
ქობაირის ტაძარი ისტორიულ ლორე-ტაშირში, დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე, ქალაქ თუმანიანის მახლობლად, დებედას ხეობაში, მთის წვერზე მდებარეობს. დაარსდა 1171 წელს, ტაშირ-ძორაგეტის მეფის, კვირიკე II-ს (1048-1049 – 1089 წლები) ასულის, მარიამის მიერ. ორი საუკუნის შემდეგ, ძლიერი მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაინგრა. ტაძარი ცნობილია თავისი უნიკალური ფრესკებით. საკურთხევლის კედელი ამჟამად მთლიანად ხარაჩოებშია მოქცეული. ტაძარს გუმბათი აღარ აქვს.
ქობაირში მრავალდაა ვრცელი საქტიტორო წარწერები, ასევე ქართულწარწერიანი საფლავები, რომლებიც მხარგრძელთა ოჯახის წევრებს და აქ მოღვაწე პირებს ეკუთვნით. ეკლესიის შესასვლელში თამარ მეფის ამირსპასალარი, ზაქარია მხარგრძელია დასაფლავებული. კომპლექსის შემადგენლობაში რამდენიმე ნაგებობა შედის.
საოცარია ხედი ქობაირის ტაძრიდან.
ფოტო: თეონა ნოზაძე

Ulamazesi tadzaria didi madloba statiisatvis
უფალმა ღმერთმა ჰქნას დაგვიბრუნდეს, ამინ!!!