“ქრისტიანული ქორწინების ერთ-ერთი ნიშანია, როდესაც ასაკი იმატებს, ხორცი ჭკნება და სიყვარული ძლიერდება”…
ქრისტიანული ქორწინება ღვთივკურხეული საიდუმლოებაა, რომელიც უანგარო სიყვარულსა და თავგანწირვაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
ქორწინება, თავისი არსით, ცოლ-ქმრის არა მარტო გარეგნულ შეერთებას, არამედ მათი სულების ერთობას, ურთიერთ შეწევნასა და სრულყოფილებისაკენ სწრაფვას წარმოადგენს.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე (ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი): “ხშირად სასულიერო პირები არასწორად ვიქცევით და ისეთ წყვილებს ვწერთ ჯვარს, რომლებსაც შეიძლება უყვართ ერთმანეთი, მაგრამ წარმოდგენაც კი არ აქვთ ქრისტიანულ ქორწინებაზე. ვერ აცნობიერებენ ჯვრისწერის მნიშვნელობას. ამით თვითონ ჩვენ, მოძღვრები ჩავდივარ დანაშაულს, მათ ისეთ ტვირთს ვდებთ გვირგვინის დადგმით, რომ თვითონ არ იციან.
ჯვრისწერისას პავლე მოციქულის სიტყვებს ამოვიკითხავთ ხოლმე. საოცარი სიტყვებია, რომელსაც მე ახლა განვმარტავ:
პავლე მოციქული წარმართულ სამყაროში ქადაგებს, პირველი საუკუნეა და სურს, წარმათებს აუხსნას, რას ნიშნავს ქრისტიანული ქორწინება. ის, რაც მანამადე წარმართულმა სამყარომ არ იცოდა. ეძებს ანალოგიებს და საოცარია, პავლე მოციქული მათ დედამიწაზე ვერ ნახულობს. იმისათვის, რომ ახსნას ქრისტიანული ქორწინების არსი, ანალოგიისათვის ზეცისაკენ მიუთითებს და ცოლისა და ქმრის ურთიერთობის ანალოგად მოჰყავს ქრისტეს ურთიერთობა მის მიერ დაარსებულ წმიდა ეკლესიასთან, ანუ ჩვენთან. ჩვენ ეკლესია ვართ, ქრისტე კი – ადამიანად მოსული ღმერთი.
აქ ჩანს მამაკაცსა და ქალს შორის არსებული სიყვარულის არა მარტო განსაკუთრებულობა, არამედ, მისტიური თვალსაზრისით, ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის ანალოგი დედამიწაზე, რასაც, აქედან გამომდინარე, ძალიან ღრმა და ადამიანის სულისათვის უაღრესად დიდი დატვირთვა აქვს.
როდესაც წყვილს ჯვარს წერ, მათ ქრისტე უნდა უნდოდეთ, თუ ქრისტე არ უნდათ, მათი ჯვრისწერაც არ შეიძლება, უბრალოდ, საჭიროც არ არის. შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ ჯვრისწერის შემთხვევაში ყველაფერი მოგვარდება. საეკლესიო საიდუმლოება მაგია არ არის, შენი ნებისგან დამოუკიდებლად რომ იმოქმედოს შენზე, მაგია ძალადობაა ადამიანის ნებაზე. ღმერთი ცოცხალია და არ არის რაღაც ენერგია. თუ არ გინდა, ძალას არასოდეს დაგატანს. ჯერ უნდა გინდოდეს ქრისტე და ის გვირგვინი დაიდგა, რასაც ქორწინების გვირგვინი ჰქვია. თუ ადამიანს მართლა სრული სიყვარულით უყვარს, ეს სიყვარული არსად წავა.
ადამიანი იზრდება, როგორც სულიერი არსება. მან შეიძლება ისწავლოს, გამოცდილება შეიძინოს და ეს ქრისტეში ზრდასთან ერთად ხდება, სიყვარული საბოლოო ჯამში ქრისტეს უკავშირდება. ადამიანმა შეიძლება ისე იცხოვროს ამ ქვეყანაზე, რომ თავისი საოცარი სიყვარულის პოტენციის რეალიზება ვერ მოახდინოს, უბრალოდ იმიტომ, რომ მას არ შეხვდა ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც მასავით იყურება ქრისტესკენ და ამავე დროს, მასთან სოციალურ თანხვედრაშია.
იდეალური ქორწინებაა, როდესაც ცოლი და ქმარი ერთმანეთს ეხმარებიან, ქრისტესაკენ ისწრაფონ და შეიყვარონ, ქრისტეში ერთად იყვნენ. თუ ადამიანს ასეთი პიროვნება არ შეხვდა, შეუძლია მაინც იაროს უფლისაკენ მიმავალ გზაზე. მარტო ძნელია, მაგრამ, მეორეს მხრივ, სტიმულია, ადამიანი ხომ მარტოობას ვერ ჰგუობს, მარტოობისათვს არ არის გაჩენილი. ღმერთმა ადამიანი ურთიერთობისათვის შექმნა. ამიტომ უფრო გამალებით ეძებს ცოცხალ ღმერთს, რომ ამგვარი სიყვარულის რეალიზება მოახერხოს.
პავლე მოციქული ასეთ რამეს ამბობს: ქმარო, არ გეკუთვნის შენი ხორცი შენ, არამედ ცოლს და ცოლო, არ გეკუთვნის შენი ხორცი, არამედ – ქმარს. ამ ხორცში მთელი ცხოვრება იგულისხმება და არა მხოლოდ ანატომიური ხორცი. პავლე მოციქული გვასწავლის, რომ ქმრის მთელი ცხოვრება ეკუთვნის ცოლს და ცოლის მთელი ცხოვრება – ქმარს. ეს არის პიროვნული არჩევანი და არა – მოთხოვნა. მე უნდა მოვთხოვო საკუთარ თავს, რომ ეს გავაკეთო , თუ ცოლიც მოსთხოვს საკუთარ თავს, რომ ეს გააკეთოს, ხომ ხვდებით, როგორი ჰარმონია იქმნება? ცხოვრება ერთმანეთისთვის, – ეს ძალიან ღრმა აზრია ცოლქმრული სიყვარულისა.
როდესაც ცოლქმრობა მხოლოდ ფიზიოლოგიურ ერთობამდეა დაყვანილი და არა სრულ თავგანწირვამდე, იქ უკვე ანგარება ჩნდება, ცოლ-ქმარი მომხმარებლურად უყურებენ ერთმენეთს ყველა თვალსაზრისით. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამი დაეცა. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ადამი და ევა ერთი არსებაა, ევა შექმნილია ადამისგან. როცა ადამი ევას პირველად დაინახვას, ასეთ სიტყვებს ამბობს: აი, ხორცი ჩემი ხორცთაგანი და ძვალი ძვალთაგანი, ანუ ევა ჩემი ხორცი, ჩემი ნაწილიაო და დიდი სიყვარულით უყვარს. როგორც კი ისინი ღმერთს დასცილდებიან, ღმერთთან ურთიერთობაზე შეგნებულად იტყვიან უარს, უცნაური რამ მოხდება. პირველი, რასაც გააკეთებენ, ფოთლების შესამოსელს შეიკერავენ, შერცხვებათ იმიტომ, რომ ერთმანეთს მომხმარებლურად შეხედავენ და იმწასვე თავს დაიცავენ, სულიც გაუცხოვდება.
ადამიანები ინათლებიან ისე, რომ არ იციან, ნათლობა რა არის, ეზიარებიან და ვერ ხვდებიან მის არსს, აღასერებას ამბობენ, ჯავრს იწერენ და ვერ აცნობიერებენ, რას აკეთებენ. ეს ყველაფერი მადლის წყაროა და გვეძლევა იმისათვის, რომ მხოლოდ ერთი მიზნისთვის ვისწრაფოთ – ქრისტესკენ. ის იყოს ჩვენი ცხოვრების საზრისი და დავემსგავსოთ მას.
ქრისტიანული ქორწინების ერთ-ერთი ნიშანია, როდესაც ასაკი იმატებს, ხორცი ჭკნება და სიყვარული ძლიერდება. ეს ყველა ქრისტიანულ ოჯახშია შესაძლებელი, იმიტომ, რომ იქ მამოძრავებელი ძალა ხორცზე მეტად სულია, სულების ერთობის გარანტი კი ქრისტეა.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი უკავშირდება ქრისტეს, რომელიც რეალიზებაა ადამიანისა ბოლომდე, ქრისტე უმაღლესი ნიშნულია, საითკენაც უნდა მივისწრაფოდეთ.
წარმოვიდგინოთ ცოლი, ქმარი და შვილები, სამება იქმნება ღვთის ხატის მსგავსად. მათი სიყვარული მზარდია, მარადისობაში გადადის, ისწრაფვიან უმაღლესი ნიშნულისკენ, როგორიც არის მაცხოვრის ადამიანური ბუნება და საბოლოო მიზანი ღმერთთან ყოფნაა, ანუ ცოლი, ქმარი და შვილები ხდებიან, ვითარცა ღმერთი და იმ მარადიულობასა და ნეტარებაში ცხოვრობენ, როგორ ნეტარებაშიც ღმერთი ცხოვრობს. ეს ადამიანის უმაღლესი მდგომარეობა, მისი ღირსებაა, რაც თავად ადამიანად მოსულმა ღმერთმა გვასწავლა. ყოველივე იწყება ძალიან მარტივად, გასაგები სიტყვებით, სამყაროს უნდა ვუყურებდეთ ქრისტეს თვალებით და ყველაფერი დაგვილაგდება”. …
ქეთი ჭელიძე

ვისურვებდი, რომ ყველას გაეაზრებიოს ქრისტიანული ოჯახის არსი და მიზანი და ისე დაოჯახებულიყოს.
ქრისტიანული ქორწინება ამ სტატიაზე რომელი მოძღვარია ? დიდი მადლობა წინასწარ
ნამდვილად ასეა ცოლ ქმარი ერთი სული და ერთი ხორცია
საოცარია მართლაც, ყველას ვუსურვებ რომ ასეთი რწმენითა და სიყვარულით შეექმენას ოჯახი.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ იქნებ ჯობდეს უფრო მეტი დაწეროთ, თუ როგორ შევარჩიოთ მეორე ნახევარი?
როცა ჯვრისწერის შემსწრე ვხდები ტაძარში მთელი გულით ვთხოვ უფალს, რომ წყვილი ბედნიერი იყოს და იხარონ ქრისტეში. ყველა ჯვარდაწერილ ქრისტიანს ვუსურვებ ერთად იყვნენ ქრისტეში. ღმერთმა დაგლოცოთ.
კიდეც დავჭკნი, თავიც გავწირე და დავრჩი მხოლოდ განწირული.. როდესაც თავს წირავ, უსასრულო ერთგულებამ და თავგანწირვამ ოდესღაც ხომ უნდა გამოიღოს შედეგი.. ვიცი ცუდად ვიქცევი, ისიც ვიცი რომ დიდ დარტყმას ვაყენებ თავს ამით., მაგრამ როცა საყვარელი ადამიანი არ დაგიფასებს იმთავგანწირვას და უამრავ წვალებას- რასაც სიყვარულის გადასარჩენად აკეთეთებდი.. ღმერთია მოწამე რამხელა სიყვარულს ვატარებდი და ვატარებ გულით, ეს სიყვარული არასდროს წაიშლება., მაგრამ ამდენი უსამართლობის მერე, ასეთ ნანათხოვრებ სიყვარულს., მირჩევნია ისევ მარტოობაში ამომხდეს სული.. ვიცი არასწორად ვიქცევი მაგრამ დამღალა ამდენმა უსამართლობამ.. თქვენ ყველა ღმერთმა გაბედნიეროთ თქვენ რჩეულ ადამიანებთან ერთად!!! ეეხ რას ვურევ რაა.. გულქვა არ ვარ, უბრალოდ ამ დამოალმა და უსამართლო ცხოვრებამ გამამწარა..