12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისაზოგადოებაქართველები ავღანეთში- რა მნიშვნელობა აქვს ISAF-ის მისიაში მონაწილეობას?

ქართველები ავღანეთში- რა მნიშვნელობა აქვს ISAF-ის მისიაში მონაწილეობას?

2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა…

დაიღუპა 7 და დაიჭრა 9 ქართველი ჯარისკაცი… სამწუხაროდ, ეს არც პირველი შემთხვევაა…

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მსხვერპლი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანის აფეთქებას მოჰყვა, რომელმაც ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე ავტომობილი ქართულ ბაზასთან ახლოს ააფეთქა.

ISAF-ის მისიაში 1561 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის შესახებ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. რა მნიშვნელობა აქვს რეალურად ISAF-ის მისიაში ქართველების წვლილის შეტანას და სადამდე დარჩებიან ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში? ამ თემის შესახებ „ამბიონი“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წევრის შეფასებას გთავაზობთ:

ლევან ჯორბენაძე (თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი): „ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამედროვე და დასავლური ორიენტაციის შეიარაღებული ძალების მშენებლობაა. ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა ნატო-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთად მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული შეირაღებული ძალების სამომავლო განვითარებასა და ნატოსთან თავსებადობის მიღწევას. ალიანსის მისიაში წვლილის შეტანით საქართველო ადასტურებს, რომ არ არის მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი ქვეყანა, არამედ აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო მშვიდობის დამყარების პროცესში.

ქართველი სამხედროები საერთაშორისო მისიას 6 თვიანი როტაციით ასრულებენ.

გამგზავრებამდე სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიისთვის ექვსთვიან ინტენსიურ მომზადებას საქართველოში გადიან. სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადა ხელმძღვანელობს. საქართველოდან სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც ჩადიან, სადაც ერთი თვის განმავლობაში წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიან. ავღანეთში გამგზავრებამდე, ჯარისკაცების მომზადების დონისა და მათი მზადყოფის შეფასება ცენტრის ექსპერტების, ასევე, ამერიკელი საზღვაო ქვეითების ინსტრუქტორთა და მრჩეველთა ჯგუფის მიერ ხდება”.

თეონა აქუბარდია (სამოქალაქო საბჭოს წევრი თავდაცვისა და უასაფრთხოების საკითხებში):

„საქართველო სამხედრო ძალების კონტრიბუტორი ყველაზე მსხვილი ქვეყანა გახდა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის მას შემდეგ, რაც გასულ შემოდგომაზე თავისი სამხედროების რაოდენობა თითქმის გააორმაგა, რის შედეგადაც მათი რიცხვი 1 560–ს აღემატება.

საქართველოს ორი ბატალიონი ჰყავს ჰელმანდის პროვინციაში და დაახლოებით 50–მდე ჯარისკაცი – ქაბულში.

საქართველომ პირველად თავისი სამხედროები ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის 2004 წელს გაგზავნა. მაშინ 50 ჯარისკაცი ხანმოკლე ვადით მსახურობდა გერმანული სარდლობის ფარგლებში, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

2009 წლის ნოემბერში საქართველომ 173 სამხედრო განათავსა ქაბულში ფრანგული სარდლობის ქვეშ, ხოლო მომდევნო წელს ავღანეთში სამხედროების რაოდენობა გაზარდა და ჰელმანდის პროვინციაში ქვეითთა ბატალიონი განათავსა, რომლებიც იქ ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მსახურობენ. კიდევ ერთი ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაში საქართველომ 2012 წლის შემოდგომაზე გაგზავნა. ამჟამად 50 ქართველი ჯარისკაცი რჩება ქაბულში. თავდაპირველად ისინი ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში იყვნენ, მაგრამ რადგანაც საფრანგეთს ეტაპობრივად გამოჰყავს თავისი ჯარები ავღანეთიდან, ქაბულში განთავსებული ქართველი სამხედროები ივნისში აშშ–ის სარდლობის დაქვემდებარებაში გადავიდნენ ქაბულში მდებარე ბაზა „ვერჰაუზიდან“ ამერიკულ ბაზა „ფენიქსზე“, რომელიც ძირითადად ავღანური არმიის გაწვრთნაში მონაწილე ამერიკელი სამხედროების მიერ გამოიყენება.“

სამხედროების ავღანეთში გაგზავნა ნებაყოფლობითია თუ გარკვეული სამსახურეობრივი ვალდებულებაა?

სამშვიდობო მისიაში მსახური ნებაყოფლობითაა ქართულ ჯარში და 6 თვეში ერთხელ ხდება მათი როტაცია.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში 1999 წლიდან მონაწილეობს.

1999 წლიდან კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული (34 სამხედრო მოსამსახურე) იღებდა მონაწილობას ქ. მამუშაში განლაგებული თურქული ბატალიონის შემადგენლობაში. 2003 წლიდან კი ერთი ქართული ასეული (150 სამხედრო მოსამსახურე) ქ. პრიზრენში, გერმანული ბრიგადის შემადგენლობაში ასრულებდა მისიას. 2008 წლის მარტში ქართულმა სამშვიდობო კონტიგენტმა მთლიანად დატოვა ბალკანეთი.

რამდენია აღვანეთში მყოფი ქართველი სამხედროების ყოფნის მაქსიმალური ვადა?

2003 წლიდან 2008 წლამდე ჩვენი სამშვიდობოები ერაყშიც იყვნენ. 2007 წლის ივლისიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, ერაყში სამშვიდობო მისიით ქ. ალ კუტში (ვასიტის პროვინცია) მესამე ქვეითი ბრიგადის 2000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.

ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან. ნატომ უკვე შეიყვანა საქართველო თავის გეგმაში, რომელიც ავღანეთში 2014 წლის შემდგომ მისიას ეხება.

აქედან გამომდნარე, მისიაში ჩვენი მონაწილეობის კორექტორება იმ ფონზე, როცა სრულდება ოპერაცია, რთული იქნება, თუმცა გადაწყვტილებას იღებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მას საკანონმდებლო ორგანო ამტკიცებს ნებისმიერ შემთხვევაში.

რას ფიქრობთ იმ მოსაზრების შესახებ, რომ კანონით აიკრძალოს ქართველი სამხედროების ბრძოლა სხვა ქვეყანაში?

იქედან გამომდნარე, რომ საქართველოს სტრატეგიულ დოკუმენტებში მკაფიოდ აქვს გაცახებული საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ და მისი საგარეო პოლიტიკური კურსი ემყარება მოსახლეობის ნებას, არ იქნებოდა გონივრული ამ ფონზე სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის კანონის დონეზე აკრძალვა.

მნიშვნელოვანია, რომ ხელსისუფლების წევრებმა მკაფიოდ აუხსნას მოსახლეობას რა მნიშნელობა აქვს ჩვენს მისიებში მონაწილობას ქვეყნისთვის და რა პოლიტიკურ დივიდენდებს იღებს ქვეყანა ამ შემთვევაში”.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვითარება ავღანეთში სტაბილურია.

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

3 COMMENTS

  1. კარგი რა… სირცხვილია გაეროს მანდატით მოქმედ ქართული ჯარის ნაწილებს და საერთაშორისო ძალებს ოკუპაციური უწოდო… მაშინ რუსეთმა რაღა დააშავა? დღეს რომ დაბადებულიყო თორნიკე ერისთავი მასაც ოკუპაციური ძალების ხელმჭვანელს უწოდებდნენ ზოგიერთი… ეს სულ არ ნიშნავს იმას რომ ამხელა გონტიგენტი ყავდეს საქართველოს (რაც ნაც-მოქკავშირელ კომკავშირლებმა ფულის ჭამის მიზნით განახორციელეს)… ქართულ სახელმწიფო, ისევე როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანა უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას მსოფლიო ცივილიზაციის წინაშე და თავის წვლილი შეჰქონდეს ცივილიზაციის განვითარებაში (ევროპული, დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებაში მთელს მსოფლიოში – რასაც საქართველო აკეთებდა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში სახელმწიფოებრიობის გაუქმებამდე!!!) თუ გვინდა რომ ჩვენ უფლება გვქონდეს მოვთხოვოდ სხვა ქვეყნებს დახმარებისთვის და საჭიროების შემთხვევაში მათი გვერდით დგომის იმედი ვიქონიოდ… და ეს მიუხედავად იმისა რომ ჩვენ საკუთარ ქვეყანაში გვიჭირს (რაც მხოლოდ ჩვენივე ბრალია!!!)…

  2. რატომ გვახასიათებს ქართველებს ასეთი მაქსიმალიზმი? რატომ გვინდა ვიყოთ სხვაზე კარგი დემოკრატები? უნდა მივეჩვიოთ ზომიერებას და ლოგიკურ აზროვნებას.
    ამიტომ მიმაჩნია, რომ სავსებით საკმარისია 300 კაციანი კონტიგენტი!

  3. სგ სგ დივიდენდებისა და “დასავლეთის მხარდაჭერის” მისაღებად საკუთარი ხალხის სისხლი ღვარეთ….ფუ რა სამარცხვინო და დამამცირებელ დღეში ვართ იმენა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები