სიტყვა ქორონიკონი იგივე დიდი ინდიკტიონი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:
VI საუკუნეში ქრისტიანულ სამყაროში შემოღებული წელთაღრიცხვა. მისი ყოველი ციკლი („მოქცევა“) შეიცავს 532 წელს, რომელიც მზის (28 წ.) და მთვარის (19 წ.) ნამრავლითაა მიღებული. ყოველ ახალ მოქცევაში მეორდება მთვარის ასაკი, თვისა და კვირის თანმიმდევრობა. წელთაღრიცხვის ქორონიკონის სისტემით სარგებლობის მიზანი პასექის მოძრავი დღესასწაულის წინასწარი გამოთვლაა და, ამდენად, მასში წლის დასაწყისად მარტია მიღებული.
ქორონიკონი საქართველოში პირველად VIII ს. 80-იან წლებში გამოიყენეს. მისი მე-13 მოქცევის საწყისი თარიღი 781 წელია.
განმარტებით ლექსიკონში კი შემდეგ განმარტებას ვხდებით:
ქორონიკონი წელთაღრიცხვის ძველი სისტემა, რომელიც მიღებული იყო ქრისტიანულ ქვეყნებში, კერძოდ, საქართველოშიც; ქართული ქორონიკონის ციკლი ანუ «მოქცევა» შეიცავდა 532 წელს (XII მოქცევა დაიწყო 781 წელს, XIII _ 1313-ს).
ქართული წელთაღრიცხვა
ქართული წელთაღრიცხვა ემყარება სამყაროს შექმნიდან 5604 წლიან პერიოდზე და 532 წლიან ციკლზე, რომელსაც ეწოდებოდა “დიდი ინდიქტიონი”. 532 წლიანი წრე თავის მხრივ, ეყრდნობოდა მზისა და მთვარის ციკლებს და ქრისტიანებს ემსახურებოდა მთავარი დღესასწაულის – აღდგომის განსაზღვრაში. ყოველი 532-წლიანი ციკლის შემდეგ ხდებოდა როგორც მზის, ასევე მთვარის ციკლის დამთხვევა და მეორდებოდა წლის ერთი და იგივე დღეები.
სამყაროს შექმნიდან ქრისტეს შობამდე ქართველები ითვლიდნენ 10 ასეთ წრებრუნვას (5604:532 = 10 და 284 წელს) ასე რომ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისი (ქრისტეშობიდან) მოდის მე-11 ინდიქტიონის 284 წელზე, რომელიც, თავის მხრივ სრულდება ჩვენი წელთაღრიცხვის 248 წელს (532-284=248), მე-12 ინდიქტიონი სრულდება 780 წელს (248+780), მე-13 – 1312 წელს, მე-14 კი დასრულდა 1844 წელს.
ქართული წყაროები იყენებენ მხოლოდ ორ უკანასკნელ ინდიქტიონს (ქორონიკონს) – მე-13 და მე-14. ამგვარად, თუ საუბარი მიდის მოვლენებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-13 ინდიქტიონის განმავლობაში, საჭიროა ინდიქტიონის თარიღს მივუმატოთ 780, ხოლო მე-14 ინდიქტიონს – შესაბამისად 1312.
მოამზადა ტყებუჩავა ანამ
