას ორმაგი მხარე აქვს: სულიერი, რომელიც შეიძლება გამოვლენილი იქნას სხვადასხვა ფსიქიური მდგომარეობით (ნევროზი, დეპრესია…) და ხორციელით, როდესაც ორგანიზმში წარმოიქმნება სტრესიდან გამომდინარე თავისუფალი რადიკალები, ანუ ოქსიდანტები, რომლის წარმოქმნაც ჟანგბადის მიმოცვლასთან არის დაკავშირებული. ეს რადიკალები თავისი ძლიერი ჟანგვის თვისებების გამო დამღუპველად მოქმედებენ ადამიანის ნერვულ და სხვა უჯრედებზე. ამიტომ, სტრესის გამო ადამიანი ზიანდება, მას უფუჭდება ორგანოები, ხასიათი, სულიერი მდგომარეობა. სულიერი მდგომარეობის გაუარესება კი ხორციელზეც აისახება.

ძველი ადამიანიც განიცდიდა სტრესულ მდგომარეობას, მაგრამ ამის გამომწვევი მიზეზები ადრე გაცილებით ნაკლები იყო, რადგან ისინი თავის მცირე არეალში მოქმედებდნენ და შრომობდნენ, ცხოვრობდნენ ქრისტიანული წესით, დილა-საღამოს ლოცულობდნენ, ღმერთს ევედრებოდნენ, დაცული იყვნენ თანამედროვე ცივილიზაციის ზემოქმედებისაგან, სახლში ტელევიზორის ადგილას სამლოცველო კუთხე ჰქოდათ და სულიერად შემოზღუდულები იყვნენ.

დღეს ისეთ სტრესულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ისეთი დაძაბული ცხოვრებაა, რომ იმის დროც არ გვრჩება კვირას მაინც ვიაროთ ტაძარში. ამით ჩვენ თანდათან ვცილდებით მაცხონებელ დედაეკლესიას. მე ვფიქრობ, ეს შემთხვევით არ ხდება და არის სულიერი ბრძოლა. სახარებაში წერია: “თქვენ ეძიებდეთ ცათა სასუფეველს და სიმართლესა მისა, დანარჩენი ყველაფერი მოგეცეთ თქვენ” – ჩვენ კი პირიქით ვაკეთებთ, ვეძებთ ხორციელს და ვკარგავთ ორივეს, აღარც სულიერი გვეძლევა, რადგან სულზეა ხორცი მიბმული. სულიერი მდგომარეობის შეხებადობისას კი შემდგომი სტრესებისგანაც არ ვართ დაზღვეული.

სამწუხაროდ, ქვეყანაში ყველაფერი ისე ხდება, რომ ადამიანები გაღიზიანდნენ, არ ილოცონ, არ იარონ ეკლესიაში. ადამიანის ყველა საქმიანობა კი ღმერთით უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს. დღეს სამსახურებშიც მუშაობა ისეა მოწყობილი, რომ ადამიანებს სულის ზრუნვისათვის დრო არ რჩებათ. ადრე სახელმწიფო და ეკლესია ორივე მორწმუნე იყო, აქედან გამომდინარე ადამიანიც სულიერად თავისუფლად გრძნობდა თავს. ამიტომ, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ერის სულიერ სიძლიერეზეც”.

რამდენად შესაძლებელია სტრესული მდგომარეობიდან თავის დაღწევა და თუ არსებობს ამის მეთოდი?

მედიცინას, რა თქმა უნდა, აქვს სტრესებთან ბრძოლის თავისი მეთოდები: სხვადასხვა ტრანკვილიზატორები, ანტიოქსიდანტები და მისი შემცველი პრეპარატები. ადამიანებს ურჩევენ გამხიარულდნენ, ისეირნონ სუფთა ჰაერზე, დაკავდნენ ხელსაქმით. თუმცა, სტრესი, ნევროზი, დეპრესია ეს სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე შედეგია და ამას ეკლესიური მკურნალობა სჭირდება.

სტრესს უნდა ვებრძოლოთ დილა-საღამოს ლოცვებით, ფსალმუნების კითხვით (განსაკუთრებით 90-ე და 26-ე ფსალმუნი), კეთილი საქმეებით, ხელსაქმით, ტელევიზორის ყურების შემცირებით, რადგან სტრესს ტელევიზორიდანაც ვიღებთ, შეიძლება ამას ყურებისას ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ბოლოს ხორციელად დაძაბულები და სულიერად გამოფიტულები ვრჩებით. პატრიარქი ხშირად ქადაგებს, ადამიანებმა ხელსაქმე უნდა ისწავლონო, კარგი იქნება თუ სტრესის მომენტში ადამიანი ლოცვის შემდეგ მასზე გადაიტანს ყურადღებას, რადგან უქმად ყოფნისას ადამიანში შემოდის ბოროტი, რომელიც ცდილობს გაგაღიზიანოს, განწყობა გაგიფუჭოს, ამ დროს მას უხარია, ადამიანი კი ამ სტრესსა და დაძაბულობაში განადგურებული, დაძაბული რჩება. შესაბამისად, ლოცვებსაც ვერ კითხულობს.

სტრესისგან არავინ არ არის დაზღვეული, მაგრამ ადამიანი, რომელიც ლოცულობს, სტრესები ნაკლები აქვს. ეკლესია, ლოცვა, აღსარება, ზიარება, უფლისადმი ვედრება არის ის საფარველი, რაც სულიერი ბრძოლისას გიცავს. სტრესულ მდგომარეობაში უნდა ვეცადოთ მოვეგოთ გონს, გამოვფხიზლდეთ, ცივი გონებით ვიმოქმედოთ, რადგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გვყავს ის მფარველი, რომელიც გვიცავს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი