მთავარიქრისტიანობაქრისტეშობის მარხვისათვის

ქრისტეშობის მარხვისათვის

მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობის მარხვას ტრადიციულად 28 ნოემბერს იწყებს. იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და საეკლესიო წელიწადში, საზოგადო მარხვათა შორის, ბოლო მრავალდღიანი მარხვაა. ქრისტეშობის მარხვას „ფილიპეს მარხვასაც“ უწოდებენ, იქიდან გამომდინარე, რომ ეკლესია მარხვის აღების დღეს, 27 ნოემბერს, წმინდა ფილიპე მოციქულს იხსენებს.

ქრისტეშობის მარხვა სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიაში განსხვავებული იყო. შეიძლება ითქვას, რომ მისი საბოლოო ფორმირება XII საუკუნის შუა წლებისთვის მოხდა.

წმინდა სვიმეონ თესალონიკელის განმარტებით: „შობის მარხვა მოსეს მარხვას განასახიერებს, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფლისგან ქვის ორი ფიქალი მიიღო, რომელზეც უფლის სიტყვები იყო ამოტვიფრული. ჩვენ კი, ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ, ვიხილავთ და, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან, ვიღებთ ცოცხალ სიტყვას, რომელიც ამჯერად ქვებზე კი არ არის ამოტვიფრული, არამედ ხორცშესხმული, ხორციელად შობილია და ვეზიარებით მის წმინდა სისხლსა და ხორცს“.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, 25 დეკემბრამდე ხსნილია თევზით, ასევე თევზით ხსნილდება 31 დეკემბერი, 1 და 2 იანვარი…

მასალა მოამზადა გიორგი მეტრეველმა
წყარო: საპატრიარქოს უწყებანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები