
საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის დეპარტამენტის ძირითად ფონდში წარმოდგენილია მასალა, რომელიც ქრისტიანობამდელ VII, VI, V, IV, III ათასწლეულის, ე.წ.მტკვარ–არაქსული, II და I ათასწლეულის კულტურას ასახავს.
მუზეუმის დეპარტამენტი მასალას გამოფენისთვის ამზადებს.
გამოიფინება კერამიკა, ლითონი, მეტალურგია, მეთუნეობა, კერამიკის წარმოება, ძვლის, ქვის, რკინის, ბრინჯაოს დამუშავება და ა.შ. – ეს ყველაფერი პირველად გამოიფინება სრულად. წარმოდგენილი იქნება, როგორც მეექვსე, მეოთხე, მესამე ათასწლეულში და ასევე, სხვადასხვა პერიოდში აღმოჩენილი ყურძნის წიპწები.
ექსპონატები საგამოფენოდ წლის ბოლოს იქნება მზად, რის შემდეგაც მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გადაინაცვლებს.
ქეთი ჭელიძე
ფოტო გიორგი სისაური

rodis aris gamofena>?