მთავარიეკლესია-მონასტრებისოფელ ქორეთში კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი იკურთხა - საჩხერის მუნიციპალიტეტი

სოფელ ქორეთში კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი იკურთხა – საჩხერის მუნიციპალიტეტი

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) ლოცვა-კურთხევით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ზოსიმემ (ყაველაშვილი) სოფელ ქორეთში კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი აკურთხა.

წირვის შემდეგ ახლად ნაკურთხ ტაძარში მობრძანდა მიტროპოლიტი დანიელი, რომელმაც დოქსოლოგია აღასრულა და დალოცა მრევლი, ხოლო ტაძრის წინამძღვრად მღვდელი გიორგი ხობუა დაადგინა (31.08.2026)

წყარო – საპატრიარქოს უწყებანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები