მთავარი » ქრისტიანობა

“ქვეყანა ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.10.2012 | 2,698 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საკვირაო ქადაგებებში ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე 3 თვით ადრე მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და თითოეულ ადამიანს, მამა დავითი რომ პოლიტიკაზე მსჯელობისას ერთმანეთისთვის ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ ეთქვათ, რაც ადამიანს დაამცირებდა, შემდეგ კი ნათქვამის თავადვე შერცხვებოდა. პატრიარქის თქმითვე, აუცილებელია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება, რათა მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დიდი კულტურის ქვეყანა და ვისწრაფით დემოკრატიისაკენ. დღეს კი ხშირად ისმის ქილიკი ახალი მთავრობის მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ არ გახლავთ დამტკიცებული… როგორ ავხსნათ ეს მოვლენები და რა როლი აკისრია საზოგადოებას ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში? “ამბიონს” გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი ესაუბრა:

“პირველ რიგში, მინდა დავლოცო მთელი ერი, მართლმადიდებელი ქრისტიანები. გისურვებთ ყველას სიმშივდეს, მოთმინებას, ხვალინდელი დღის იმედს.

ამ პერიოდში, ვიდრე ახალი მთავრობა შეუდგება ფუნქციონირებას და ძველი მთავრობა ისევ მოქმედებით ფუნქციას ასრულებს, არის საშიშროება, რომ გააქტიურდნენ სხვადასხვა ტიპის ძალები. გარკვეული ექსესები შეიძლება, ერთ შემთხვევაში, მიზანმიმარული იყოს, ან – უნებლიე. ყველას გთხოვთ, გაგებით მოეკიდეთ ამ მდგომარეობას. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს იმის სიბრძნე, რომ ამ პროცესებს გაგებით შეხვდეს.

სასურველია, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, მიუხედავად მისი რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებისა, მოისმინოს ეკლესიის სიტყვა, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებები. ჩვენი უწმიდესი ბრძენი ადამიანია და ის ქადაგებაში ყოველთვის გვაწვდის იმ სიბრძნეს, დარიგებას, ლოცვა-კურთხევას, რომლის აღსრულებაც საბოლოო ჯამში ქვეყანას წაადგება. მას ყოველთვის ყურადღებით უნდა ვუსმინოთ.

რამდენიმე მედია საშუალებით ახალი მთავრობის მიმართ, რომელიც ჯერ დამტკიცებულიც არ არის, ისმის ქილიკის ტექსტებიც: ვნახოთ, რას ააშენებენ, რას გააკეთებენ. თითქოს ქვეყანაში პოლიტიკური რღვევისა და დანგრევის პირობები იქმნება. ეს უპასუხისმგებლობაა, თითქოს სხვა ქვეყანაზეა საუბარი. ამის გამოცხადებისას საზოგადოებაში გაუცხოება ყალიბდება.

ეკლესია ვერ მიესალმება და ვერასოდეს დაუჭერს მხარს იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ქილიკით, რაიმე უარყოფითი ქმედებებით ცდილობს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

მოსახლეობა არ უნდა აჰყვეს პოლიტიკურ ვნებებს. ახლა არის ჟამი მშვიდობისა, აღმშენებლობისა და წინსვლისა, ამ აზრით უნდა გაერთიანდეს მთელი საქართველო.”

მამაო, პოლიტიკის გამო ადამიანები ხშირად უპირისპირდებიან და შეურაცხყოფენ ერთმანეთს…

ამ პრობლემის მოწმე ბოლო პერიოდში თავადაც გავხდი. ერთ-ერთ ოჯახში დაპირისპირება მოხდა იმის გამო, რომ რამდენიმე წევრი პირადი სიმპატიის გამო “ნაციონალურ მოძრაობას”, ნაწილი კი – “ქართულ ოცნებას” უჭერდა მხარს. იმდენად მძიმე სიტუაცია იყო, ოჯახის დანგრევაც კი გახლდათ მოსალოდნელი. მსგავსი რამ მთელ ქვეყანაში ხდება. პოლიტიკის გამო ადამიანები ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდნენ, ეს ყოვლად დაუშვებელია. წინა მთავრობის არსებობისას ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა ხდებოდა, რამაც საზოგადოების გახლეჩა გამოიწვია…

უნდა გვახსოვდეს, ასეთი დაპირისპირება არანაირი სიკეთის მომტანი არ არის. ამ დროს ადამიანებში მხოლოდ ბოროტების, შურისძიების, ანგარიშსწორების სურვილი ინერგება. ქრისტიანული მორალი გვიქადაგებს ურთიერთსიყვარულს, პატივისცემას, ურთიერთდათმობას, შენდობას. დღეს ვხედავ მზაობას “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ ყოველგვარი პოლიტიკური შეცდომები, რაც გახლდათ დაშვებული, იყოს მიტევებული, პატიებული, თუ კრიმინალი არ არის. კანონი უნდა კანონობდეს და მას ყველა უნდა დავემორჩილოთ.

რა ევალებათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს?

საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, ყველამ ერთად ვაშენოთ ჩვენი სამშობლო, რომელიც ჩვენი შვილების ქვეყანაა. მათ უნდა დავუტოვოთ ეს განვითარებული საზოგადოება და წინწასული ქვეყანა. ყველაზეა პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭირა მხარი.

4 წლის განმავლობაში დავუკვირდეთ ახალი მთავრობის მუშაობას. თუ ის იმოქმედებს დაპირებების მიხედვით და მათ შეასრულებს, ძალიან კარგი იქნება. თუ შევატყობთ, რომ ასეთივე ტიპის შეცდომებს უშვებენ, იზღუდება დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, მედია, ეკლესიაზე ხდება პოლიტიკური ზეგავლენა, თავისთავად, ცხადია, ეკლესია ყოველთვის დარჩება სიმართლის მთქმელი და მამხილებელი. ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ კონკრეტულ ქმედებებს ველოდებით, რაც მათ ნამდვილ სახეს გამოაჩენს.

დაგვლოცეთ მამაო…

მინდა დავლოცო ჩვენი ქვეყანა, სამშობლო. ვუსურვო წინსვლა, ურთიერთსიყვარული, ურთიერთპატივისცემა ყველა ადამიანს, სურვილი ახალი ქვეყნის მშენებლობისა. ვუსურვებ ახალ მოსულ მთავრობას, გულწრფელი და მართალი, კანონმორჩილი ყოფილიყოს არა მარტო სხვა ადამიანების, არამედ თავიანთი თავის მიმართაც. როდესაც ასეთი საწყისები გვექნება, ისევ წავალთ იმ სანუკვარი მიზნისაკენ, რასაც საქართველოს გაბრწყინება ჰქვია…

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • სანდრო says:

    martlac titoeulma chvenganma unda mivigot monawileoba qveynis msheneblobashi simshvidita da uketesis rcmenit. didi madloba mama davit aseti saintereso statiistvis.

  • მარიამი says:

    განა ჭეშმარიტი მართმადიდებლები, რომ ვიყოთ დაგვჭირდებოდა იმის დარიგება რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ რაც არ უნდა იყოს? განა ვიქნებოდით ასეთ მდგომარეობაში ერთიანი რომ ვყოფილიყავით და ერთმანეთის გასაჭირი რომ გაგვეთავისებინა? განა ჩვენი მეფე, თუგინდ პრეზიდენტი დაარქვით, თუგინდ ლიდერი, უფალი არ უნდა იყოს ყველგან და ყოველთვის??? განა ყველამ არ მიიღო მონაწილეობა უსამართლობაში, რაც საქართველოში ხდებოდა? სად უნდა შესულიყავი ადამიანი, რომ სამართალი დაგენახა, ქუჩაში, მაღაზიაში, აფთიაქში და რა ჩამოვთვალო ყველგან უსამართლობა იყო გამეფებული, სულ სხვას, უცხოს დავიცავდი ქუჩაში და არანაირი გამოხმაურება არ იყო ხოლმე, ვისაც დავიცავდი ისიც შუმად იყო, ხალხი შეშინებული იყო, არადა სად შიში და სად ქრისტიანობა…უფალმა დაგვიტოვა სიტყვა ჩვენი დაცვის და ეს სიტყვა ერთიანობაა
    “მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ”
    ” ეს არის ჩემი მცნება,რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ”
    “რათა იყვნენ ერთნი, როგორც ჩვენ” სადღა იქნება განხეთქილება? თუ ადამიანებს ერთმანეთი ეყვარებათ და ამით ისინი აღასრულებენ ღვთის სიტყვას და მცნებას.
    ჩვენი დაცვა–მფარველობა არის ჩვენი ერთსულოვნება
    სად იყო ამ საშინელ წლებში ერთულოვნება????
    სად იყო სიყვარული??????
    სად იყო სიმართლე??????
    სად იყო რწმენა?????
    მხოლოდ შიში, უსამართლობა, უზნეობა, მრუშობა, გაცემა, დასმენა და რა ჩამოთვლის რა გადავიტანეთ, სამწუხაროა, რომ ყველაფერი რასაც ვფიქრობ იმის დაწერა არ შემიძლია, რატომ ? სიმართლე რომ სულ გამომჟღავნდეს მერე საქართველოში შეუძლებელი იქნება ცხოვრება…მაგრამ ერთს ნამდვილად ვიტყვი….რა შემზარავი კადრებიც ვნახეთ, თუ როდესმე გადავიტან არ ვიცი..მაგრამ ჩვენ რა ვნახეთ როომ??? ღმერთო ჩემო, უფალო, მეფევ და წმინდა სიყვარულო, შენ რა გექნება ნანახი და სამწუხაროდ ჯერ კიდევ ხედავ?? როდის გაიწმინდება და გასუფთავდება შენს წინაშე ქრისტიანები??? ქრისტიანებიიიიიიიიი
    თუ ვართ ქრისტიანები უნდა ვიყოთ!!!!!! თუ არადა აირჩიე სხვა, ვინც გინდა, შენი ნებაა, მაგრამ ის გადაგარჩენს და მოგცემს საუკუნო სიცოცხლეს სიმშვიდეში???????????????? არა
    კურთხეულ ხარ, შენ უფალო, მასწავლენ მე სიმართლენი შენი.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი