21 ივლისი 2024, კვირა
მთავარისხვადასხვაქრისტიანული ხელოვნების საგანძური

ქრისტიანული ხელოვნების საგანძური

12 სექტემბერს მცხეთაში, სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართა ფოტოგამოფენა “ქრისტიანული ხელოვნების საგანძური”, ქრისტიანული ხელოვნების საგანძური რომელიც უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წელს ეძღვნება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ექსპონატების ფოტოასლები, როგორებიცაა ხახულის კარედი, ანჩისხატი, ბედიის ბარძიმი, წილკნის ღვთისმშობლის ხატი და სხვა.გამოფენა მცხეთაში 3 კვირას გასტანს და სკოლის მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს, ადგილობრივ მოსახლეობას, აგრეთვე მცხეთის დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ საგანძურს. გამოფენის კურატორები 5 დღის განმავლობაში ჩაატარებენ შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის.

მცხეთიდან გამოფენა გადაინაცვლებს სტეფანწმინდაში და მთლიანობაში 15 ქალაქს მოივლის (სიღნაღი, თელავი, გორი, ბორჯომი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, მესტია, ამბროლაური, რუსთავი, სტეფანწმინდა, ბათუმი, მცხეთა, თბილისი).

გამოფენა 2013 წლის 1 ივნისამდე გაგრძელდება.აღნიშნული ფოტოგამოფენა პირველად 2008 წელს მოეწყო საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელშეწყობით და მიტროპოლიტ დანიელის ინიციატივით.

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები