13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიკონკურსიქეთევან კობიაშვილი - "ჩემი სკოლა" - ხორხელის საჯარო სკოლა

ქეთევან კობიაშვილი – “ჩემი სკოლა” – ხორხელის საჯარო სკოლა

მთელი გულით მიყვარს ჩემი სკოლა და ჩემი სოფელი ხორხელი, რომელიც კახეთის ლამაზ კუთხეში – ახმეტის რაიონში მდებარეობს.

ამ პატარა სოფლის შუაგულს ამშვენებს ორსართულიანი, ნაძვებით შემოსაზღვრული, ფართო ეზოიანი სკოლა.
სკოლა აშენებულია 1988 წელს და გათვლილია 200 მოსწავლეზე. ქეთევან კობიაშვილი სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციის გამო სკოლა მცირეკონტიგენტიანია.

ჩემი სკოლა დაკომლექტებულია ძირითადად მაღალკვალიფიციური პედაგოგებით, მაგრამ გული მწყდება, რომ მათი შრომა მოსწავლეთა სიმცირის გამო არ ბრწყინავს, როგორც საჭიროა.

წავიკითხე საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” კონკურსის შესახებ “ჩემი სკოლა”. ძალიან გამიხარდა და სურვილი გამიჩნდა გამოგხმაურებოდით ჩემი პატარა საკონკურსო წერილით.

ვინატრებდი ჩემს სკოლაში, რომელიც ჩემი საყვარელი მასწავლებლების გამრჯე ხელებით ბევრჯერ გალამაზებულა, ბევრი ბავშვები ჟრიამულობდნენ, ისეთი პირობები შექმნილიყო ხორხელში, რომ სოფლიდან აღარ წასულიყვნენ სხვაგან საცხოვრებლად.

ვისურვებდი სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ჩართულიყო საქართველოს საპატრიარქოც და იქნებ მიეგნოთ რაიმე იდეისათვის, ხოხრხელის სკოლა რაც მიგრაციასაც შეაჩერებს და მოსწავლეთა რაოდენობასაც გაზრდის სკოლაში, რომელშიც არის შესანიშნავი მატრეილურ-ტექნიკური ბაზა, რათა უპასუხოს სკოლამ მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში თანამედროვე მოთხოვნებს.

ვისურვებდი შეცვლილიყო ეს გულსატკენი მდგომარეობა და ვინმეს მოეფიქრებინოს რაიმე დახმარება ამ სასიკეთო საქმეში.

ვიცი ჩემი სამშობლოს ზოგიერთ კუთხეში არიან მიუსაფარი, მზრუნველობა მოკლებული ბავშვები, რომლებიც ოცნებობენ კარგ სკოლაზე, კარგ მასწავლებლებზე და საერთოდ სწავლაზე, მაგრამ როგორ დავეხმაროთ მათ, რომ რაიმე გზით აღმოჩნდნენ ჩემს სკოლაში, მის ლამაზ ოთახებში შეძლონ ჩვენ გვერდით სწავლა და თავიანთი ოცნების ასრულება.

ქეთევან კობიაშვილი

ხორხელის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები