მთავარი » საზოგადოება

ქართველი ოქრომჭედელი ტაო-კლარჯეთიდან – აიჰან ბადრი იშიკი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.07.2014 | 3,592 ნახვა

ქართული ოქრომჭედლობა ერთ-ერთი უძველესი, თვითმყოფადი და მდიდარი ტრადიციების მქონეა მსოფლიოში.

ქართული საიუველირო ხელოვნება საქართველოს ყველა კუთხეში იქმნებოდა. აიჰან-ბადრი იშიკი ცნობილია, რომ ისტორიულად, ქართული ოქრომჭედლობის ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი სამხრეთ საქართველო იყო. ნიშანდობლივია, დღესაც თურქეთში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში დაბადებული ქართველი, აიჰან-ბადრი იშიკი ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული ოქრომჭედელია. მისი საიუველირო ბრენდი, ქართული სახელით “ოქრო”( “OKRO”) დიდი მოწონებით სარგებლობს თურქეთში. “ამბიონი” იმერხეველ ქართველ ოქრომჭედელთან ინტერვიუს გთავაზობთ (სტილი დაცულია)…

აიჰან-ბადრი იშიკი: “მე ტაო-კლარჯეთში დავიბადე. ართვინ ქალაქში, შავშეთის უბანში, იმერხევის სოფელ ივეტში. 1973 წელში დაბადებული ვარ… პირველად, რა თქმა უნდა, დედა ენაზე, ქართულად დავიწყე ლაპარაკი… საერთოდ თურქულა არ ვიცოდი სკოლაში წასვლამდი…

პირველი კლასის მერე ისტანბულში ჩამომიყვანეს. დედ – მამა აქ, ისტანბულში მუშავობდნენ.. მე და ჩემი დაიკო, ბაბუა და ბებო ერთად სოფელში ვცხოვრობდით. მეორე კლასში უკვე ისტანბულში დავიწყე სწავლა, მაგრამ ძალიან მიჭირდა თურქულა… აიჰან-ბადრი იშიკის შვილები მასწავლებელიც ძალიან ცუდი შეგვხვდა მეც და ჩემ დასაც. ისე ის ჩემზე ორი წლით დიდია და ის მეოთხე კლასში იყო… მაგრამ ისე ძნელად დავამთავრეთ იმ წელიწადს სკოლა. მერე რო დავისწავლეთ თურქულა და გამოვიცვალეთ სკოლა, სწავლაც კარგად გავაგრძელეთ…

ჩემ შვილებმა არ იციან ქართულა, მაგრამ ესმიან, იმიტო რო სახლში ხშირად რო ვლაპარაკობთ ქართულა, უკვე ცოტა ესმიან. ჩემი მეუღლეც ქართველია, ჩვენსა ყველა ქართველია.”

პირველად როდის იყავით საქართველოში და ხშირად სტუმრობთ თუ არა თქვენს ისტორიულ სამშობლოს?

პირველად საქრთველოში, ასე ვთქვა, ძველ საქრთველოში დაბადების მერე ვიყავი.. მემგონი სულ ვიყავი საქართველოში. თქვენი კითხვით, მე 2010 წელში ჩამოვედი საქრთველოში, ბათუმში. ჩემმა ახლობელმა დიზაინერმა, ინგა მეგრელიძემ დამპატიჟა თავის გამოფენაზე. ორი დღისთვის ჩამოსული ვიყავი და იმის მერეც ხანდახან ჩამოვდივარ.

სანამ საქართველოში ჩამოხვიდოდით, რა იცოდით საქართველოს შესახებ?

ძალინ ცოტა ვიცოდი… უკვე ჩემი სოფელი საქართველოს საზღვართან 10-კმით ახლოა, მაგრამ ძალიან ცოტა ვიცოდი… აიჰან-ბადრი იშიკის ცოლი მარტო ვიცოდი თამარ მეფე და გურჯი ხათუნი… ისეთი ძალიან ახლო დაბადებული საქრთველოსთან, მაგრამ ასეთი შორ ყოფნა უკვე ძალიან წარეა… ჩემი აზრი ის არის, რო ღმერთ ჩემი თავი ქართველი გუჩენია… ადამიანები ამას ვერ ჰკვირდებიან, რო ღმერთ უნდობოდეს, ყველა ერთ სახე, ერთ ფერზე გაგვაჩენდა. აი, ეს მე ძალიან მაწუხებს, რო რატო არ ვიცი ჩემი ფესვები, რატო არ ვიცი ჩემი ჰისტორია და რატო არ ვიცი ჩემი წინაპრების გვარი… ღმერთ მადლობა, მშიერი არა ვართ თურქეთში. უკვე თურქეთიც გვიყვარს ძალიან. ორივე ჩვენი ქვეყანა არის. მაგრამ ის რაც პოლიტიკა იყო ძველად, იმის ბრალისგან ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით ჩვენი ჰისტორია. ღმერთ მადლობა, რო ახლა ძალიან შორს არის ის ცუდი დღეები…

ოქრომჭედლობით როდის დაინტერესდით?

ოქრომჭედელება მე არა, ჩემ გენეტიკამ არჩია ალბათ… იმიტო რო ჩემი დედ-მამა სახელმწიფო სამსახურში მუშავობდნენ და ყველა ნაცნობი ნათესავიც ისე. იმიტო რო ართვინ ქალაქის ხალხს ურჩევნია სახელმწიფო სამსახურში ვიმუშავოთ და ხელფასი გვქონდეს და მერე რო დავბერდებით, გავალთ პენსიაშიო… სულ ამ აზრით დედ-მამა მასწავლიდა სახელმწიფო სამსახურში შედიო, ასე ჭკუას მასწავლიდენ. მაგრამ მე 15 წლის შემდეგ მინდოდა რო მემუშავა… აიჰან-ბადრი იშიკის ოქრო იმიტო რო უჭირდა ოჯახს, ძნელი იყო ცხოვრება. სადაც ვცხოვრობიდით, იქ ახლო მეზობელი იყო ჩვენი, ის მუშავობდა ”გრანდ ბაზაარში”. ჩემი თავიც უყვარდა და იმან შემიყვანა ერთ სომეხ ოქრომჭედელთან საქმეში. 11 წელი ვიმუშავე ჩემ ხელოსანთან და მერე წავედი იქედან ერთ ოქროს ფირმაში სამუშაოდ…

პირველად 2005 წელში გავაკეთე ჩემი ოქროს დიზაინის ოფისი. 2005 წლიდან დავიწყე ჩემი თავისუფლებით მუშავობა. კომპანია “ოქრო” 2013 წელში დავაარსეთ მე და ჩემმა ამხანაგმა, არჩილ ზოიძემ, ჩემ გვერდზე ვინც არის, ნამდვილი ქართველი. იმის მერე ვმუშავობთ ერთად, ან ქართულ საქმეზე, ან ოქროს საქმეზე…

ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშებს რამდენად კარგად იცნობთ და თუ არის თქვენს ნამუშევრებში ქართული მოტივები?

ძველად არ ვიცნობდი, მაგრამ ახლა ვიცნობ. მინანაქარის ნივთები ძალიან მომწონს… ამ თქმით, ისიც ვიცი, რო რატო ოქრომჭედელი გავხდი, რატო სხვა საქმე არ ავირჩიე და რისთვის ოქრომჭედელი ვარ.. იმიტო რო ეს ჩემ გენეტიკაში ჩადებულია… აიჰან-ბადრი იშიკის ოქრო ქართულ მოტივებზე, ისე ბევრი არა, მაგრამ ზოგი მაქ დახატული საქრთველოს ჰისტორიულ თემაზე. “ვეფხი და მოყმეს” ბეჭედი და თამარ მეფის კულონი მაქ დახატული.

მაგრამ მინდა, რო გავამზადო საქართველოს თემაზე კოლექცია.. ეს კოლექცია უნდა იყვეს განსაკუთრებული და ჩემი ბოლო საქმე. იმას ვაპირებ, როგოც რო ის კოლექციანა იყვეს ჩემი ბოლო კოლექცია.. აი, იმის მერე აღარ ვიმუშავებ, გავალ პენსიაში…

რას უსურვებთ საქართველოს?

კარგის მეტს რას ვუსურვებ?! მინდა რო ძლიერი იყვეს, მინდა რო თავისუფალი იყვეს, მინდა რო შვილები შეინარჩუნოს თავის გვერდზედა… მინდა რო საქრთველოს რო ახსენებენ, მთელ მსოფლიოში შურით უყუროს ყველა ქვეყანამ, ისეთი ძლიერი და ყველაზე მაგარი იყვეს… გაუმარჯოს საქართველოს და მის შვილებს…

ნესტან ბლუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი