რა დანიშნულება აქვს ჯვრისწერის ბეჭდებსა და სანთლებს?

წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა მალხაზი (ყიფიანი): “ბეჭდების წრიული ფორმა მარადიულობას ნიშნავს, რომ მიწიერ ცხოვრებაში მეუღლეები მარადიულად არიან შეერთებულნი და ხდება მათი შემზადება მარადიული ცხოვრებისათვის. ჯვრისწერის აღსრულების შემდეგ, მათ ღვთის წინაშე არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ერთმანეთის საქციელზეც გააჩნიათ პასუხისმგებლობა.
ჯვრისწერის ბეჭდების გაყიდვა ან გადადნობა, თუნდაც გაჭირვების გამო არ შეიძლება, რადგან ეს ნიშნავს იმ მადლის, სისავსის დაკარგვას, რომელიც ჯვრისწერის საიდუმლოებაში ეძლევა მოსიყვარულე ცოლ-ქმარს და არანაირმა გაჭირვებამ არ უნდა აიძულოს მამაკაცი და დედაკაცი, რომ ეს მადლი განაქარვოს.
სანთლები შეიძლება ითქვას, არის ღვთისადმი აღვლენილი მსხვერპლი. როგორც სანთლის ალი ღვთის წინაშე აღიწევა, ასევე ჩვენი სულთქმა, ჩვენი ვედრებაც და ლოცვაც ღვთის წინაშე გულწრფელად უნდა აღიწევოდეს. ნათლობის სანთლების მსგავსად მათი დანთება საუფლო, სადღესასწაულო დღეებში შეიძლება.”

ჩემს მეუღლეს ჯვრისწერის კალიცო გაუწყდა ამიტომ იძულებული ვიავით გადაგვედნო და ისე აღგვედგინა…. როგორ შეიძლება მოვიქცეთ ამის შემდეგ ხომ არ არის შესაძლებელი რომ ვაკურთხოთ ასხვა ღონე ვიხმაროთ… დიდი მადლობა წინასწარ.
chemi da chemi meuglis jvris weris bechdebi mogvpares da rogor moviqce axali bechdebi vakurtxebio chvens saxelze?