მთავარისხვადასხვაქოლაგირის ციხე

ქოლაგირის ციხე

ქოლაგირის ციხე, ანუ დედოფლის ციხე-სიმაგრე, მდებარეობს ბოლნისის რაიონის სოფელ ქოლაგირში. მდინარე ხრამის მარცხენა სანაპიროზე. თბილისიდან დაშორემულია 45 კმ-ით.
ქოლაგირის ციხე
ციხის აგების თარიღად XVIII საუკუნეა მიჩნეული. 1801 წელს დარეჯან დედოფალი წერდა: “ქოლაგირის დიდი ციხე და გალავანი ავაშენე”. შემონახულია წინასწარ შედგენილი ციხის პროექტი, რომლის მიხედვითაც აშენდა ის.

ქართლ-კახეთში აგებულ ამ ტიპის ციხეებიდან ქოლაგირისა ერთ-ერთი უკანასკნელთაგანია. იგი აგებულია 1788–1798 წლებში დარეჯან დედოფლის მიერ. ციხის დანიშნულება, სამხრეთიდან ქვემო ქართლზე მიმავალი გზისა და საჭიროების შემთხვევაში, ახლომახლო სოფლების დაცვა წარმოადგენდა. როცა მტრებმა ციხის მშენებლობის შესახებ შეიტყვეს, ხელის შეშლა გადაწყვიტეს. ამაზე აგების პროცესში თავდასხმის რამდენიმე ფაქტი მეტყველებს. შექმნილი გარემოების გამო ციხის საგანგებო დაცვაც კი გამხდარა საჭირო.

ქოლაგირის ციხემ, რომელსაც ქვეყნის დაცვისათვის სამსახური უნდა გაეწია, XIX საუკუნის დამდეგს, ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, თავისი ფუნქცია დაკარგა.

ქოლაგირის ციხე კვადრატულია და 2 000 კვმ. ფართობი უკავია. ნაგებია დაუმუშავებული შერჩეული ქვით. 6 მ. სიმაღლის კედელი ქვემოთ უფრო სქელია, ზემოთ კი – თხელი. ციხის კუთხეებში ცილინდრული კოშკები დგას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლების ცენტრში თითო სწორკუთხა კოშკია. პირველ მათგანში მთავარი შესასვლელია. კუთხის ცილინდრული კოშკები ერთმანეთის მსგავსია. სამი სართული საბრძოლო-საცხოვრებელია. გალავნის შიგნით მხოლოდ ერთი პატარა ეკლესიაა. ქოლაგირის ციხეს ორი შესასვლელი აქვს. ამჟამად ორივე ფუნქციონირებს. ციხის მთავარი შესასვლელის ფასადზე ლამაზადაა გამოყვანილი მიჯაჭვული ლომების ბარელიეფები.

ქოლაგირის ციხესიმაგრეში ამჟამად, განთავსებულია წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის მოქმედი დედათა მონასტერი.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

1 COMMENT

  1. ქოლაგირს ამჟამად ცურტავი ეწოდება. თუმცა არის ვარაუდი, რომ ისტორიული ცურტავი მდებარეობდა ამჟამინდელ სოფელ ჭაპალაში. ჭაპალას ციხე უნდა იყოს ისტორიული ცურტავი (საპიტიახშოს ცენტრი) და ასევე ისტორიული ქალაქი გაჩიანი. ცურტავის ციხესთან მართლაც არის ნამოსახლარის კვალი…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები