
6 თებერვალს 18:30 სთ-ზე, “ქორთიარდ მარიოტში” ემიგრანტებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება, სადაც ნაჩვენები იქნება რეჟისორ ზაზა ნანობაშვილის მიერ ქართველ ემიგრანტებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი ”დაბრუნდებიან”.
ფილმი ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეებზე მოგვითხრობს, რომლებიც წლების წინ სამსახურის ძიებაში სხვადასხვა ქვეყანაში აღმოჩნდნენ, ასევე დღევანდელი საქართველოს სავალალო დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. ფილმში პატრიარქის მოწოდებაა ემიგრანტებისადმი.
ფილმის გადაღება 2010 წლიდან სალიტანიო ანჩისხატის მოლოცვის კვალდაკვალ ათამდე ქვეყანაში მოხდა (ძირითადად ევროპის ქვეყნებში).
ფილმის პრემიერმა ევროპის ექვს ქვეყანაში, შემდეგ კი თბილისში გაიმართა.
მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი 4, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი”, წვეულებათა დარბაზი 1.
