ქრისტიანული პოეზიის VI ფესტივალში “წმინდა ნინოს ჯვარი” მონაწილეობისთვის ავტორებმა ერთი გამოუქვეყნებელი ლექსი უნდა გააგზავნონ,
ამა წლის 15 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე:
festivali 2011@yahoo.com
festivali2011@mail.ru
ლექსს თან უნდა ერთვოდეს ავტორის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი და მისამართი.
ფესტივალის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
მთავარი პრიზი – წმინდა ნინოს ჯვარი,
პრიზი – წმინდა ნინოს ჯვრის მედალიონი,
პრიზი – წმინდა ნინოს ჯვრის მედალი.
საბავშვო ლექსების ავტორების წახალისების მიზნით, წელს, ცალკე შეფასდება ქრისტიანულ თემატიკაზე გამოგზავნილი საბავშვო ლექსები და ასეთი ავტორებისთვის ცალკე გაიცემა პრიზები.
საფესტივალოდ წარმოდგენილი ლექსები დაიბეჭდება კრებულად.
ფესტივალი ჩატარდება 2016 წლის 1 ივნისს.
საკონტაქტო ტელეფონი: 555 46 44 29
ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი

ტარდება თუ არა ქრისტიანული პოეზიის მე-7 ფესტივალი 2017-ში და, როგორია მონაწილეობის ვადები და პირობები?